საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.040.22.030.014.278
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №60
2010 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
1. დამტკიცდეს „საკონსულო ლეგალიზაციის წესი“ თანდართული რედაქციით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №69 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
საკონსულო ლეგალიზაციის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
1. საკონსულო ლეგალიზაციის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტების, აქტებისა და საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის წესს.
2. საკონსულო ლეგალიზაციის სფეროში საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.
მუხლი 2
ამ წესის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უფლებამოსილი პირი – პირი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს ლეგალიზაციის განხორციელების უფლებამისილება;
ბ) უფლებამოსილი ორგანო – ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული ორგანოები;
გ) დიპლომატიური წარმომადგენლობა – საქართველოს საელჩო, რომელსაც „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის კონვენციისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული აქვს საკონსულო ფუნქციები;
დ) საკონსულო დაწესებულება – საქართველოს გენერალური საკონსულო, საკონსულო, ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო, მათ შორის საკონსულო დაწესებულება საპატიო კონსულის მეთაურობით, რომელთაც „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული აქვს საკონსულო ფუნქციები;
ე) საკონსულო დეპარტამენტი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი;
ვ) საქართველოს ინტერესთა სექცია - უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებული საქართველოს ინტერესთა სექცია;
ზ) შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურა - უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებამდე, დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის დადგენილი პროცედურა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 3
საკონსულო ლეგალიზაციას ექვემდებარება საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტები, აქტები და საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტები.
მუხლი 4
1. საკონსულო ლეგალიზაციას არ ექვემდებარება ის დოკუმენტები და აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას ან თავისი შინაარსით შეიძლება ზიანი მიაყენონ საქართველოს ინტერესებს, ან შეიცავენ საქართველოს მოქალაქეთა პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს და ასევე ის დოკუმენტები და აქტები, რომლებიც გამცემი უცხო ქვეყნის მიერ არ მიიჩნევა ოფიციალურ დოკუმენტებად და არ ექვემდებარება შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურას.“;
2. საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტები, აქტები ექვემდებარება საკონსულო ლეგალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე განხორციელებულია შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურა ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამოწმებული იქნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ.
3. უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მათი წარმოშობის ქვეყანაში გაცემული დოკუმენტების და აქტების დამოწმების შემთხვევაში საკონსულო ლეგალიზაცია განხორციელდება, თუ უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ დამოწმების დროს მოხდება დოკუმენტების და აქტების ავთენტიკურობის დადასტურება.
4. უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტები საკონსულო ლეგალიზაციისათვის წარედგინება ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 5
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დოკუმენტები და აქტები საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ განსახილველად მიღებული იქნეს საკონსულო ლეგალიზაციის გარეშე.
თავი II
უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციის ფარგლები
მუხლი 6
საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებია:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობები;
ბ) საკონსულო დაწესებულებები;
გ) საკონსულო დეპარტამენტი;
დ) საქართველოს ინტერესთა სექცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 7
საკონსულო ლეგალიზაციისას უფლებამოსილი ორგანოები ადგენენ და ადასტურებენ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა და დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებსა და აქტებზე დასმული ბეჭდისა და თანამდებობის პირის ხელმოწერის ნამდვილობას, გამცემი ორგანოსა და თანამდებობის პირის უფლებამოსილებას.
მუხლი 8
1. უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება და საქართველოს ინტერესთა სექცია, როგორც წესი, ახორციელებს თავიანთი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების საკონსულო ლეგალიზაციას.
2. საკონსულო დეპარტამენტი, როგორც წესი, ახორციელებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციას.
3. თუ დოკუმენტი და აქტი გაცემულია და დადასტურებულია უცხო ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ, საკონსულო ლეგალიზაციას განახორციელებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური დაწესებულება და საკონსულო დაწესებულება ან საკონსულო დეპარტამენტი.
4. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი გაცემულია ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის არც ერთ საკონსულო ოლქში ან იმ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, რომელიც აკრედიტებულია უცხო ქვეყანაში, სადაც საქართველოს არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საკონსულო ლეგალიზაციას ახორციელებს საკონსულო დეპარტამენტი ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 9
1. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებულნი არიან აწარმოონ საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებამდე, უცხო ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურით განსაზღვრული უცხო ქვეყნების ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციის პროცესში მონაწილე კომპეტენტური ორგანოს/ორგანოების თანამდებობის პირთა ხელმოწერისა და ბეჭდების ნიმუშების რეესტრი.
2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას დოკუმენტის გამცემი ან დამმოწმებელი შესაბამისი უცხო ქვეყნის ორგანოს (მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების) ბეჭდის და ხელმომწერი თანამდებობის პირის ხელმოწერის ნიმუშების მოპოვების და გამცემი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ.
3. საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოში აკრედიტებულ უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირთა ხელმოწერისა და ბეჭდების ნიმუშების რეესტრი.
4. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსულო დეპარტამენტი განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას დოკუმენტის გამცემი ან დამმოწმებელი შესაბამისი უცხო ქვეყნის ორგანოს (მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების) ბეჭდის და ხელმომწერი თანამდებობის პირის ხელმოწერის ნიმუშების მოპოვების და გამცემი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ.

მუხლი 10
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციის უფლებამოსილება შეიძლება დაეკისროს საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე აკრედიტებულ მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომად-გენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შესაძლებელია განახორციელონ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაცია.
თავი III
საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელება
მუხლი 11
1. საკონსულო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ პირს როგორც პირადად, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით. საკონსულო ლეგალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფოსტო გზავნილის მეშვეობით განმცხადებლისათვის მიწოდების შემთხვევაში საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება განმცხადებელს.
11. ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში განმცხადებელი ავსებს განცხადებას უფლებამოსილი ორგანოს სახელზე (დანართი №1).
12. საკონსულო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე, მათი თარგმნა განხორციელდება მხოლოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნით.
13. საკონსულო ლეგალიზაცია განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლოა განხორციელდეს ასევე სალეგალიზაციო დოკუმენტის თარგმანზეც, მხოლოდ დოკუმენტის თარგმანის საკონსულო ლეგალიზაცია დაუშვებელია.
2. უფლებამოსილი პირი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულეს, არკვევს, ამ წესის შესაბამისად, ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი საკონსულო ლეგალიზაციას, ადარებს ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებს, სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და აქტზე დასმულ ხელმოწერასა და ბეჭდებს, მათ შორის, გამცემი ორგანოსა და თანამდებობის პირის უფ-ლებამოსილებას.
3. იმ შემთვევაში, თუ:
ა) სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები ან აქტები, ამ წესის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკონსულო ლეგალიზაციას, უფლებამოსილი პირი აბრუნებს მათ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის სრულყოფილი, უფლებამოსილი პირი ხარვეზის მითითებით აბრუნებს მათ, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ან განუსაზღვრავს განმცხადებელს გონივრულ ვადას ამ ხარვეზის აღმოფხვრისათვის;
გ) ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებში არ მოიპოვება სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტზე ან აქტზე დასმული ხელმოწერა ან ბეჭედი, უფლებამოსილი პირი მოიპოვებს ასეთ ნიმუშებს ან შესაბამის ინფორმაციას კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან;
დ) წარმოდგენილ დოკუმენტსა ან აქტზე დასმული ხელმოწერა ან/და ბეჭედი არ ედრება ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებს, უფლებამოსილი პირი აბრუნებს წარმოდგენილ დოკუ-მენტებს საკონსულო ლეგალიზაციის გარეშე ანხ თუ აღნიშნული შესაძლებელია გამოწვეული იყოს რეესტრში დაცული მონაცემების სიძველით, გამოითხოვს კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან ხელმოწერათა და ბეჭდების ახალ ნიმუშებს.
4. საკონსულო ლეგალიზაცია სრულდება ლეგალიზაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დაკავშირებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნიმუშების დამატებით გამოთხოვასთან, შესაბამისი ნიმუშების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსულო ლეგალიზაცია განხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 12
1. საკონსულო ლეგალიზაციისას ხდება დოკუმენტზე შესაბამისი ფორმის საკონსულო ლეგალიზაციის შტამპის დასმა.
2. საკონსულო ლეგალიზაციის შტამპში შესაძლოა მოხდეს ხელით გარკვეული ინფორმაციის მითითება.
3. საკონსულო ლეგალიზაციის შტამპი მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და დაესმება ბეჭედი.

მუხლი 13
1. უფლებამოსილი პირის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტი რეგისტრირებულ უნდა იქნეს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №3, დანართი №4) და მიენიჭოს სარეგისტრაციო ნომერი.
11. სარეგისტრაციო ნომერი შედგება შემდეგი კომბინაციისგან:
ა) რიგითი ნომერი;
ბ) „საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთათვის პირადი ნომრის მინიჭების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების კოდური აღნიშვნების განსაზღვრისა და მინიჭების წესის თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 ივნისის №146 ბრძანებით განსაზღვრული საკონსულო დაწესებულების კოდური აღნიშვნა;
გ) საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების წელი.
12. ახალი საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალი იხსნება ყოველი წლის დასაწყისში.
13. საკონსულო ლეგალიზაცია და მისი აღრიცხვიანობა შესაძლოა განხორციელდეს მონაცემთა მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. სალეგალიზაციო ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოებისას, არა უგვიანეს ყოველი თვის ბოლო რიცხვისა ხდება მისი ამობეჭდვა, დანომრვა, აკინძვა და დამოწმება უფლებამოსილი პირის ხელ-მოწერით.

მუხლი 14
საკონსულო ლეგალიზაციის შტამპში ხელით შეტანილი ინფორმაციის შესწორებების ან/და დამატებების შეტანა დასაშვებია უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული შენიშვნით, მისივე ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით.

თავი IV
საკონსულო მოსაკრებელი და სახელმწიფო ბაჟი
მუხლი 15
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტის საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების საკითხის განხილვისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი ,,საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
2. საკონსულო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ლეგალიზაციისათვის გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
დანართი N1
სალეგალიზაციო განცხადება
Application form for Legalization
1. გვარი, სახელი
Name ———————————————————————————————————————-
2. მისამართი
Permanent Address ————————————————————————————————-
3. მოქალაქეობა
Citizenship —————————————————————————————————————-
4. პირადობის მოწმობა ან პასპორტის N
Identity Card or Passport N ————————————————— —————————-
5. სალეგალიზაციო დოკუმენტების ჩამონათვალი
Documents to be legalized 1. —————————————————————
2. —————————————————————
3. —————————————————————
4. —————————————————————
5. —————————————————————
6. —————————————————————
7. —————————————————————
8. —————————————————————
9. —————————————————————
10. ————————————————————
6. რომელ ქვეყანაშია წარსადგენი
For which country you legalize documents ———————————————————
7. გადახდილია
Paid: ——————————————————————————————————-——————
ა) საკონსულო მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი –––––
a) consular fees/ state due
ბ) დამადასტურებელი საბუთი ––––––
b) document certifying payment
8. თარიღი
Date ——————————————————————-
9.ხელმოწერა
Signature ————————————————————
დანართი №2
(ამოღებულია)

დანართი №3
საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო
ჟ უ რ ნ ა ლ ი
დასაწყისი: „ __ „ _______ , 200 წ
დასასრული: „ __ „ _______ , 200 წ
| ლეგალიზაციის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი | განმცხადებლის გვარი, სახელი, პ/მოწმობის ან პასპორტის N, მისამართი | დოკუმენტის დასახელება | დოკუმენტის მიმღები ქვეყანა | გადახდილი თანხა | შემოსავლის ორდერის № | შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
დანართი №4
საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის
წარმოების წესი
1. სარეგისტრაციო ჟურნალი შედგება შემდეგი სვეტებისაგან და მათში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) დოკუმენტის ლეგალიზაციის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი:
ბ) განმცხადებლის გვარი, სახელი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი, მისამართი;
გ) დოკუმენტის დასახელება;
დ) დოკუმენტის მიმღები ქვეყანა;
(შენიშვნა: გრაფაში დოკუმენტის მიმღები ქვეყანა – მიეთითება ის ქვეყანა, რომელშიც განმცხადებელს სურს ლეგალიზირებული დოკუმენტის წარდგენა)
ე) გადახდილი თანხა;
(შენიშვნა: აღნიშნულ გრაფაში მიეთითება: საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტის ლეგალიზაციის განხორციელებისას „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხა, ხოლო საკონსულო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტის ლეგალიზაციისას „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხა).
ვ) შემოსავლის ორდერი;
ზ) შენიშვნა;
(შენიშვნა: აღნიშნულ გრაფაში მიეთითება სალეგალიზაციო დოკუმენტების მიღებისა და გაცემის ფორმა, უშუალოდ განმცხადებლის მიერ, ჩვეულებრივი თუ დაზღვეული საფოსტო გზავნილი, კურიერის მიერ და ლეგალიზაციაზე უარის თქმის შემთვევაში, ინფორმაცია შესაბამისი საფუძვლის შესახებ).
2. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერი კეთდება ლეგალიზაციის წარწერის დასმის შემდეგ.
3.. საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალს აწარმოებს შესაბამისი მოსამსახურე.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.040.22.030.014.278
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №60
2010 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
,,საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
1. დამტკიცდეს „საკონსულო ლეგალიზაციის წესი“ თანდართული რედაქციით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №69 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
გ. ვაშაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
საკონსულო ლეგალიზაციის წესი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. საკონსულო ლეგალიზაციის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტების, აქტებისა და საქართველოში უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის წესს.
2. საკონსულო ლეგალიზაციის სფეროში საქმიანობის საერთო კოორდინაციასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი.
მუხლი 2🔗
ამ წესის მიზნებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უფლებამოსილი პირი – პირი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს ლეგალიზაციის განხორციელების უფლებამისილება;
ბ) უფლებამოსილი ორგანო – ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული ორგანოები;
გ) დიპლომატიური წარმომადგენლობა – საქართველოს საელჩო, რომელსაც „საკონსულო ურთიერთობათა შესახებ“ ვენის კონვენციისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული აქვს საკონსულო ფუნქციები;
დ) საკონსულო დაწესებულება – საქართველოს გენერალური საკონსულო, საკონსულო, ვიცე-საკონსულო ან საკონსულო სააგენტო, მათ შორის საკონსულო დაწესებულება საპატიო კონსულის მეთაურობით, რომელთაც „საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული აქვს საკონსულო ფუნქციები;
ე) საკონსულო დეპარტამენტი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი;
ვ) საქართველოს ინტერესთა სექცია - უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებული საქართველოს ინტერესთა სექცია;
ზ) შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურა - უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებამდე, დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის დადგენილი პროცედურა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 3🔗
საკონსულო ლეგალიზაციას ექვემდებარება საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტები, აქტები და საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული ან დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტები.
მუხლი 4🔗
1. საკონსულო ლეგალიზაციას არ ექვემდებარება ის დოკუმენტები და აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას ან თავისი შინაარსით შეიძლება ზიანი მიაყენონ საქართველოს ინტერესებს, ან შეიცავენ საქართველოს მოქალაქეთა პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს და ასევე ის დოკუმენტები და აქტები, რომლებიც გამცემი უცხო ქვეყნის მიერ არ მიიჩნევა ოფიციალურ დოკუმენტებად და არ ექვემდებარება შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურას.“;
2. საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემული ოფიციალური დოკუმენტები, აქტები ექვემდებარება საკონსულო ლეგალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე განხორციელებულია შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურა ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამოწმებული იქნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ.
3. უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მათი წარმოშობის ქვეყანაში გაცემული დოკუმენტების და აქტების დამოწმების შემთხვევაში საკონსულო ლეგალიზაცია განხორციელდება, თუ უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ დამოწმების დროს მოხდება დოკუმენტების და აქტების ავთენტიკურობის დადასტურება.
4. უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტები საკონსულო ლეგალიზაციისათვის წარედგინება ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 5🔗
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დოკუმენტები და აქტები საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ განსახილველად მიღებული იქნეს საკონსულო ლეგალიზაციის გარეშე.
უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციის ფარგლები
მუხლი 6🔗
საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებია:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობები;
ბ) საკონსულო დაწესებულებები;
გ) საკონსულო დეპარტამენტი;
დ) საქართველოს ინტერესთა სექცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 7🔗
საკონსულო ლეგალიზაციისას უფლებამოსილი ორგანოები ადგენენ და ადასტურებენ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელისუფლების ორგანოთა და დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიერ ან მათი მონაწილეობით გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებსა და აქტებზე დასმული ბეჭდისა და თანამდებობის პირის ხელმოწერის ნამდვილობას, გამცემი ორგანოსა და თანამდებობის პირის უფლებამოსილებას.
მუხლი 8🔗
1. უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება და საქართველოს ინტერესთა სექცია, როგორც წესი, ახორციელებს თავიანთი საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების საკონსულო ლეგალიზაციას.
2. საკონსულო დეპარტამენტი, როგორც წესი, ახორციელებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემული და დამოწმებული დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციას.
3. თუ დოკუმენტი და აქტი გაცემულია და დადასტურებულია უცხო ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ, საკონსულო ლეგალიზაციას განახორციელებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური დაწესებულება და საკონსულო დაწესებულება ან საკონსულო დეპარტამენტი.
4. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი გაცემულია ტერიტორიაზე, რომელიც არ შედის არც ერთ საკონსულო ოლქში ან იმ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, რომელიც აკრედიტებულია უცხო ქვეყანაში, სადაც საქართველოს არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საკონსულო ლეგალიზაციას ახორციელებს საკონსულო დეპარტამენტი ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 9🔗
1. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებულნი არიან აწარმოონ საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე, საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებამდე, უცხო ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი ლეგალიზაციის პროცედურით განსაზღვრული უცხო ქვეყნების ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციის პროცესში მონაწილე კომპეტენტური ორგანოს/ორგანოების თანამდებობის პირთა ხელმოწერისა და ბეჭდების ნიმუშების რეესტრი.
2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას დოკუმენტის გამცემი ან დამმოწმებელი შესაბამისი უცხო ქვეყნის ორგანოს (მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების) ბეჭდის და ხელმომწერი თანამდებობის პირის ხელმოწერის ნიმუშების მოპოვების და გამცემი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ.
3. საკონსულო დეპარტამენტი ვალდებულია აწარმოოს საქართველოში აკრედიტებულ უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირთა ხელმოწერისა და ბეჭდების ნიმუშების რეესტრი.
4. ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსულო დეპარტამენტი განახორციელებს საკონსულო ლეგალიზაციას დოკუმენტის გამცემი ან დამმოწმებელი შესაბამისი უცხო ქვეყნის ორგანოს (მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის და საკონსულო დაწესებულების) ბეჭდის და ხელმომწერი თანამდებობის პირის ხელმოწერის ნიმუშების მოპოვების და გამცემი თანამდებობის პირის უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 10🔗
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაციის უფლებამოსილება შეიძლება დაეკისროს საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე აკრედიტებულ მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომად-გენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შესაძლებელია განახორციელონ მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად განკუთვნილი ოფიციალური დოკუმენტებისა და აქტების ლეგალიზაცია.
საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელება
მუხლი 11🔗
1. საკონსულო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ პირს როგორც პირადად, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით. საკონსულო ლეგალიზაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფოსტო გზავნილის მეშვეობით განმცხადებლისათვის მიწოდების შემთხვევაში საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება განმცხადებელს.
11. ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში განმცხადებელი ავსებს განცხადებას უფლებამოსილი ორგანოს სახელზე (დანართი №1).
12. საკონსულო ლეგალიზაციისათვის დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ ენაზე, მათი თარგმნა განხორციელდება მხოლოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნით.
13. საკონსულო ლეგალიზაცია განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლოა განხორციელდეს ასევე სალეგალიზაციო დოკუმენტის თარგმანზეც, მხოლოდ დოკუმენტის თარგმანის საკონსულო ლეგალიზაცია დაუშვებელია.
13. საკონსულო ლეგალიზაცია განმცხადებლის მოთხოვნით შესაძლოა განხორციელდეს ასევე სალეგალიზაციო დოკუმენტის თარგმანზეც. მხოლოდ დოკუმენტის თარგმანის საკონსულო ლეგალიზაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სალეგალიზაციო დოკუმენტის დედანი ლეგალიზებულია/აპოსტილით დამოწმებულია, ან არ საჭიროებს ლეგალიზაციას.
2. უფლებამოსილი პირი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულეს, არკვევს, ამ წესის შესაბამისად, ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი საკონსულო ლეგალიზაციას, ადარებს ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებს, სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და აქტზე დასმულ ხელმოწერასა და ბეჭდებს, მათ შორის, გამცემი ორგანოსა და თანამდებობის პირის უფ-ლებამოსილებას.
3. იმ შემთვევაში, თუ:
ა) სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები ან აქტები, ამ წესის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკონსულო ლეგალიზაციას, უფლებამოსილი პირი აბრუნებს მათ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ) სალეგალიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის სრულყოფილი, უფლებამოსილი პირი ხარვეზის მითითებით აბრუნებს მათ, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ან განუსაზღვრავს განმცხადებელს გონივრულ ვადას ამ ხარვეზის აღმოფხვრისათვის;
გ) ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებში არ მოიპოვება სალეგალიზაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტზე ან აქტზე დასმული ხელმოწერა ან ბეჭედი, უფლებამოსილი პირი მოიპოვებს ასეთ ნიმუშებს ან შესაბამის ინფორმაციას კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან;
დ) წარმოდგენილ დოკუმენტსა ან აქტზე დასმული ხელმოწერა ან/და ბეჭედი არ ედრება ამ წესის მე-9 მუხლში მითითებულ რეესტრში დაცულ ნიმუშებს, უფლებამოსილი პირი აბრუნებს წარმოდგენილ დოკუ-მენტებს საკონსულო ლეგალიზაციის გარეშე ანხ თუ აღნიშნული შესაძლებელია გამოწვეული იყოს რეესტრში დაცული მონაცემების სიძველით, გამოითხოვს კომპეტენტური ორგანოდან/ორგანოებიდან ხელმოწერათა და ბეჭდების ახალ ნიმუშებს.
4. საკონსულო ლეგალიზაცია სრულდება ლეგალიზაციისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დაკავშირებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ნიმუშების დამატებით გამოთხოვასთან, შესაბამისი ნიმუშების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსულო ლეგალიზაცია განხორციელდება უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის ბრძანება №42 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
მუხლი 12🔗
1. საკონსულო ლეგალიზაციისას ხდება დოკუმენტზე შესაბამისი ფორმის საკონსულო ლეგალიზაციის შტამპის დასმა.
2. საკონსულო ლეგალიზაციის შტამპში შესაძლოა მოხდეს ხელით გარკვეული ინფორმაციის მითითება.
3. საკონსულო ლეგალიზაციის შტამპი მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და დაესმება ბეჭედი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 13🔗
1. უფლებამოსილი პირის მიერ ლეგალიზებული დოკუმენტი რეგისტრირებულ უნდა იქნეს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით არსებულ საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი №3, დანართი №4) და მიენიჭოს სარეგისტრაციო ნომერი.
11. სარეგისტრაციო ნომერი შედგება შემდეგი კომბინაციისგან:
ა) რიგითი ნომერი;
ბ) „საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთათვის პირადი ნომრის მინიჭების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების კოდური აღნიშვნების განსაზღვრისა და მინიჭების წესის თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 ივნისის №146 ბრძანებით განსაზღვრული საკონსულო დაწესებულების კოდური აღნიშვნა;
გ) საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების წელი.
12. ახალი საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალი იხსნება ყოველი წლის დასაწყისში.
13. საკონსულო ლეგალიზაცია და მისი აღრიცხვიანობა შესაძლოა განხორციელდეს მონაცემთა მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. სალეგალიზაციო ჟურნალის ელექტრონული ფორმით წარმოებისას, არა უგვიანეს ყოველი თვის ბოლო რიცხვისა ხდება მისი ამობეჭდვა, დანომრვა, აკინძვა და დამოწმება უფლებამოსილი პირის ხელ-მოწერით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მუხლი 14🔗
საკონსულო ლეგალიზაციის შტამპში ხელით შეტანილი ინფორმაციის შესწორებების ან/და დამატებების შეტანა დასაშვებია უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული შენიშვნით, მისივე ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
საკონსულო მოსაკრებელი და სახელმწიფო ბაჟი
მუხლი 15🔗
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტის საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების საკითხის განხილვისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი ,,საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
2. საკონსულო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ლეგალიზაციისათვის გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
დანართი N1
სალეგალიზაციო განცხადება
Application form for Legalization
1. გვარი, სახელი
Name ———————————————————————————————————————-
2. მისამართი
Permanent Address ————————————————————————————————-
3. მოქალაქეობა
Citizenship —————————————————————————————————————-
4. პირადობის მოწმობა ან პასპორტის N
Identity Card or Passport N ————————————————— —————————-
5. სალეგალიზაციო დოკუმენტების ჩამონათვალი
Documents to be legalized 1. —————————————————————
2. —————————————————————
3. —————————————————————
4. —————————————————————
5. —————————————————————
6. —————————————————————
7. —————————————————————
8. —————————————————————
9. —————————————————————
10. ————————————————————
6. რომელ ქვეყანაშია წარსადგენი
For which country you legalize documents ———————————————————
7. გადახდილია
Paid: ——————————————————————————————————-——————
ა) საკონსულო მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი –––––
a) consular fees/ state due
ბ) დამადასტურებელი საბუთი ––––––
b) document certifying payment
8. თარიღი
Date ——————————————————————-
9.ხელმოწერა
Signature ————————————————————
დანართი №2
(ამოღებულია)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №199 - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
დანართი №3
საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო
ჟ უ რ ნ ა ლ ი
დასაწყისი: „ __ „ _______ , 200 წ
დასასრული: „ __ „ _______ , 200 წ
ლეგალიზაციის რეგისტრაციის ნომერი
და თარიღი
განმცხადებლის
გვარი, სახელი,პ/მოწმობის ან პასპორტის N,მისამართი
დოკუმენტის
დასახელება
დოკუმენტის მიმღები ქვეყანა
გადახდილი
თანხა
შემოსავლის
ორდერის №
შენიშვნა
დანართი №4
საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალის
წარმოების წესი
1. სარეგისტრაციო ჟურნალი შედგება შემდეგი სვეტებისაგან და მათში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) დოკუმენტის ლეგალიზაციის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი:
ბ) განმცხადებლის გვარი, სახელი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი, მისამართი;
გ) დოკუმენტის დასახელება;
დ) დოკუმენტის მიმღები ქვეყანა;
(შენიშვნა: გრაფაში დოკუმენტის მიმღები ქვეყანა – მიეთითება ის ქვეყანა, რომელშიც განმცხადებელს სურს ლეგალიზირებული დოკუმენტის წარდგენა)
ე) გადახდილი თანხა;
(შენიშვნა: აღნიშნულ გრაფაში მიეთითება: საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებების მიერ დოკუმენტის ლეგალიზაციის განხორციელებისას „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხა, ხოლო საკონსულო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტის ლეგალიზაციისას „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხა).
ვ) შემოსავლის ორდერი;
ზ) შენიშვნა;
(შენიშვნა: აღნიშნულ გრაფაში მიეთითება სალეგალიზაციო დოკუმენტების მიღებისა და გაცემის ფორმა, უშუალოდ განმცხადებლის მიერ, ჩვეულებრივი თუ დაზღვეული საფოსტო გზავნილი, კურიერის მიერ და ლეგალიზაციაზე უარის თქმის შემთვევაში, ინფორმაცია შესაბამისი საფუძვლის შესახებ).
2. სარეგისტრაციო ჟურნალში ჩანაწერი კეთდება ლეგალიზაციის წარწერის დასმის შემდეგ.
3.. საკონსულო ლეგალიზაციის სარეგისტრაციო ჟურნალს აწარმოებს შესაბამისი მოსამსახურე.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საკონსულო ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №60, 24.02.2010, სარეგისტრაციო კოდი 480040040.22.030.014278 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1008043-1/