,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.08.2007 ბოლო ცვლილება 26.03.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№462
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 113, 13/08/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (36)

შემდგომი ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (24)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №462

2007 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თანდართული დებულება.

1​1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე, ამ აქტებით განსაზღვრული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებები მიენიჭოთ შესაბამისად – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს.

საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 12 სექტემბრის ბრძანებულება №520-სსმIII, №129, 14.09.2007წ., მუხ.1410

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აგვისტოს №719 ბრძანებულება.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 სექტემბრის ბრძანებულება №520-სსმIII, №129, 14.09.2007წ., მუხ.1410

2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, №147, 22.10.2007წ., მუხ.1650

3. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის ბრძანებულება №652-სსმIII, №168, 28.11.2007წ., მუხ.1853

4. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №722-სსმIII, №186, 28.12.2007წ., მუხ.2076

5. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №470-სსმIII, №144, 01.10.2008წ., მუხ.1435

6. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №503-სსმIII, №154, 22.10.2008წ., მუხ.1521

7. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №150-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.441

8. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №187-სსმIII, №47, 16.04.2009წ., მუხ.517

9. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №195-სსმIII, №50, 27.04.2009წ., მუხ.557

10. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 მაისის ბრძანებულება №274-სსმIII, №63, 22.05.2009წ., მუხ.702

11. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №319-სსმIII, №75, 19.06.2009წ., მუხ.829

12. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №863-სსმIII, №146, 27.11.2009წ., მუხ.1700

13. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის  ბრძანებულება №889-სსმIII, №148, 01.12.2009წ., მუხ.1747

14.  საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის  ბრძანებულება №47-სსმIII, №7, 25.01.2010წ., მუხ.69

15.  საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.141

16.  საქართველოს პრეზიდენტის  2010 წლის 7 მაისის ბრძანებულება №291-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.770

17.  საქართველოს პრეზიდენტის  2010  წლის 10 მაისის ბრძანებულება №294-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.773

18. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ივნისის ბრძანებულება №374-სსმIII, №63, 04.06.2010წ., მუხ.930

19. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანებულება №556-სსმIII, №90, 26.07.2010წ., მუხ.1337

20.საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება №853-სსმIII, №136, 22.10.2010წ., მუხ.1970

21.საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულება №864-სსმIII, №139, 27.10.2010წ., მუხ.2002

22.საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №890-სსმIII, №144, 08.11.2010წ., მუხ.2053

23. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანებულება №106-ვებგვერდი,24.02.2011წ.

24. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 12 ივლისის ბრძანებულება № 370 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი (შემდეგში – გაერთიანებული შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას.

2. გაერთიანებული შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

3. გაერთიანებულ შტაბს აქვს დროშა, შტანდარტი, ემბლემა, გერბიანი ბეჭედი, დადგენილი ნიმუშის ბლანკი და შტამპი.

თავი II

გაერთიანებული შტაბის ფუნქციები და ამოცანები

    მუხლი 2

გაერთიანებული შტაბის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში, სამხედრო საფრთხის შეფასებაში მონაწილეობა, შეიარაღებული ძალებისათვის სტრატეგიულ-ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში არსებული ჯარის სახეობის ბაზაზე გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების კონტროლი;

გ) თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად შეიარაღებული ძალების წვრთნისა და სამხედრო მომზადების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ზედამხედველობა;

დ) სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სამხედრო კადრების მომზადებისა და გადამზადების საკითხების გადაწყვეტა;

ე) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გეგმების შემუშავება;

ვ) შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობის მართვა.

ზ) სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების, გამოყენების დაგეგმვა და კოორდინაცია;

თ) საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების მართვა და კონტროლი;

ი) შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;

კ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წარდგენა;

ლ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;

მ) სამხედრო-ეკოლოგიური პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;

ნ) სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ო) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

პ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობაში მართვის ავტომატიზებული სისტემის განვითარების, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

ჟ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

რ) შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტების შემუშავება;

ს) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება) უზრუნველყოფა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650

საქართველოს პრეზიდენტის  2010 წლის 7 მაისის ბრძანებულება №291-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.770

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ივნისის ბრძანებულება №374-სსმIII, №63, 04.06.2010წ., მუხ.930

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანებულება №556-სსმIII, №90, 26.07.2010წ., მუხ.1337

თავი III

გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა

    მუხლი 3

1. გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელობს გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი.

2. გაერთიანებული შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. გაერთიანებული შტაბის უფროსი თანამდებობაზე, როგორც წესი, ინიშნება სამი წლით. აღნიშნული ვადა თავდაცვის მინისტრის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით.

4. გაერთიანებული შტაბის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთაც გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

5. (ამოღებულია).

6. გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეების უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს გაერთიანებული შტაბის უფროსი.

7. გაერთიანებული შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას გაერთიანებული შტაბის უფროსის დავალებით ასრულებს გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №503-სსმIII, №154, 22.10.2008წ., მუხ.1521

საქართველოს პრეზიდენტის  2010 წლის 10 მაისის ბრძანებულება №294-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.773

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 12 ივლისის ბრძანებულება №370 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.

    მუხლი 4

გაერთიანებული შტაბის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების გამოყენების სამხედრო-სტრატეგიულ და ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების მომზადების კონტროლს;

ბ) საქართველოს პრეზიდენტს – სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის, შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მართვის, სამომავლო განვითარების, სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ;

გ) მართავს და აკონტროლებს თავის დაქვემდებარებაში არსებულ ჯარის სახეობას და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;

დ) (ამოღებულია);

ე) წყვეტს საკადრო საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამხედრო პროგრამებისა და სამხედრო ბიუჯეტის საკითხების შესახებ;

ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში;

თ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობას;

ი) (ამოღებულია);

კ) საომარი მდგომარეობის დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს სამხედრო ძალებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს დასანიშნად გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯუფებების მეთაურების კანდიდატურებს და ახორციელებს მათ მართვასა და კონტროლს;

ლ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. გაერთიანებული შტაბის უფროსი მართავს თავის დაქვემდებარებაში არსებულ სახმელეთო ჯარებს.

3. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №470-სსმIII, №144, 01.10.2008წ., მუხ.1435

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებულება №503-სსმIII, №154, 22.10.2008წ., მუხ.1521

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №150-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.441

საქართველოს პრეზიდენტის  2010 წლის 7 მაისის ბრძანებულება №291-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.770

საქართველოს პრეზიდენტის  2010 წლის 10 მაისის ბრძანებულება №294-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.773

თავი IV

გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ძირითადი ამოცანები

    მუხლი 5

1.გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) გაერთიანებული შტაბის მმართველობა;

ბ) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი;

გ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი;

დ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი;

ე) J-4 – ლოგისტიკის დეპარტამენტი;

ვ) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი;

ზ) J-6 – კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტი;

თ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი;

თ​1) J-8 – რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი;

ი) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

კ) ტოპოგრაფიული სამმართველო;

ლ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო;

მ) (ამოღებულია);

ნ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;

ო) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა;

პ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა;

ჟ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი;

რ) სპეციალური ოპერაციების ძალები;

ს) (ამოღებულია);

ტ) (ამოღებულია);

უ) (ამოღებულია);

ფ) სამხედრო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო) ;

ქ ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;

ღ) ცალკეული სამედიცინო სამმართველო.

2. გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:

ა) გაერთიანებული შტაბის მმართველობა უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოველდღიურ საქმიანობას, ამზადებს რჩევებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო უზრუნველყოფას (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება), ასევე შეიმუშავებს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს და ამზადებს სამობილიზაციო რესურსების გეგმებს;

გ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი ადგენს დაზვერვის გეგმებს, უზრუნველყოფს მოპოვებული ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდებას;

დ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, გეგმავს მიმდინარე ოპერაციებს, უზრუნველყოფს სწავლების დაგეგმარებასა და ჩატარებას;

ე) J-4 – ლოგისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის და გარემოს დაცვის ღონისძიებების დაგეგმვას;

ვ) J-5 – სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი გეგმავს სამხედრო პოლიტიკას. კოორდინაციას უწევს თანამშრომლობას „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის და საერთაშორისო სამხედრო ურთიერთობების ფარგლებში, შეიმუშავებს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებსა და მათი განვითარების კონცეფციებს;

ზ) J-6 – კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების (CIS) დეპარტამენტი გეგმავს, ორგანიზაციას და კოორდინაციას (კონტროლს) უწევს თავდაცვის სამინისტროს მართვის უზრუნველყოფას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით თავდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საინფორმაციო პოლიტიკის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ჯარის სახეობაში ნერგავს მართვის ავტომატიზებულ სისტემებს და უზრუნველყოფს მის შემდგომ განვითარებას;

თ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს სამხედრო განათლებას შეიარაღებულ ძალებში, ნერგავს სიახლეებს საბრძოლო მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს წესდებებსა და დებულებებს;

თ​1) J-8 – რუსურსების დაგეგმვის დეპარტამენტი ახორციელებს შეიარაღებული ძალების პერსპექტიული განვითარებისათვის საჭირო ყველა სახის რესურსის დაგეგმვის ერთიანი პროცესის კოორდინაციას. ორი წლით ადრე ადგენს შეიარაღებული ძალების ერთწლიანი და მრავალწლიანი საბიუჯეტო მოთხოვნების პროექტს;

ი) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციას, ახორციელებს გაერთიანებული შტაბის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ექსპერტიზასა და ვიზირებას, ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას, საკომენდანტო საქმიანობას გაერთიანებული შტაბის ტერიტორიაზე და ადმინისტრაციულ შენობაში, გაერთიანებული შტაბის საფინანსო და სანივთე უზრუნველყოფას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთა პირველად სამედიცინო დახმარებას, ადმინისტრაციული შენობის მომსახურებას, კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას შეიარაღებულ ძალებში;

კ) ტოპოგრაფიული სამმართველო ახორციელებს სამხედრო ძალების ტოპოგეოდეზიურ უზრუნველყოფას;

ლ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, მათ შორის „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ“ შეთანხმების, შესაბამისად უზრუნველყოფს შეიარაღებისა და ტექნიკის ისნპექტირებას, სადამკვირვებლო მისიების მიღებასა და ჩატარებას, ნდობისა და უსაფრთხოების ფორუმზე მომუშავე საკონსულტაციო კომიტეტებსა და კომისიებთან თანამშრომლობას;

მ) (ამოღებულია);

ნ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს:

ნ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას განკუთვნილ დანაშაულთა გამოძიებას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

ნ.ბ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას, უსაფრთხოების წესების შემუშავებას და ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას;

ნ.გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის ვიდეოკონტროლს და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას;

ნ.დ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;

ო) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას, სწავლებისა და წვრთნების კოორდინაციასა და კონტროლს, მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადებას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უზრუნველყოფს შესაბამისი პოლიგრაფიული ნაწარმით.  საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ თანამდებობის პირს წარუდგენს წინადადებებს მხოლოდ სამხედრო განათლების კუთხით უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფორმალური ცნობისათვის (აღიარებისათვის);

პ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს:

პ.ა) შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას;

პ.ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომელთათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას;

პ.გ) სხვადასხვა პროფესიულ/სამოყვარულო სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობის მიზნით გუნდების შექმნასა და დაკომპლექტებას, აგრეთვე ამ შეჯიბრებებში სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობის ორგანიზებას.

ჟ) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი:

ჟ.ა) გაერთიანებული შტაბის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს სამხედრო ძალების რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას;

ჟ.ბ) ურთიერთობს რეზერვში აღრიცხვისა და რეზერვიდან გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

ჟ.გ) არსებული რესურსების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს ახორციელებს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას;

ჟ.დ) უზრუნველყოფს საპატიო ყარაულისა და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიალისა და ღონისძიების ჩატარებას;

რ) სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს გაერთიანებული შტაბის სხვა ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობას იღებს ოპერატიული დაგეგმარების პროცესში და აწარმოებს სპეციალურ ოპერაციებს;

ს) (ამოღებულია);

ტ) (ამოღებულია);

უ) (ამოღებულია);

ფ) სამხედრო წარმომადგენლების ოფისი (სამმართველო) კოორდინაციას უწევს სამხედრო წარმომადგენლების (მათი აპარატების) საქმიანობას, ხელს უწყობს მათი შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფას, სამხედრო წარმომადგენლების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს და წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს;

ქ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსალოდნელი რისკის განსაზღვრის პროცესში;

ღ) ცალკეული სამედიცინო სამმართველო ახორციელებს სამხედრო-სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფის დაგეგმვასა და მის მონიტორინგს, სამედიცინო ღონისძიებების დაგეგმვასა და ამ მიმართულებით სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესწავლას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მონიტორინგს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას.

3. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქვედანაყოფების სარდლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

4. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვედანაყოფის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №591-სსმIII, № 1 47, 22.10.2007წ., მუხ.1650

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის ბრძანებულება №652-სსმIII, №168, 28.11.2007წ., მუხ .1853

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №722-სსმIII, №186, 28.12.2007წ., მუხ.2076

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება №470-სსმIII, №144, 01.10.2008წ., მუხ.1435

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №150-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.441

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №187-სსმIII, №47, 16.04.2009წ., მუხ.517

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №195-სსმIII, №50, 27.04.2009წ., მუხ.557

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 მაისის ბრძანებულება №274-სსმIII, №63, 22.05.2009წ., მუხ.702

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №319-სსმIII, №75, 19.06.2009წ., მუხ.829

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №863-სსმIII, №146, 27.11.2009წ., მუხ.1700

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №890-სსმIII, №144, 08.11.2010წ., მუხ.2053

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის  ბრძანებულება №889-სსმIII, №148, 01.12.2009წ., მუხ.1747

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 იანვრის  ბრძანებულება №47-სსმIII, №7, 25.01.2010წ., მუხ.69

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №75-სსმIII, №13, 03.02.2010წ., მუხ.141

საქართველოს პრეზიდენტის  2010 წლის 10 მაისის ბრძანებულება №294-სსმIII, №52, 10.05.2010წ., მუხ.773

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 ივლისის ბრძანებულება №556-სსმIII, №90, 26.07.2010წ., მუხ.1337

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 22 ოქტომბრის ბრძანებულება №853-სსმIII, №136, 22.10.2010წ., მუხ.1970

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულება №864-სსმIII, №13 9 , 2 7 .10.2010წ., მუხ.2002

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანებულება №106-ვებგვერდი,24.02.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ““, №462, 08.08.2007, სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101128-24/