ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აწარმოოს ოპერაციები ღია ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებითა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით, მათი პირდაპირი შეძენის ან გაყიდვის გზით ან მათი შემდგომ გასხვისების ან გამოსყიდვის პირობით (რეპო და უკურეპო ოპერაციები).
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3944 – ვებგვერდი, 27.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2023 ორგანული კანონი №3944
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. ოპერაციები ღია ბაზარზე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აწარმოოს ოპერაციები ღია ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებითა და ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების პირდაპირი შეძენის ან გაყიდვის გზით ან მათი შემდგომში გასხვისების ან გამოსყიდვის პირობით (რეპო და უკურეპო ოპერაციები). [მუხლი 28. ოპერაციები ღია ბაზარზე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აწარმოოს ოპერაციები ღია ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებითა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით, მათი პირდაპირი შეძენის ან გაყიდვის გზით ან მათი შემდგომ გასხვისების ან გამოსყიდვის პირობით (რეპო და უკურეპო ოპერაციები). (ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან) ]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება