ამ დადგენილებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა) მშენებლობის თაობაზე შეთანხმება – მშენებლობის შემთანხმებელი ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რის საფუძველზეც შესაძლებელია მშენებლობის განხორციელება;
ბ) მშენებლობის განმახორციელებელი (განმცხადებელი) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;
გ) მშენებლობის შემთანხმებელი ორგანოები – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ადგენს/ითანხმებს მშენებლობის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ან/და სხვა ტექნიკურ პირობებსა და ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა დადგენის პროცედურებზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის წესები და პრინციპები;
ე) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 79-ე მუხლით განსაზღვრული ობიექტები;
ვ) სამშენებლო დოკუმენტაცია – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე გაიცემა მშენებლობის თაობაზე შეთანხმებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(31)
- საქმე №ბს-921(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
№779 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვის საკითხს კომისია განიხილავს ამ პროცედურის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, ყოველწლიური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
- საქმე №ბს-654(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.07.2022
…ჩაითვალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (...ის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული უწყებების (მხარჯავი დაწესებულებების) და მათ სისტემებში მოქმედი საბიუჯეტო…
- საქმე №ბს-833(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2022
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან.
- საქმე №ბს-987(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან.
- საქმე №ბს-999(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2021
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან.
- საქმე №ბს-1331-1295(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ბს-1361-1325(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2011
- საქმე №ბს-479-459(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2010
- საქმე №ბს-1241-1185(2კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.11.2009
- საქმე №ბს-943-907(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2009
- საქმე №ბს-1101-1063(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2009
- საქმე №ბს-1495-1452(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2009
- საქმე №ბს-484-463(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.11.2008
- საქმე №ბს-388-373(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2008
- საქმე №ბს-620-590(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2007
- საქმე №ბს-113-106(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2007
- საქმე №ბს-114-107(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2006
- საქმე №ბს-1369-943(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.03.2006
- საქმე №ბს-1257-832(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2006
- საქმე №ბს-1478-1053(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2006
- საქმე №ბს-1125-703(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2005
- საქმე №330310018002479139 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.12.2019
- საქმე №330310018002433580 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №330310018002479099 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330310017002010045 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
- საქმე №330310019002840164 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2020
- საქმე №330310019002932967 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330310018002479099 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №330310018002530151 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310018002442523 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.11.2018
- საქმე №330310018002433580 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.