1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკზე, ამ კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხებისთვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთებზე მეტი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი აქტივებით.
3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო;
ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისი არ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით;
გ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც მოიცავს, მათ შორის, დაფინანსების გეგმას;
დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენა;
ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნები უნდა დაუწესოს.
4. ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესებსა და დამატებით პირობებს.
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №3949 – ვებგვერდი, 28.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.12.2023 ორგანული კანონი №3949
- 22.02.2023 ორგანული კანონი №2627
- 20.12.2019 ორგანული კანონი №5654
- 03.09.2015 ორგანული კანონი №4188
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. ბოლო ინსტანციის კრედიტორი 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკზე, ამ კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხებისთვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთებზე მეტი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი აქტივებით. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო; ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისი არ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით; გ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც მოიცავს, მათ შორის, დაფინანსების გეგმას; დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენა; ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნები უნდა დაუწესოს. 4. ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესებსა და დამატებით პირობებს. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102 საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1094-1333-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2006
…კრებასა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე, მეანაბრეთა თანხების საწესდებო კაპიტალში გადატანის უფლება ჰქონდა იმ დასაბუთებით, რომ «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» კანონის 59-ე და «კომერციული ბანკის შესახებ» კანონის 33-ე მუხლები ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულ დროებით ადმინისტრაციას აქციონერთა საერთო კრებისა და ადმინისტრაციის სრულ უფლებამოსილებას ანიჭებს, თუმცა ხსენებული ნორმები საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების გადაცემას არ ითვალისწინებს.
- საქმე №3ბ/ად-40-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2000
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ორგანული კანონის "ეროვნული ბანკის შესახებ" 33-ე, 62-ე და 71-ე მუხლები, როდესაც ჩათვალა, რომ კანონის აღნიშნული მუხლების შესაბამისად ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა საბანკო გარანტიის გაცემის უფლება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება