1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.
2. ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.
3. ეროვნული ბანკის ფუნქციებია:
ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად;
ბ) განახორციელოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობა;
გ) უზრუნველყოს ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირება;
დ) ფლობდეს, შეინახოს და განკარგოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები;
ე) იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი;
ვ) ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას;
ზ) განახორციელოს საქართველოს ფულის ნიშნების ემისია;
თ) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკა;
ი) (ამოღებულია - 29.05.2014, №2465).
ი1) განახორციელოს კომერციული ბანკის რეზოლუცია;
ი2) მონაწილეობა მიიღოს კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებასა და კრიზისის მართვაში;
კ) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2014
წლის
მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 20.12.2019 ორგანული კანონი №5654
- 03.09.2015 ორგანული კანონი №4188
- 25.05.2012 ორგანული კანონი №6305
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. ეროვნული ბანკის ამოცანები და ფუნქციები 1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. 2. ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. 3. ეროვნული ბანკის ფუნქციებია: ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად; ბ) განახორციელოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობა; გ) უზრუნველყოს ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირება; დ) ფლობდეს, შეინახოს და განკარგოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები; ე) იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი; ვ) ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას; ზ) განახორციელოს საქართველოს ფულის ნიშნების ემისია; თ) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკა; ი) (ამოღებულია - 29.05.2014, №2465). ი1) განახორციელოს კომერციული ბანკის რეზოლუცია; ი2) მონაწილეობა მიიღოს კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებასა და კრიზისის მართვაში; კ) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. საქართველოს 2014 წლის მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-1408(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.11.2024
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი, მე-3, 48-ე, 52-ე მუხლები, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 41-ე და 44-ე პუნქტები, 551 მუხლის პირველი პუნქტი, სადავო აქტის გამოცემის…
- საქმე №ბს-489(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2022
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის ფუნქციაა საფინანსო სექტორის…
- საქმე №ბს-850-842(გ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2016
…42.2 მუხლზე,,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, ასკ-ის 2.1, 26-ე მუხლებზე, სსკ-ის 11.1 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტზე,,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-3, 32-ე მუხლებზე, 49.1 მუხლის,,ი“ ქვეპუნქტზე,,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის 37-ე მუხლის 05.05.2008წ.
- საქმე №3გ/ად-235-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.03.2002
საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სს «პ. ა.» სასარჩელო მოთხოვნა არ ჰქონია საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, იგი საქმეში ჩაბმული იყო არა მოპასუხედ, არამედ _ მესამე პირად, ხოლო «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს მთავრობა პასუხს არ აგებს ეროვნული ბანკის ვალდებულებებისათვის.
- საქმე №330310018002528789 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.12.2019
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 1005-ე მუხლებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი, მე-2- 3, 47-ე, 471, 48-ე და 481 მუხლებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №23/630).
- საქმე №330310017001779787 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330310019002917197 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.06.2019
- საქმე №330310018002748557 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.05.2019
- საქმე №330310018002528789 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №330310018002654292 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 29, 12/10/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება