1. ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში.
2. ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა ქვეყნების იმ ორგანოებთან, რომლებსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვთ. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ზედამხედველობასა და რეზოლუციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გაცვლას იმ პირობით, რომ მხარეები დაიცავენ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
21. რეზოლუციის საფუძვლების არსებობისას ეროვნულ ბანკს შეუძლია განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ განხორციელებული რეზოლუციის ან მისი ეკვივალენტური პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი არ განახორციელებს სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, თუ მათმა განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას, ფისკალურ სისტემას, საჯარო ინტერესს ან/და მათი განხორციელების შემთხვევაში არ იქნება უზრუნველყოფილი კომერციული ბანკის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა.
3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრიც არის თვითონ ეროვნული ბანკი ან საქართველო.
4. როგორც საქართველოს წარმომადგენელს, ეროვნულ ბანკს, უფლება აქვს, აიღოს ვალდებულებანი და აწარმოოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული ოპერაციები.
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.12.2019 ორგანული კანონი №5654
- 03.09.2015 ორგანული კანონი №4188
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. საერთაშორისო თანამშრომლობა 1. ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში. 2. ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა ქვეყნების იმ ორგანოებთან, რომლებსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვთ. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ზედამხედველობასა და რეზოლუციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გაცვლას იმ პირობით, რომ მხარეები დაიცავენ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას. 21. რეზოლუციის საფუძვლების არსებობისას ეროვნულ ბანკს შეუძლია განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ განხორციელებული რეზოლუციის ან მისი ეკვივალენტური პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი არ განახორციელებს სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, თუ მათმა განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას, ფისკალურ სისტემას, საჯარო ინტერესს ან/და მათი განხორციელების შემთხვევაში არ იქნება უზრუნველყოფილი კომერციული ბანკის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. 3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრიც არის თვითონ ეროვნული ბანკი ან საქართველო. 4. როგორც საქართველოს წარმომადგენელს, ეროვნულ ბანკს, უფლება აქვს, აიღოს ვალდებულებანი და აწარმოოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული ოპერაციები. თავისაქართველოს II.2017 ეროვნულიწლის ბანკის10 ორგანიზებამარტის დაორგანული მმართველობაკანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება