1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს სადისკონტო ოპერაციებით შესყიდული ფასიანი ქაღალდები.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის ორგანული კანონი №474 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.02.2023 ორგანული კანონი №2627
- 28.04.2021 ორგანული კანონი №474
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. ეროვნული ბანკის სადისკონტო ოპერაციები 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები კომერციულ ბანკთან, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. [ 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები კომერციულ ბანკთან, მიკრობანკთან, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. (ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან)] 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს სადისკონტო ოპერაციებით შესყიდული ფასიანი ქაღალდები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება