1. მაგისტრალური გაზსადენების ობიექტები უნდა აღიჭურვოს გამართული საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებით, ავტომატიკის საშუალებებით, ტელემექანიკით, ციფრული ტექნიკით.

2. აკრძალულია იმ პირთა დაშვება, რომელთაც არა აქვთ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატიკის საშუალებების და დაცვის მოწყობილობების მომსახურებასა და კონტროლთან პირდაპირი კავშირი.

3. აკრძალულია მოწყობილობების ექსპლუატაციაში გაშვება საზომ-საკონტროლო და ავტომატიკის გაუმართავ ან გამორთულ მდგომარეობაში.

4. გაზომვისა და ავტომატიზაციის საშუალებების გამართულობის და ჩვენებების სისწორის შემოწმების პერიოდულობა განისაზღვრება მოქმედი სტანდარტის მიხედვით.

5. ავტომატიზაციის, ტელემექანიზაციის და ციფრული ტექნიკის საშუალებების კომპლექსში შემავალი ელექტრომოწყობილობა უნდა იქნეს ჩამიწებული ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნების შესაბამისად.

6. საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოები და ავტომატიკის საშუალებები, რომლებიც დაყენებულია აფეთქებასაფრთხიან ზონებში, უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო შესრულების.

7.  დაუშვებელია  აპარატების და ხელსაწყოების ექსპლუატაცია, თუ იგი არ შეესაბამება დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციისა და შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

8. ჭურჭლების, რომლებიც შედის პნევმოჰიდროავტომატიკის სისტემაში და მუშაობს წნევის ქვეშ უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი რეგლამენტებისა და სტანდარტების მოთხოვნებს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰაერის წნევის დასაშვები ზღვრების (ზედა და ქვედა) შესაბამისი სიგნალიზაცია.

9. საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიკის საშუალებები, რომლებიც განთავსებულია მართვის ფარებზე, უნდა აღიჭურვოს მათი დანიშნულების განმსაზღვრელი წარწერებით. მანომეტრები და სხვა საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიკის საშუალებები ისე უნდა იქნეს დაყენებული, რომ კარგად ჩანდეს სამუშაო ადგილებიდან და გააჩნდეს შკალის დანაყოფებზე დასაშვები მუშა წნევის შესაბამისი წითელი ხაზი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.