მუხლი 6. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღების წესი და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება
1. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღებისათვის გამოიყენება და მშენებლობის განმახორციელებელსა და შემთანხმებელ ორგანოზე ვრცელდება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების XI-XXIII თავებით განსაზღვრული პროცედურები და შემთანხმებელი ორგანო მოქმედებს ამ დადგენილებით ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დადგენილი წესით.
2. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გამოიცემა სათანადო ადმინისტრაციული აქტი, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების საფუძველს.
3. მშენებლობის ეტაპების დასრულებაზე და სანებართვო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქარ-თველოს კანონით განსაზღვრული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – მთავარი არქმშენინსპექცია.
4. თუ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება მშენებლობის შეთანხმების პირობებს, მთავარი არქმშენინსპექციის წარმომადგენელი შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულებას უგზავნის სარეკომენდაციო ხასიათის წერილს დარღვევის გამოსწორების მიზნით. რის შემდეგაც აღნიშნული დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება შესაბამის სამინისტროს ან საქვეუწყებო დაწესებულება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
საქმე №ბს-676(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
…საქართველოს კანონის 271-ე მუხლის მე-3 პუნქტის,,დ“ ქვეპუნქტის, 273-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო რწმუნებულის დებულების მე-5 მუხლის,,ფ“ პუნქტისა და მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ზ. მ-ი 2021 წლის 18 აგვისტოდან გათავისუფლდა სამსახურიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს მითითებას მოსარჩელის განთავისუფლების საფუძვლებთან დაკავშირებით.
„ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართვლოს კანონის მე-40 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის…
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 აპრილის N171 განკარგულების თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს…
…სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მთავრობის შემადგენლობაში ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე სტრუქტურის/ორგანოს შექმნა ან არსებობა. იმავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს.
სასამართლო აქვე მოიხმობს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N 255 დადგენილებით დამტკიცებულ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს'' დებულებას, რომლიც მიღებულ (დამტკიცებულ) იქნა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის…
თბილისი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და „საქართველოს სახელმწიფო…
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის №222 დადგენილებაზე, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცებულია მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები (დანართი №2). ამავე დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, დებულება მარცვლეულის ბუნებრივი…
თბილისი გადამდებ დაავადებებზე საქართველოს სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელებში რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „გადამდებ დაავადებებზე საქართველოს სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელებში რეაგირების გეგმა“ (N1 დანართთან ერთად).
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის…
…შემდეგი რედაქციით: „ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023 – 2027 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებითა და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 6, №1-1/842, 25.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 330010040.22.024.014669 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.04.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1015665/muxli-6/