საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.05.2010 ძალადაკარგული 10.06.2016
ნომერი
№36/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.014614
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 18/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.614

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №36/ნ

2010 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    დ. შაშკინი

    შეტანილი ცვლილებები:

     1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №177/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.

     2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 6 თებერვლის ბრძანება №23/ნ ვებგვერდი, 08.02.2013წ.

      3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება №40/ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

     4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №74/ნ - ვებგვერდი, 21.06.2013წ.

     5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

მუხლი 2

სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

მუხლი 3

     ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

     ა) სტაჟირება       ბ) სტაჟიორი      გ) კანდიდატი - პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებებით ელექტრონულად აკეთებს განაცხადს სტაჟირების გავლის თაობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

 

   მუხლი 4

     1. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში,   სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში  

თავი II

სტაჟირების კომისია

მუხლი 5

     1. სტაჟიორთა შერჩევა   ხდება კონკურსის წესით, რომელსაც სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა   ატარებს/ატარებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია/კომისიები (შემდგომში -  კომისია). მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის თაობაზე.

2. სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრისა, კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. კონკურსი ტარდება გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. კონკურსის ფორმასა და სტაჟირების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს მინისტრი. სტაჟიორის  საკვალიფიკაციო მოთხოვნები, აგრეთვე განაცხადის გაკეთებისა და განხილვის ვადები  აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში.

     3. (ამოღებულია - 19.09.2013, № 141/ნ).

     4. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 1 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კომისიის წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.

     5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.

     6. კომისიის მდივანი აწარმოებს კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას, ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის მასალას.

     7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

     8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

     9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე წევრები.

     10. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

    

მუხლი 6

     1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია.

     2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში  კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის  ხელმძღვანელი. კონკურსის ფორმას, სტაჟიორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და სტაჟირების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში  ადგენს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რაც აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში.

     3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში კონკურსის თემატიკას ამტკიცებს შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

   

მუხლი 7

     1. სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრისა   საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში   ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო).

      2. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან სტაჟირების კომისია ვერ შეარჩევს დადგენილი მოთხოვნების შესაბამის კანდიდატს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

 

თავი III

კონკურსის გავლა და სტაჟიორის მიღება

 

მუხლი 8

     1. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა ელექტრონული ფომით უნდა წარადგინოს განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის ან სხვა მსგავსი ტიპის ალტერნატიული საშუალებების მეშვეობით.

      2. საჯარო სამართლის იურიდილ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში განცხადების მიღებისა და განხილვის ვადას განსაზღვრავს შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. აღნიშნული ვადა მიეთითება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

    

მუხლი 9

     1. გადაწყვეტილებას კონკურსის წარმატებით გავლის შესახებ იღებს შესაბამისი სტაჟირების კომისია.

      2. სტაჟირების კომისიის წარდგინების საფუძველზე, მინისტრი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში   შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იღებს კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანებაში მიეთითება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სათანადო სტრუქტურული ერთეული, სადაც დაინიშნება სტაჟიორი, ასევე სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს.

       3. მინისტრის უფლებამოსილება, კომისიის წარდგინების საფუძველზე, ასევე კონკურსის გარეშე პირის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებულ იქნეს მინისტრის მოადგილეზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

 

მუხლი 10

      1. მინისტრის მიერ პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნისას სტაჟირების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

      2. სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრისა, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სტაჟირების ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, აგრეთვე ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან მინისტრს. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში სტაჟიორთან გასაუბრება და შეფასება ხორციელდება შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.

      3. გასაუბრების შედეგად სტაჟირების ხელმძღვანელის წერილობითი დახასიათების, სტაჟიორის მოსწრებისა და მის მიერ მიღებული ცოდნის გათვალისწინებით,   მიიღება გადაწყვეტილება სტაჟირების წარმატებით გავლის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე.

      4. სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში   შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებით.

     5. მინისტრი უფლებამოსილია ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული   სტაჟიორის თანხმობის საფუძველზე მისთვის სტაჟირების ვადის გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 ივნისის ბრძანება №74/ნ - ვებგვერდი, 21.06.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

 

თავი IV

სტაჟირების საერთო პირობები

მუხლი 11

      1. სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურსცენტრი და საჯარო სამართლის იურიდილი პირი სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

       2. სტაჟიორის ხელმძღვანელი უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აკონტროლებს მის მიერ ამ წესითა და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მისი უფლებების განხორციელებას.

       3. ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულება და განუსაზღვროს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს დაწესებულების და სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

მუხლი 12

      სტაჟიორს უფლება აქვს:

      ა) ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

      ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

       გ) გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას;

      დ) ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს წინადადება მისი სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში გადაყვანის შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

მუხლი 13

      1. სტაჟიორი ვალდებულია:

      ა) სტაჟიორად დანიშვნიდან არა უგვიანეს ორი კვირისა საფუძვლიანად გაეცნოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას;

      ბ) უფლებამოსილების განხორციელებისას განუხრელად იხელმძღვანელოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;

       გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა კანონიერი დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ;

      დ) იქონიოს კონტაქტი იმ დაწესებულების მოხელეებთან, სადაც გადის სტაჟირებას;

       ე) სტაჟირების პერიოდში ხელმძღვანელის ზედამხედველობით აწარმოოს პირადი მოსწრების  დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის მითითებით. სამუშაოს შესრულებას შესაბამის გრაფაში ხელის მოწერით ადასტურებს სტაჟიორის ხელმძღვანელი. პირადი მოსწრების დღიური სტაჟიორმა სტაჟირების ვადის გასვლის მომენტისათვის უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელს მის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესაჯამებლად. აკრძალულია სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის შენობიდან გატანა.

       ვ) ყოველდღიურად ხელმოწერით დააფიქსიროს სტაჟირების გავლის ადგილას გამოცხადება და სამუშაო საათების შემდეგ შენობიდან გასვლა.

      ზ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

      2. ხელწერილი სამინისტროს ან დაწესებულების შინაგანაწესი გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.

      3. კონტროლს სტაჟიორის მიერ მისი მოვალეობების შესრულებაზე ახორციელებს სტაჟიორის ხელმძღვანელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

მუხლი 14

      1. მინისტრი უფლებამოსილია სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში  გადაყვანის შესახებ.

       2. სტაჟიორის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

 

მუხლი 15

      1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებია:

      ა) პირადი განცხადება.

      ბ) ამ წესით დადგენილი ნორმების დარღვევა;

      გ) არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟიორის შესაბამის ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;

      დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა.

   2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წინადადების საფუძველზე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში   შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის   ხელმძღვანელი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

 

მუხლი 16

       დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 20 მარტის ბრძანება № 40 /ნ - ვებგვერდი, 21.03.2013წ.

 

 

     

დანართი 1 - ამოღებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 19.09.2013წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №36/ნ, 06.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.014614 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1013027-5/