1. გაზი ოდორიზებული უნდა იქნეს ოდორიზების დანადგარებით, რომლებიც განთავსდება გაზის გამანაწილებელი სადგურის ტერიტორიაზე.
2. აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ოდორანტები მავნე ნივთიერებებია, ხოლო ოდორიზაციის დანადგარების და ოდორანატების საწყობების შენობები – აფეთქებასაფრთხიანი.
3. გაზის ოდორიზების და ოდორანტის შენახვის შენობები უნდა მოეწყოს იმავე მოთხოვნების შესაბამისად, რაც წაეყენება აფეთქებადსაფრთხიან და ხანძარსაშიშ შენობებს.
4. შენობების იატაკები, სადაც ხდება გაზის ოდორიზაცია და ოდორანტის შენახვა, ისეთი მასალებისაგან უნდა იქნეს დამზადებული, რომლებიც არ იწოვს სითხეს (არ ხდება მათი სითხით გაჟღენთვა).
5. ოდორიზაციის დანადგარების შენობებში და ოდორანტების დახურულ საწყობებში პერიოდულად უნდა ჩატარდეს მუშა ზონის ჰაერის ანალიზი ნახშირწყალბადების შემოწმებაზე, აგრეთვე, ოდორანტების ორთქლზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
6. ოდორიზაციის შენობაში და ოდორანტის საწყობში შესვლა უნდა მოხდეს შესაბამისი აირწინაღით. თუ ამ შენობებში ვენტილაცია არ მუშაობს, მომსახურე პერსონალი ვალდებულია ჩართოს მექანიკური გამწოვი ვენტილაცია.
7. ოდორანტის შესანახი კასრის გახსნა, მისგან ოდორანტის გადმოსხმა, კასრის გარეთა საცობის მოხსნა უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.
8. ოდორანტი, რომელიც დაიღვრება იატაკზე ან მიწაზე, დაუყოვნებლივ ნეიტრალიზებული უნდა იქნეს. მანეიტრალიზებელი ნივთიერებით დამუშავების შემდეგ საჭიროა მიწა დაიბაროს და მეორედ მოირწყოს მანეიტრალიზებელი ხსნარით.
9. ოდორანტისაგან გათავისუფლებული კასრი (ტარა) ტრანსპორტირებული და შენახული უნდა იქნეს ჰერმეტულად დახურულ მდგომარეობაში.
10. ოდორიზაციის დანადგარის ელექტრომოწყობილობა, ელექტროგანათება, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და ავტომატიკის საშუალებები უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო შესრულების.
11. ოდორიზატორის შიდა შემოწმების და რემონტის დროს აუცილებელია მისი გათავისუფლება ოდორანტისაგან, რის შემდეგაც იგი უნდა გატარდეს ორთქლში (გამოიორთქლოს) შესაბამისი სტანდარტის მიხედვი