საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.05.2010 ძალადაკარგული 10.06.2016
ნომერი
№36/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.014614
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 18/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.614

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №36/ნ

2010 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    დ. შაშკინი

    შეტანილი ცვლილებები:

     1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №177/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.

     2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 6 თებერვლის ბრძანება №23/ნ ვებგვერდი, 08.02.2013წ.

      3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

     4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №74/ნ - ვებგვერდი, 21.06.2013წ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

მუხლი 2

სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

მუხლი 3

     ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

     ა) სტაჟირება       ბ) სტაჟიორი      გ) კანდიდატი   სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში  

თავი II

სტაჟირების კომისია

მუხლი 5

     1. სტაჟიორთა შერჩევა   ხდება კონკურსის წესით, რომელსაც სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა,   ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში      3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში კონკურსის თემატიკას ამტკიცებს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

   

მუხლი 7

     1. სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში თავი III

კონკურსის გავლა და სტაჟიორის მიღება

 

მუხლი 8

     1. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

      2. განცხადების მიღებისა და განხილვის ვადას სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდილი პირებისა, განსაზღვრავს მინისტრი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდილ პირებში შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. აღნიშნული ვადები მიეთითება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

  

მუხლი 9

     1. გადაწყვეტილებას კონკურსის წარმატებით გავლის შესახებ იღებს შესაბამისი სტაჟირების კომისია.

      2. სტაჟირების კომისიის წარდგინების საფუძველზე, მინისტრი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მუხლი 10

      1. მინისტრის მიერ პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნისას სტაჟირების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

      2. სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სტაჟირების ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურულის ქვედანაყოფის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, აგრეთვე ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან მინისტრს. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორთან გასაუბრება და შეფასება ხორციელდება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

      3. გასაუბრების შედეგად სტაჟირების ხელმძღვანელის წერილობითი დახასიათების, სტაჟიორის მოსწრებისა და მის მიერ მიღებული ცოდნის გათვალისწინებით,   მიიღება გადაწყვეტილება სტაჟირების წარმატებით გავლის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე.

      4. სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში   სტაჟიორის თანხმობის საფუძველზე მისთვის სტაჟირების ვადის გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №74/ნ - ვებგვერდი, 21.06.2013წ.

 

თავი IV

სტაჟირების საერთო პირობები

მუხლი 11

      1. სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურსცენტრი და საჯარო სამართლის იურიდილი პირი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

       2. სტაჟიორის ხელმძღვანელი უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აკონტროლებს მის მიერ ამ წესითა და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მისი უფლებების განხორციელებას.

       3. ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულება და განუსაზღვროს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს დაწესებულების და სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

მუხლი 12

      სტაჟიორს უფლება აქვს:

      ა) ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

      ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

       გ) გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას;

       დ) ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს წინადადება მისი სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადაყვანის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

მუხლი 13

       1. სტაჟიორი ვალდებულია:

      ა) სტაჟიორად დანიშვნიდან არა უგვიანეს ორი კვირისა საფუძვლიანად გაეცნოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას;

      ბ) უფლებამოსილების განხორციელებისას განუხრელად იხელმძღვანელოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;

       გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა კანონიერი დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ;

      დ) იქონიოს კონტაქტი იმ დაწესებულების მოხელეებთან, სადაც გადის სტაჟირებას;

       ე) სტაჟირების პერიოდში ხელმძღვანელის ზედამხედველობით აწარმოოს პირადი მოსწრების  დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის მითითებით. სამუშაოს შესრულებას შესაბამის გრაფაში ხელის მოწერით ადასტურებს სტაჟიორის ხელმძღვანელი. პირადი მოსწრების დღიური სტაჟიორმა სტაჟირების ვადის გასვლის მომენტისათვის უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელს მის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესაჯამებლად. აკრძალულია სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის შენობიდან გატანა.

       ვ) ყოველდღიურად ხელმოწერით დააფიქსიროს სტაჟირების გავლის ადგილას გამოცხადება და სამუშაო საათების შემდეგ შენობიდან გასვლა.

      ზ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

      2. ხელწერილი სამინისტროს ან დაწესებულების შინაგანაწესი გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.

      3. კონტროლს სტაჟიორის მიერ მისი მოვალეობების შესრულებაზე ახორციელებს სტაჟიორის ხელმძღვანელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

მუხლი 14

      1. მინისტრი უფლებამოსილია სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადაყვანის შესახებ.

       2. სტაჟიორის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

მუხლი 15

      1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებია:

      ა) პირადი განცხადება.

      ბ) ამ წესით დადგენილი ნორმების დარღვევა;

      გ) არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟიორის შესაბამის ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;

      დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა.

   2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წინადადების საფუძველზე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუხლი 16

       დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

 

     

დანართი 1

განაცხადი სტაჟირებაზე

 

 

 

 

 

 

1. გვარი, სახელი ----------------------------------------------------------------------

2. დაბადების ადგილი, თარიღი ----------------------------------------------------

3. მოქალაქეობა ------------------------------------------------------------------------

4. პირადობის მოწმობის ნომერი ---------------------------------------------------

5. ოჯახური მდგომარეობა ----------------------------------------------------------

6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული

ფოსტა, ფაქსი:

 ---------------------------------------------------------------------------------------

 ----------------------------------------------------------------------------------------

7. განათლება ( როდის-რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)

 

 როდიდან          როდემდე                სასწავლებელი                      ფაკულტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?

---------------------------------------------------------------------------------------

9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის ნომერი

 

              სპეციალობა                       კვალიფიკაცია                         დიპლომის №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე:

შეაფასეთ ენის ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.

               ენა                    კითხვა                  მეტყველება                             წერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

 --------------------------------------------------------------------------------------------

12. რატომ აირჩიეთ აღნიშნული სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიონალური გეგმები და მიზნები

13. მიუთითეთ ის სტრუქტურულ ქვედანაყოფი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, რომელშიც გსურთ სტაჟირების გავლა.

14. თქვენი ინტერესთა სფეროები

15. რა სახის გრანტები და სტიპენდიები გაქვთ მოპოვებული წარსულში:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 როდის               ორგანიზაცია                                  დაწესებულება თანხის ოდენობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

16. შრომითი საქმიანობა

 

როდიდან-როდემდე უწყება, ორგანიზაცია თანამდებობა მისამართი უწყების

ორგანიზაციის სადაც, მუშაობდით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

17. ხართ თუ არა საზღვარგარეთ ნამყოფი კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა

 პროფესიული მიზნით: სად, როდის?

----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

18. გთხოვთ ცალკე ფურცელზე დეტალურად დაასაბუთოთ, თუ რას ელით სამინისტროში სტაჟირებისაგან. დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები ფორმატისა და შინაარსის შესახებ.

ფორმატი

არა უმეტეს ერთი ნაბეჭდი გვერდისა 1,5 ინტერვალით

შინაარსი

თქვენი პროფესიული მიზნები;

რა როლს ითამაშებს სამინისტროში სტაჟირება აღნიშნული მიზნების მისაღწევად?

რატომ აირჩიეთ თქვენ მიერ ზემოთ მითითებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი (დაწესებულება) სტაჟირებისათვის?

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წვლილი აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულება) საქმიანობაში?

მოკლედ აღწერეთ სამინისტროში ჩვენი სტაჟირების სავარაუდო შედეგები და მათი გამოყენება თქვენს შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში.

 

19. შენიშვნები

 

შევსების თარიღი ------------------------------------------

 

პირადი ხელმოწერა ---------------------------------------

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №36/ნ, 06.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.014614 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1013027-4/