1. საქართველოს ფულის ერთეულია „ლარი“. ლარი შედგება 100 „თეთრისაგან“.
2.
ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა,თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
21. მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.
22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება ხდება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე. თანხის დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე დამრგვალებას.
4. თანხის დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი დგინდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.
3.
ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ლარის ბანკნოტები და მონეტები არის
ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება ნომინალური ღირებულებით, გარდა იმ ბანკნოტებისა და მონეტებისა,რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან/და განეკუთვნება ნუმიზმატიკურ ფასეულობას.
საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102
საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №3702 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.363
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი
№
238 -
ვებგვერდი, 13.01.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის ორგანული
კანონი №3313
–
ვებგვერდი, 31.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.12.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.12.2016 ორგანული კანონი №238
- 01.07.2011 ორგანული კანონი №5001
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. ფულის ერთეული 1. საქართველოს ფულის ერთეულია „ლარი“. ლარი შედგება 100 „თეთრისაგან“. 2. ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. 21. მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 2 3. საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება ხდება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე. თანხის დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე დამრგვალებას. 2 4. თანხის დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი დგინდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. 3. ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ლარის ბანკნოტები და მონეტები არის ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება ნომინალური ღირებულებით, გარდა იმ ბანკნოტებისა და მონეტებისა, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან/და განეკუთვნება ნუმიზმატიკურ ფასეულობას. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102 საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №3702 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.363 საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3313 – ვებგვერდი, 31.07.2018
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-421(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
კასატორმა მიუთითა „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც კასატორის მოსაზრებით პირდაპირ არეგულირებს წინამდებარე სადავო ურთიერთობას ყოველგვარი სამართლებრივი ინტერპრეტაციის საჭიროების გარეშე.
- საქმე №ას-931-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2025
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი დასძენს, რომ მხარეთა მიერ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს უცხოურ ვალუტაში შეთანხმება არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლსა და „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლს, რის გამოც, სასამართლოს ინიციატივით, დაკისრებული პირგასამტეხლოს ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა…
- საქმე №ას-1057-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2022
…ვალდებულების თანხა, ხოლო გადახდის ვალუტაა ის ფულადი ნიშნები, რომელიც ითვლება ფულადი ვალდებულების შესრულების საშუალებად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის №ას-1027-2021 განჩინება). „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე კი, საქართველოში გადახდის ვალუტას წარმოადგენს ეროვნული ვალუტა - ლარი.
- საქმე №ას-341-326-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2016
…ნორმა; 32.6. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ სსკ-ის 383-ე მუხლის მიხედვით, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ფულის ერთეულია ლარი, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქარველოს ტერიტორიაზე.
- საქმე №ას-331-308-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2010
მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც. სადავო შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაძენ სახლში ჯ. ბ-ურს მოპასუხეებისათვის უნდა გადაეხადა 14 000 აშშ დოლარი. კასატორმა მოპასუხეებს გადასცა 23 160 ლარი. “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე.
- საქმე №330210016001612583 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება