1. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს როგორც ფულის ნიშნების, ისე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისათვის საჭირო ორიგინალური მასალებისა და სხვა ფასეულობების საიმედო შენახვას.
2. მხოლოდ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების და მათი დამზადებისათვის საჭირო ორიგინალური მასალების განადგურებას.
3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების ან მათი შემდგომი გამოყენების წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.09.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №3გ/ად-200-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2002
იმის გათვალისწინებით, რომ მასალების შეძენა და სამუშაოების შესრულება კასატორმა მოახდინა საკუთარი სახსრებით იმ პერიოში, როდესაც აშშ დოლარის კურსი ლართან მიმართებაში, «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» კანონის 36.3 მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკისაგან დადგენილი კურსით შეადგენდა 1,29 ლარს, ხოლო სადღეისოდ კურსი შეადგენს 2,07 ლარს, კასატორი თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ანაზღაურების გადახდა ინფლაციური მოვლენების გათვალისწინებით, რაც 179517 ლარს შეადგენს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება