„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.07.2005 ძალადაკარგული 28.03.2013
ნომერი
№226
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.22.026.007.570
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 22/07/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.007.570

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №226

2005 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №321 ბრძანება “თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

ი. ოქრუაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 3 იანვრის ბრძანება №1-სსმIII, №2, 09.01.2006წ.; მუხ.7

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 14 ივლისის ბრძანება №208-სსმIII, №96, 21.07.2006წ.; მუხ.1286

3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №466-სსმIII, №122, 30.08.2007წ.; მუხ.1333

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება №399-სსმIII, №101, 16.07.2008წ.; მუხ.1134

5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის ბრძანება №17-სსმIII, №4, 14.01.2009წ.; მუხ.31

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მინისტრის მოადგილის სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.

2. დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაციას.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე და თავის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით;

4. დეპარტამენტს აქვს ტიტულოვანი ბლანკი.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

5. დეპარტამენტის ამოცანებს განეკუთვნება:

ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია;

ბ) თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის ბრძანება №17-სსმIII, №4, 14.01.2009წ.; მუხ.31

6. დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება:

ა)     საზღვარგარეთის სახელმწიფოების, მათ თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშვება;

ბ)    კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშატებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

გ)    საზღვარგარეთის სახელმწიფოების (საერთაშორისო ორგანიზაციების) თავდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ)   საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების, მინისტრის ხედვის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატო-სთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა;

ზ) ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

თ)   კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდეციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება;

ი) ვიზიტების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა აუცილებელი საინფორმაციო-ანალიტიკური მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;

ლ) მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 3 იანვრის ბრძანება №1-სსმIII, №2, 09.01.2006წ.; მუხ.7

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 14 ივლისის ბრძანება №208-სსმIII, №96, 21.07.2006წ.; მუხ.1286

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №466-სსმIII, №122, 30.08.2007წ.; მუხ.1333

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის ბრძანება №17-სსმIII, №4, 14.01.2009წ.; მუხ.31

 

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მათი ფუნქციონალური მოვალეობები

7. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს და შესაბამის მოადგილეს, თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება თავდაცვის მინისტრის მიერ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის წარდგინებით.

8. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომლებსაც, დეპარტამენტის უფროსის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებული წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება №399-სსმIII, №101, 16.07.2008წ.; მუხ.1134

9. დეპარტამენტის უფროსი:

ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

დ) მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების და გადაადგილების საკითხებში თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;

ე) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ზ) აბარებს ანგარიშს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;

თ) ამოღებულია ;

ი)  ამოღებულია ;

ი​1)   დეპარტამენტის თანამშრომლებზე ფუნქციების გადანაწილებისა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

კ) ახორციელებს წინამდებარე დებულებით, თავდაცვის მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება №399-სსმIII, №101, 16.07.2008წ.; მუხ.1134

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის ბრძანება №17-სსმIII, №4, 14.01.2009წ.; მუხ.31

10. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება №399-სსმIII, №101, 16.07.2008წ.; მუხ.1134

11. დეპარტამენტის უფროსის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილეზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) მონაწილეობას ღებულობს დეპარტამენტში კადრების შერჩევის, თანამდებობრივი დაწინაურების, რეზერვისა და გადაადგილების საკითხებში სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;

დ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;

ე) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა და უფლებამოსილება

12. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო – წარმართავს სამინისტროს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან;

ბ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო – წარმართავს სამინისტროს პოლიტიკას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 3 იანვრის ბრძანება №1-სსმIII, №2, 09.01.2006წ.; მუხ.7

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 14 ივლისის ბრძანება №208-სსმIII, №96, 21.07.2006წ.; მუხ.1286

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №466-სსმIII, №122, 30.08.2007წ.; მუხ.1333

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის ბრძანება №17-სსმIII, №4, 14.01.2009წ.; მუხ.31

13. სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით და დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.

თავი V

დასკვნითი დებულებები

14. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ", №226, 19.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.007.570 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60934-5/