,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (36)
შემდგომი ცვლილებები (21)
წინა ცვლილებები (15)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №462
2007 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თანდართული დებულება.
11. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე, ამ აქტებით განსაზღვრული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებები მიენიჭოთ შესაბამისად – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს.
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 12 სექტემბრის ბრძანებულება №520-სსმIII, №129, 14.09.2007წ., მუხ.1410
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აგვისტოს №719 ბრძანებულება.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანებულება №520-სსმIII, №129, 14.09.2007წ., მუხ.1410
2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, №147, 22.10.2007წ., მუხ.1650
3. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის ბრძანებულება №652-სსმIII, №168, 28.11.2007წ., მუხ.1853
4. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №722-სსმIII, №186, 28.12.2007წ., მუხ.2076
5. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №470-სსმIII, №144, 01.10.2008წ., მუხ.1435
6. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №503-სსმIII, №154, 22.10.2008წ., მუხ.1521
7. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №150-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.441
8. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №187-სსმIII, №47, 16.04.2009წ., მუხ.517
9. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №195-სსმIII, №50, 27.04.2009წ., მუხ.557
10. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 მაისის ბრძანებულება №274-სსმIII, №63, 22.05.2009წ., მუხ.702
11. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №319-სსმIII, №75, 19.06.2009წ., მუხ.829
12. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №863-სსმIII, №146, 27.11.2009წ., მუხ.1700
13. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №889-სსმIII, №148, 01.12.2009წ., მუხ.1747
14. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №47-სსმIII, №7, 25.01.2010წ., მუხ.69
15. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.141
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდეგში – გაერთიანებული შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას.
2. გაერთიანებული შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
3. გაერთიანებულ შტაბს აქვს დროშა, შტანდარტი, ემბლემა, გერბიანი ბეჭედი, დადგენილი ნიმუშის ბლანკი და შტამპი.
თავი II
გაერთიანებული შტაბის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 2
გაერთიანებული შტაბის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში, სამხედრო საფრთხის შეფასებაში მონაწილეობა, შეიარაღებული ძალებისათვის სტრატეგიულ-ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში არსებული ჯარის სახეობების ბაზაზე გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების კონტროლი;
გ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო მომზადების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ზედამხედველობა;
დ) სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სამხედრო კადრების მომზადებისა და გადამზადების საკითხების გადაწყვეტა;
ე) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გეგმების შემუშავება;
ვ) შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობათა მართვა;
ზ) სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების, გამოყენების დაგეგმვა და კოორდინაცია;
თ) საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების მართვა და კონტროლი;
ი) შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;
კ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წარდგენა;
ლ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
მ) სამხედრო-ეკოლოგიური პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ო) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
პ) თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფა;
ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
რ) შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების შემუშავება და დამტკიცება;
ს) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება) უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650
თავი III
გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა
მუხლი 3
1. გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი.
2. გაერთიანებული შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. გაერთიანებული შტაბის უფროსი თანამდებობაზე, როგორც წესი, ინიშნება სამი წლით. აღნიშნული ვადა თავდაცვის მინისტრის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით.
4. გაერთიანებული შტაბის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
5. (ამოღებულია).
6. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს გაერთიანებული შტაბის უფროსი.
7. გაერთიანებული შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას გაერთიანებული შტაბის უფროსის დავალებით ასრულებს გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №503-სსმIII, №154, 22.10.2008წ., მუხ.1521
მუხლი 4
გაერთიანებული შტაბის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების გამოყენების სამხედრო-სტრატეგიულ და ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების მომზადების კონტროლს;
ბ) საქართველოს პრეზიდენტს – სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის, შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მართვის, სამომავლო განვითარების, სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ;
გ) მართავს და აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებს და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;
დ) ამტკიცებს მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებისა და გაერთიანებული შტაბის ქვედანაყოფების სტრუქტურებს და მათ საშტატო ნუსხებს;
ე) წყვეტს საკადრო საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამხედრო პროგრამებისა და სამხედრო ბიუჯეტის საკითხების შესახებ;
ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში;
თ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობას;
ი) (ამოღებულია);
კ) საომარი მდგომარეობის დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს სამხედრო ძალებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს დასანიშნად გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯუფებების მეთაურების კანდიდატურებს და ახორციელებს მათ მართვასა და კონტროლს;
ლ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. გაერთიანებული შტაბის უფროსი მართავს მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებს:
ა) სახმელეთო ჯარებს;
ბ) (ამოღებულია);
გ) სამხედრო-საჰაერო ძალებს.
3. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №470-სსმIII, №144, 01.10.2008წ., მუხ.1435

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №150-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.441
თავი IV
გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ძირითადი ამოცანები
მუხლი 5
გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) გაერთიანებული შტაბის მმართველობა;
ბ) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი;
გ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი;
დ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი;
ე) J-4 – ლოგისტიკის დეპარტამენტი;
ვ) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი;
ზ) J-6 – კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტი;
თ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი;
თ1) J-8 – რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი;
ი) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
კ) ტოპოგრაფიული სამმართველო;
ლ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო;
მ) (ამოღებულია);
ნ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;
ო) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა;
პ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა;
ჟ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი;
რ) სპეციალური ოპერაციების ძალები;
ს) სამშვიდობო ძალების შტაბი;
ტ) (ამოღებულია);
უ) (ამოღებულია);
ფ) სამხედრო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო).
2. გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) გაერთიანებული შტაბის მმართველობა უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოველდღიურ საქმიანობას, ამზადებს რჩევებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო უზრუნველყოფას (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება), ასევე შეიმუშავებს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს და ამზადებს სამობილიზაციო რესურსების გეგმებს;
გ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი ადგენს დაზვერვის გეგმებს, უზრუნველყოფს მოპოვებული ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდებას;
დ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, გეგმავს მიმდინარე ოპერაციებს, უზრუნველყოფს სწავლების დაგეგმარებასა და ჩატარებას;
ე) J-4 – ლოგისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის და გარემოს დაცვის ღონისძიებების დაგეგმვას;
ვ) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი გეგმავს სამხედრო პოლიტიკას. კოორდინაციას უწევს თანამშრომლობას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის და საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების ფარგლებში, შეიმუშავებს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებსა და მათი განვითარების კონცეფციებს;
ზ) J-6 – კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტი გეგმავს, ორგანიზაციას და კოორდინაციას (კონტროლს) უწევს თავდაცვის სამინისტროს მართვის უზრუნველყოფას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით თავდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საინფორმაციო პოლიტიკის შესაბამისად;
თ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს სამხედრო განათლებას შეიარაღებულ ძალებში, ნერგავს სიახლეებს საბრძოლო მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წესდებებსა და დებულებებს;
თ1) J-8 – რუსურსების დაგეგმვის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების პერსპექტიული განვითარებისათვის საჭირო ყველა სახის რესურსის დაგეგმვის ერთიანი პროცესის კოორდინაციას. ორი წლით ადრე ადგენს შეიარაღებული ძალების ერთწლიანი და მრავალწლიანი საბიუჯეტო მოთხოვნების პროექტს;
ი) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციას, ახორციელებს გაერთიანებული შტაბის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ექსპერტიზასა და ვიზირებას, ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას, საკომენდანტო საქმიანობას გაერთიანებული შტაბის ტერიტორიაზე და ადმინისტრაციულ შენობაში, გაერთიანებული შტაბის საფინანსო და სანივთე უზრუნველყოფას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა პირველად სამედიცინო დახმარებას, მათთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას, ადმინისტრაციული შენობის მომსახურებას, კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას შეიარაღებულ ძალებში;
კ) ტოპოგრაფიული სამმართველო ახორციელებს სამხედრო ძალების ტოპოგეოდეზიურ უზრუნველყოფას;
ლ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, მათ შორის „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ“ შეთანხმების, შესაბამისად უზრუნველყოფს შეიარაღებისა და ტექნიკის ისნპექტირებას, სადამკვირვებლო მისიების მიღებასა და ჩატარებას, ნდობისა და უსაფრთხოების ფორუმზე მომუშავე საკონსულტაციო კომიტეტებსა და კომისიებთან თანამშრომლობას;
მ) (ამოღებულია) ;
ნ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამოძიებას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
ო) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას, სწავლებისა და წვრთნების კოორდინაციასა და კონტროლს, მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიგრაფიული ნაწარმით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ თანამდებობის პირს წარუდგენს წინადადებებს მხოლოდ სამხედრო განათლების კუთხით უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფორმალური ცნობისათვის (აღიარებისათვის);
პ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;
ჟ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი:
ჟ.ა) გაერთიანებული შტაბის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს სამხედრო ძალების რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას;
ჟ.ბ) ურთიერთობს რეზერვში აღრიცხვისა და რეზერვიდან გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
ჟ.გ) არსებული რესურსების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს ახორციელებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას;
ჟ.დ) უზრუნველყოფს საპატიო ყარაულისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიალისა და ღონისძიების ჩატარებას;
რ) სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს გაერთიანებული შტაბის სხვა ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობას იღებს ოპერატიული დაგეგმარების პროცესში და აწარმოებს სპეციალურ ოპერაციებს;
ს) სამშვიდობო ძალების შტაბი გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებელ ღონისძიებებს, ახორციელებს მათ მონიტორინგს და ხელმძღვანელობს ქართული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობების მუშაობას;
ტ) (ამოღებულია);
უ) (ამოღებულია);
ფ) სამხედრო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო) კოორდინაციას უწევს სამხედრო წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობას, ხელს უწყობს მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას, სამხედრო წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს და წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.
3. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვედანაყოფების სარდლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
4. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვედანაყოფის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 23 ნოემბრის ბრძანებულება №652-სსმIII, №168, 28.11.2007წ., მუხ .1853
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №722-სსმIII, №186, 28.12.2007წ., მუხ.2076

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №187-სსმIII, №47, 16.04.2009წ., მუხ.517
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №195-სსმIII, №50, 27.04.2009წ., მუხ.557
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 მაისის ბრძანებულება №274-სსმIII, №63, 22.05.2009წ., მუხ.702
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №319-სსმIII, №75, 19.06.2009წ., მუხ.829
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №863-სსმIII, №146, 27.11.2009წ., მუხ.1700
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №889-სსმIII, №148, 01.12.2009წ., მუხ.1747
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №47-სსმIII, №7, 25.01.2010წ., მუხ.69
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.141
+

უ) სტაციონარული კავშირგაბმულობის კვანძი;

უ) სტაციონარული კავშირგაბმულობის კვანძი ახორციელებს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის მართვის უზრუნველყოფას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით;

16. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 მაისის ბრძანებულება №291-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.770
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის
დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდეგში – გაერთიანებული შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას.
2. გაერთიანებული შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
3. გაერთიანებულ შტაბს აქვს დროშა, შტანდარტი, ემბლემა, გერბიანი ბეჭედი, დადგენილი ნიმუშის ბლანკი და შტამპი.
გაერთიანებული შტაბის ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 2🔗
გაერთიანებული შტაბის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში, სამხედრო საფრთხის შეფასებაში მონაწილეობა, შეიარაღებული ძალებისათვის სტრატეგიულ-ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში არსებული ჯარის სახეობების ბაზაზე გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების კონტროლი;
ბ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში არსებული ჯარის სახეობის ბაზაზე გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების კონტროლი;
გ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო მომზადების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ზედამხედველობა;
დ) სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სამხედრო კადრების მომზადებისა და გადამზადების საკითხების გადაწყვეტა;
ე) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გეგმების შემუშავება;
ვ) შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობათა მართვა;
ვ) შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობის მართვა.
ზ) სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების, გამოყენების დაგეგმვა და კოორდინაცია;
თ) საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების მართვა და კონტროლი;
ი) შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;
კ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წარდგენა;
ლ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
მ) სამხედრო-ეკოლოგიური პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ო) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
პ) თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფა;
ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
რ) შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების შემუშავება და დამტკიცება;
რ) შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების შემუშავება და დამტკიცება.
ს) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება) უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 მაისის ბრძანებულება №291-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.770
გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა
მუხლი 3🔗
1. გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი.
2. გაერთიანებული შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. გაერთიანებული შტაბის უფროსი თანამდებობაზე, როგორც წესი, ინიშნება სამი წლით. აღნიშნული ვადა თავდაცვის მინისტრის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით.
4. გაერთიანებული შტაბის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
5. (ამოღებულია).
6. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს გაერთიანებული შტაბის უფროსი.
7. გაერთიანებული შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას გაერთიანებული შტაბის უფროსის დავალებით ასრულებს გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №503-სსმIII, №154, 22.10.2008წ., მუხ.1521
მუხლი 4🔗
გაერთიანებული შტაბის უფროსი:
ა) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების გამოყენების სამხედრო-სტრატეგიულ და ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების მომზადების კონტროლს;
ბ) საქართველოს პრეზიდენტს – სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის, შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მართვის, სამომავლო განვითარების, სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ;
გ) მართავს და აკონტროლებს მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებს და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;
გ) მართავს და აკონტროლებს თავის დაქვემდებარებაში არსებულ ჯარის სახეობას და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;
დ) ამტკიცებს მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებისა და გაერთიანებული შტაბის ქვედანაყოფების სტრუქტურებს და მათ საშტატო ნუსხებს;
დ) ამტკიცებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და გაერთიანებული შტაბის ქვედანაყოფების სტრუქტურებს და მათ საშტატო ნუსხებს.
ე) წყვეტს საკადრო საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამხედრო პროგრამებისა და სამხედრო ბიუჯეტის საკითხების შესახებ;
ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში;
თ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობას;
ი) (ამოღებულია);
კ) საომარი მდგომარეობის დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს სამხედრო ძალებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს დასანიშნად გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯუფებების მეთაურების კანდიდატურებს და ახორციელებს მათ მართვასა და კონტროლს;
ლ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. გაერთიანებული შტაბის უფროსი მართავს მის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობებს:
2. გაერთიანებული შტაბის უფროსი მართავს თავის დაქვემდებარებაში არსებულ სახმელეთო ჯარებს.
ა) სახმელეთო ჯარებს;
ბ) (ამოღებულია);
გ) სამხედრო-საჰაერო ძალებს.
3. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №470-სსმIII, №144, 01.10.2008წ., მუხ.1435
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №503-სსმIII, №154, 22.10.2008წ., მუხ.1521
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №150-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.441
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 მაისის ბრძანებულება №291-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.770
გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ძირითადი ამოცანები
მუხლი 5🔗
გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) გაერთიანებული შტაბის მმართველობა;
ბ) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი;
გ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი;
დ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი;
ე) J-4 – ლოგისტიკის დეპარტამენტი;
ვ) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი;
ზ) J-6 – კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტი;
თ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი;
თ1) J-8 – რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი;
ი) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
კ) ტოპოგრაფიული სამმართველო;
ლ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო;
მ) (ამოღებულია);
ნ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;
ო) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა;
პ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა;
ჟ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი;
რ) სპეციალური ოპერაციების ძალები;
ს) სამშვიდობო ძალების შტაბი;
ტ) (ამოღებულია);
უ) (ამოღებულია);
ფ) სამხედრო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო).
2. გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) გაერთიანებული შტაბის მმართველობა უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოველდღიურ საქმიანობას, ამზადებს რჩევებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო უზრუნველყოფას (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება), ასევე შეიმუშავებს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს და ამზადებს სამობილიზაციო რესურსების გეგმებს;
გ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი ადგენს დაზვერვის გეგმებს, უზრუნველყოფს მოპოვებული ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდებას;
დ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, გეგმავს მიმდინარე ოპერაციებს, უზრუნველყოფს სწავლების დაგეგმარებასა და ჩატარებას;
ე) J-4 – ლოგისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის და გარემოს დაცვის ღონისძიებების დაგეგმვას;
ვ) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი გეგმავს სამხედრო პოლიტიკას. კოორდინაციას უწევს თანამშრომლობას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის და საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების ფარგლებში, შეიმუშავებს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებსა და მათი განვითარების კონცეფციებს;
ზ) J-6 – კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტი გეგმავს, ორგანიზაციას და კოორდინაციას (კონტროლს) უწევს თავდაცვის სამინისტროს მართვის უზრუნველყოფას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით თავდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საინფორმაციო პოლიტიკის შესაბამისად;
თ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს სამხედრო განათლებას შეიარაღებულ ძალებში, ნერგავს სიახლეებს საბრძოლო მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წესდებებსა და დებულებებს;
თ1) J-8 – რუსურსების დაგეგმვის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების პერსპექტიული განვითარებისათვის საჭირო ყველა სახის რესურსის დაგეგმვის ერთიანი პროცესის კოორდინაციას. ორი წლით ადრე ადგენს შეიარაღებული ძალების ერთწლიანი და მრავალწლიანი საბიუჯეტო მოთხოვნების პროექტს;
ი) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციას, ახორციელებს გაერთიანებული შტაბის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ექსპერტიზასა და ვიზირებას, ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას, საკომენდანტო საქმიანობას გაერთიანებული შტაბის ტერიტორიაზე და ადმინისტრაციულ შენობაში, გაერთიანებული შტაბის საფინანსო და სანივთე უზრუნველყოფას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა პირველად სამედიცინო დახმარებას, მათთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას, ადმინისტრაციული შენობის მომსახურებას, კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას შეიარაღებულ ძალებში;
კ) ტოპოგრაფიული სამმართველო ახორციელებს სამხედრო ძალების ტოპოგეოდეზიურ უზრუნველყოფას;
ლ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, მათ შორის „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ“ შეთანხმების, შესაბამისად უზრუნველყოფს შეიარაღებისა და ტექნიკის ისნპექტირებას, სადამკვირვებლო მისიების მიღებასა და ჩატარებას, ნდობისა და უსაფრთხოების ფორუმზე მომუშავე საკონსულტაციო კომიტეტებსა და კომისიებთან თანამშრომლობას;
მ) (ამოღებულია) ;
ნ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამოძიებას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
ო) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას, სწავლებისა და წვრთნების კოორდინაციასა და კონტროლს, მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიგრაფიული ნაწარმით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ თანამდებობის პირს წარუდგენს წინადადებებს მხოლოდ სამხედრო განათლების კუთხით უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფორმალური ცნობისათვის (აღიარებისათვის);
პ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;
ჟ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი:
ჟ.ა) გაერთიანებული შტაბის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს სამხედრო ძალების რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას;
ჟ.ბ) ურთიერთობს რეზერვში აღრიცხვისა და რეზერვიდან გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
ჟ.გ) არსებული რესურსების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს ახორციელებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას;
ჟ.დ) უზრუნველყოფს საპატიო ყარაულისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიალისა და ღონისძიების ჩატარებას;
რ) სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს გაერთიანებული შტაბის სხვა ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობას იღებს ოპერატიული დაგეგმარების პროცესში და აწარმოებს სპეციალურ ოპერაციებს;
ს) სამშვიდობო ძალების შტაბი გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებელ ღონისძიებებს, ახორციელებს მათ მონიტორინგს და ხელმძღვანელობს ქართული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობების მუშაობას;
ტ) (ამოღებულია);
უ) (ამოღებულია);
ფ) სამხედრო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო) კოორდინაციას უწევს სამხედრო წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობას, ხელს უწყობს მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას, სამხედრო წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს და წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.
3. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვედანაყოფების სარდლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
4. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვედანაყოფის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 23 ნოემბრის ბრძანებულება №652-სსმIII, №168, 28.11.2007წ., მუხ .1853
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №722-სსმIII, №186, 28.12.2007წ., მუხ.2076
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №470-სსმIII, №144, 01.10.2008წ., მუხ.1435
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №150-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.441
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №187-სსმIII, №47, 16.04.2009წ., მუხ.517
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №195-სსმIII, №50, 27.04.2009წ., მუხ.557
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 მაისის ბრძანებულება №274-სსმIII, №63, 22.05.2009წ., მუხ.702
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №319-სსმIII, №75, 19.06.2009წ., მუხ.829
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №863-სსმIII, №146, 27.11.2009წ., მუხ.1700
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №889-სსმIII, №148, 01.12.2009წ., მუხ.1747
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის ბრძანებულება №47-სსმIII, №7, 25.01.2010წ., მუხ.69
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.141
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ““, №462, 08.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101128-15/