1. გაზსადენის ანტიკოროზიული დაფარვის დარღვევის შემთხვევაში იგი დაუყონებლივ უნდა იქნეს აღდგენილი.

2. გაზსადენის მიერ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზის გადაკვეთის ადგილებში უნდა მოეწყოს სადენის გაწყვეტის შემთხვევაში გაზსადენის დამცავი კონსტრუქციები.

3. გაზსადენის გარედან გაწმენდა და მასზე საიზოლაციო საფარის დატანა მოწყობილობების და მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ეყრდნობიან მილსადენს, უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც უბანი გაითიშება და გათავისუფლდება გაზისაგან (მისგან გამოდევნილი იქნება გაზი).

4. სატრანსპორტო საშუალებებს და მექანიზმებს ეკრძალებათ გაზსადენის ტრასის გასწვრივი მოძრაობა გაზსადენების საყრდენებიდან 10 მ-ზე უფრო ახლოს.

5. მაგისტრალური გაზსადენის გადასასვლელები მდინარეებსა და ხრამებზე უნდა იყოს შეღობილი, რათა გამოირიცხოს მილსადენზე გადასვლის შესაძლებლობა.

6. მაგისტრალურ გაზსადენებზე გადასვლა (სატრანსპორტო საშუალებებით) დასაშვებია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, სპეციალურად მოწყობილი გადასასვლელების შემთხვევაში, თუ იგი კონსტრუქციულად არ არის დაკავშირებული გაზსადენთან.

7. მაგისტრალურ გაზსადენებზე გადასასვლელების კონსტრუქციები გაანგარიშებული უნდა იქნეს იმ მანქანების, მექანიზმების და მოწყობილობების მაქსიმალური წონის გათვალისწინებით, რომელთაც მოუწევთ მასზე გადაადგილება. გადასასვლელის კონსტრუქციაზე დასაშვები დატვირთვა ნაჩვენები უნდა იყოს მასზე დაყენებულ სპეციალურ საგზაო ნიშანზე.

8. გვირაბებში გამავალ გაზსადენებზე სამუშაოების უსაფრთხო შესრულებისთვის დამუშავებული უნდა იქნეს სპეციალური ინსტრუქცია.

9. გვირაბის კარიბჭეები (პორტალები) უნდა აღიჭურვოს სპეციალური ცხაურული შემოღობვებით, რომლებიც უნდა იყოს დაკეტილი.

10. გაზსადენზე ან გვირაბის კედელზე უშუალოდ გაზსადენის  ზემოთ ღია ფერის საღებავით დატანილი უნდა იქნეს განივი აღნიშვნები, რომლებზეც აღნიშნული იქნება მანძილები გვირაბის შესასვლელამდე და გამოსასვლელამდე. ისრით უნდა აღინიშნოს მილსადენში გაზის მოძრაობის მიმართულება.

11.  გვირაბში შესვლა უნდა განხორციელდეს არანაკლებ ორკაციანი ჯგუფით, აირწინაღებით და აფეთქებაუსაფრთხო შესრულების აკუმულატორული სანათურებით, მას შემდეგ, რაც გვირაბში ჰაერი შემოწმდება დაგაზიანებაზე.

12. გვირაბში ხალხის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოფნისას საჭიროა პერიოდულად მოხდეს ჰაერის კონტროლი.

13. გვირაბში ხალხის ყოფნის მთელი დროის განმავლობაში გვირაბის შესასვლელები ორივე მხრიდან (შესასვლელი და გამოსასვლელი) უნდა იყოს გაღებული.

14. მაშველები ვალდებულნი არიან იქონიონ უწყვეტი კავშირი გვირაბში მყოფ ხალხთან (რადიოთი, ტელეფონით, ხმოვანი ან პირობითი სიგნალებით).

15. გვირაბის წყლების გადინების ლიკვიდაციისათვის, გვირაბის კედლების შესაკეთებლად, უნდა ჩატარდეს სამუშაოები სპეციალურად შემუშავებული გეგმების და გაზსადენის დაცულობის გათვალისწინებით, სამთო სამუშაოების შესრულების ინსტრუქციის შესაბამისად.

16. გვირაბში მუშაობისას  დასაშვებია იმყოფებოდეს მხოლოდ ის პერსონალი, რომელიც უშუალოდ დაკავებულია  მიმდინარე სამუშაოებით ან ამ სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლით.

17. გაზსადენის გარე ზედაპირის გაწმენდა და შეღებვა უნდა ხორციელდებოდეს გვირაბში ჰაერის ნაკადის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით.

18. დაუშვებელია გვირაბში ღია ცეცხლით სამუშაოების ჩატარება ერთდროულად ორ პუნქტში.

19. დამხმარე მოწყობილობა ელექტროამძრავით, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, ავტომატიკის საშუალებები ელექტროკვებით და განათების საშუალებები, რომლებიც გამოიყენება გვირაბს შიგნით, უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო შესრულები