1. მშენებლობის განმახორციელებელი უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური პირობების საფუძველზე და მათი დაცვით საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებას.
2. დადგენილი შემადგენლობით დამუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება დაპროექტებისათვის პირობების დამდგენ/შემთანხმებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კომპანიებს შესათანხმებლად.
3. შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტების შემადგენლობა და რაოდენობა დგინდება პირობების დამდგენი/შემთანხმებელი ორგანოების მიერ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების X თავის შესაბამისად.
4. ადმინისტრაციულ ორგანოებში საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება წარმოებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. თითოეული ორგანო გამოსცემს სათანადო აქტს.
5. თუ მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, მშენებლობის განმახორციელებელმა მშენებლობის შეთანხმების გამცემ ორგანოში დამატებით უნდა წარადგინოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3, მე-4 და- მე-5 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად.
7. IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციას უტარდება სავალდებულო ექსპერტიზა, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემა ხდება სამ სტადიად, გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რის საფუძველზეც გამოიცემა შემდეგი სახის ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები:
ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
გ) III სტადია – მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ბს-1005(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.04.2026
…ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, ასევე, „საქართველოს ოკუპირებული…
- საქმე №ბს-63(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2025
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სოლიდარულად დაკისრების საკითხს, კასატორის მოსაზრებით, „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის მე-4, მე-18 და მე-19 მუხლების, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 25.04.2018წ. №53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო…
- საქმე №ბს-1099(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მთავრობა აღმასრულებელ…
- საქმე №ბს-970(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
…მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო…
- საქმე №ბს-662(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2020
კასატორის მითითებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მთავრობა აღმასრულებელ…
- საქმე №ბს-38(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №ას-225-215-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2016
- საქმე №ბს-1593-1522(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2010
- საქმე №ბს-202-196(გ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2009
- საქმე №330310018002458126 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310018002754467 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №330310018002532202 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №330310017001903462 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.04.2018
- საქმე №330310018002754467 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №330310017002236622 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.