„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.007.570
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №226
2005 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №321 ბრძანება “თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.
2. დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაციას.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე და თავის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით;
4. დეპარტამენტს აქვს ტიტულოვანი ბლანკი.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
5. დეპარტამენტის ამოცანებს განეკუთვნება:
ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და მათ სამხედრო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წარმართვა და მისი კოორდინაცია;
ბ) ,,ნატო”-სთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია;
გ) თავდაცვის სტრატეგიის, სამხედრო დოქტრინის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართული სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვა და კოორდინირება.
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება;
6. დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან ურთიერთობების დამყარება;
ბ) ურთიერთობების წარმოება საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებასთან დაკავშირებით;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობის საფუძველზე, სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი უზრუნველყოფა, ასევე მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება;
დ) თავდაცვის სამინისტროს მერ დასადები საერთაშორისო შეთანხმებების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი უზრუნველყოფა და აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სამხედრო ატაშატებთან თანამშრომლობა;
ზ) სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლობითი მეკავშირე ოფიცრების, სამხედრო ატაშატისა და სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლობების საქმიანობის კოორდინირება;
თ) საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა და გაანალიზება, მათთან შესაბამისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
ი) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ერთწლიანი და მრავალწლიანი გეგმების, პროგრამების შემუშავება;
კ) ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ლ) ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამისი სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედების გზით;
მ) ნატო-სთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისათვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ნ) სამინიტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ო) სხვადასხვა დონის დელეგაციების ვიზიტებისას, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე, პასუხისმგებელი პირების უზრუნველყოფა აუცილებელი საინფორმაციო-ანალიტიკური მასალებით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;
პ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ჟ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის;
რ) საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების, სამხედრო წარმომადგენლობის მიერ საქართველოში მათი უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი ფუნქციონალური მოვალეობები
7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს და შესაბამის მოადგილეს, თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის წარდგინებით.
8. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით და დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
9. დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების და გადაადგილების საკითხებში თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ე) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) აბარებს ანგარიშს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრს სამხედრო წარმომადგენლობითი მეკავშირე ოფიცრების, სამხედრო ატაშეების კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად;
ი) წარუდგენს თავდაცვის მინისტრს, შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სამოქალაქო წარმომადგენლების კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად;
კ) ახორციელებს წინამდებარე დებულებით, თავდაცვის მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
10. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
11. დეპარტამენტის უფროსის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილეზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

გ) მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების, რეზერვისა და გადაადგილების საკითხებში სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
დ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
ე) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა და უფლებამოსილება
12. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო – წარმართავს სამინისტროს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
ბ) ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო – წარმართავს სამინისტროს პოლიტიკას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად;
გ) საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველო – ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
13. სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით და დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
თავი V
დასკვნითი დებულებები
14. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
+

შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 3 იანვრის ბრძანება №1-სსმIII, №2, 09.01.2006წ.; მუხ.7
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 14 ივლისის ბრძანება №208-სსმIII, №96, 21.07.2006წ.; მუხ.1286
3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №466-სსმIII, №122, 30.08.2007წ.; მუხ.1333
4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება №399-სსმIII, №101, 16.07.2008წ.; მუხ.1134
5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის ბრძანება №17-სსმIII, №4, 14.01.2009წ.; მუხ.31
6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №41-სსმIII, №9, 27.01.2010წ.; მუხ.89
7. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №717 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო- ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი ( ტექსტში შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქი ართველოს თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.
1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.
2. დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაციას.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე და თავის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით;
4. დეპარტამენტს აქვს ტიტულოვანი ბლანკი.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
5. დეპარტამენტის ამოცანებს განეკუთვნება:
ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია;
ბ) თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია;
დ) ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმების შედგენა და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების რეალიზაციის მონიტორინგი;
ე) საქართველოს შეიარაღებულ ი ძალების ნატოსთან ინტეგრაციის კოორდინაცია. ნატოსთან სამხედრო ინტეგრაციის პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობა და მათი ასახვა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ნატო-საქართველოს ერთობლივ პროგრამებში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის ბრძანება №17- სსმ III, №4, 14.01.2009 წ .; მუხ .31
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №717 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.
ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და მათ სამხედრო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის წარმართვა და მისი კოორდინაცია;
ბ) ,,ნატო”-სთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია;
გ) თავდაცვის სტრატეგიის, სამხედრო დოქტრინის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ქართული სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვა და კოორდინირება.
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება;
6. დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოების, მათ თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშვება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშატებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
გ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების (საერთაშორისო ორგანიზაციების) თავდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
დ) საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის აუცილებელი მატერიალურ- ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების, მინისტრის ხედვის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) ნატო- სთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატო- სთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ზ) ნატო- სთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდეციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება;
ი) ვიზიტების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა აუცილებელი საინფორმაციო- ანალიტიკური მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;
ლ) მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
მ) ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული მექანიზმების (ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP), დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (PARP), ნატო-საქართველოს სამხედრო თანამრომლობის გეგმა (WP) და განხორციელების გეგმა (IP)და სხვ.) სამხედრო შინაარსის კომპონენტების შემუშავება და მათი შემდგომი განხორციელების კოორდინაცია .
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 3 იანვრის ბრძანება №1-სსმIII, №2, 09.01.2006წ.; მუხ.7
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 14 ივლისის ბრძანება №208-სსმIII, №96, 21.07.2006წ.; მუხ.1286
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №466-სსმIII, №122, 30.08.2007წ.; მუხ.1333
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის ბრძანება №17-სსმIII, №4, 14.01.2009წ.; მუხ.31
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №717 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.
ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან ურთიერთობების დამყარება;
ბ) ურთიერთობების წარმოება საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებასთან დაკავშირებით;
გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობის საფუძველზე, სამხედრო ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი უზრუნველყოფა, ასევე მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება;
დ) თავდაცვის სამინისტროს მერ დასადები საერთაშორისო შეთანხმებების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი უზრუნველყოფა და აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება;
ე) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სამხედრო ატაშატებთან თანამშრომლობა;
ზ) სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლობითი მეკავშირე ოფიცრების, სამხედრო ატაშატისა და სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლობების საქმიანობის კოორდინირება;
თ) საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა და გაანალიზება, მათთან შესაბამისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
ი) საზღვარგარეთის სახელმწიფოების სამხედრო უწყებებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ერთწლიანი და მრავალწლიანი გეგმების, პროგრამების შემუშავება;
კ) ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ლ) ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამისი სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედების გზით;
მ) ნატო-სთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისათვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ნ) სამინიტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
ო) სხვადასხვა დონის დელეგაციების ვიზიტებისას, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ქვედანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე, პასუხისმგებელი პირების უზრუნველყოფა აუცილებელი საინფორმაციო-ანალიტიკური მასალებით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;
პ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ჟ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის;
რ) საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების, სამხედრო წარმომადგენლობის მიერ საქართველოში მათი უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი ფუნქციონალური მოვალეობები
7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს და შესაბამის მოადგილეს, თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის წარდგინებით.
8. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც, დეპარტამენტის უფროსის, კურატორ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება №399-სსმIII, №101, 16.07.2008წ.; მუხ.1134
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №41-სსმIII, №9, 27.01.2010წ.; მუხ.89
8. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით და დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
9. დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების და გადაადგილების საკითხებში თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ე) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ზ) აბარებს ანგარიშს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
თ) ამოღებულია ;
ი) ამოღებულია ;
ი1) დეპარტამენტის თანამშრომლებზე ფუნქციების გადანაწილებისა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრს სამხედრო წარმომადგენლობითი მეკავშირე ოფიცრების, სამხედრო ატაშეების კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად;
ი) წარუდგენს თავდაცვის მინისტრს, შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით სამოქალაქო წარმომადგენლების კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად;
კ) ახორციელებს წინამდებარე დებულებით, თავდაცვის მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება №399-სსმIII, №101, 16.07.2008წ.; მუხ.1134
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის ბრძანება №17-სსმIII, №4, 14.01.2009წ.; მუხ.31
10. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება №399-სსმIII, №101, 16.07.2008წ.; მუხ.1134
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №41-სსმIII, №9, 27.01.2010წ.; მუხ.89
10. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
11. დეპარტამენტის უფროსის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილეზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების, რეზერვისა და გადაადგილების საკითხებში სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
დ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
ე) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა და უფლებამოსილება
12. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო – წარმართავს სამინისტროს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
ბ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო – წარმართავს სამინისტროს პოლიტიკას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად;
გ) ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის სამმართველო:
გ.ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახორციელებს ნატო-საქართველოს პროგრამების დაგეგმვას და მათი რეალიზაციის მონიტორინგს ;
გ.ბ) მონაწილეობს დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) პარტნიორობის მიზნებით (PG) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამით (ANP) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გათვალისწინებული დაგეგმვის კოორდინირებასა და შესრულების მონიტორინგში;
გ.გ) ახდენს ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გეგმის (WP) და განხორციელების გეგმის (IP) შემუშავებას და ამ მექანიზმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების კოორდინირებას და მონიტორინგს;
გ.დ) ახდენს ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული მექანიზმების (ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP), დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი (PARP), ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის გეგმა (WP) და განხორციელების გეგმა (IP)და სხვ.) სამხედრო შინაარსის კომპონენტების შემუშავებას და მათი შემდგომი განხორციელების კოორდინაციას;
გ.ე) მონაწილეობს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმების შემუშავებასა და ამ გეგმებით გათვალისწინებული სამხედრო ღონისძიებების შესრულების მონიტორინგში;
გ.ვ) მონაწილეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან ინტეგრაციის კოორდინაციაში, ნატოსთან სამხედრო ინტეგრაციის პრიორიტეტების განსაზღვრაში და საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ნატო-საქართველოს ერთობლივ პროგრამებში მათი ასახვის უზრუნველყოფაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 3 იანვრის ბრძანება №1-სსმIII, №2, 09.01.2006წ.; მუხ.7
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 14 ივლისის ბრძანება №208-სსმIII, №96, 21.07.2006წ.; მუხ.1286
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №466-სსმIII, №122, 30.08.2007წ.; მუხ.1333
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის ბრძანება №17-სსმIII, №4, 14.01.2009წ.; მუხ.31
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №717 - ვებგვერდი, 16.09.2011წ.
ბ) ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო – წარმართავს სამინისტროს პოლიტიკას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად;
გ) საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველო – ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივ უზრუნველყოფას.
13. სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით და დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.
თავი V
დასკვნითი დებულებები
14. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
14. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" მიღებულია 19.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №226. სარეგისტრაციო კოდი — 120.010.000.22.026.007.570.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 8 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2013.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ", №226, 19.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.007.570 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60934/