სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.08.2010 ძალადაკარგული 06.10.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№240
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 100, 17/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 240

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ

       მუხლი 1.

საქართველოს ტყის კოდექსის 116‑ე მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 15​1 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს  სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის თანდართული წესი.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №422 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

     მუხლი 2.

დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილება „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

    მუხლი 3.

დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 სექ-ტემბრის №403 ბრძანებულებისა და „სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №508 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესი

    მუხლი 1

ამ წესის მიზანია სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრა.

    მუხლი 2

1. ეს წესი არ ვრცელდება სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს, ამ წესის შესაბამისად, ადგენს საქართველოს მთავრობა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) მიმართვას წარუდგენს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №422 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 3

1. სახელმწიფო ტყის ფონდის ახალი საზღვრები დგინდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კონტურის დაზუსტებით.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შემთხვევაში, ახალი საზღვრები დგინდება იმ სატყეო უბნის ფარგლებში, სადაც ხორციელდება საზღვრის შეცვლა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №422 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

     მუხლი 4

1. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ საკითხის განხილვას სამინისტრო იწყებს ფიზიკური, იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების, სახელმწიფო და ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოების ან დაწესებულებების, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების ინიცი ი რების საფუძველზე.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ საკითხის განხილვის დაწყების უფლება სამინისტროს აქვს საკუთარი ინიციატივითაც.

2 ​1. სამინისტრო სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების საკითხს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებთან ერთად,  შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –  აჭარის სატყეო სააგენტოს.

3. ამ მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებული ორგანო(ები)ს მიერ საკითხის შეთანხმების შემდგომ, სამინისტრო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ან/და კანონ მდე ბ ლობით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილებების გან ხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შესახებ და მიმართავს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებისათვის.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინიციატორების სამინისტროსადმი მიმართვაში მითითებული უნდა იყოს სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობის კორექტირების საჭიროება (აუცილებლობა), მიზეზი (მიზანი) და მას უნდა ერთოდეს შესაბამისი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (თანდართული ელექტრონული ვერსიით).

5. ტყის ფონდის საზღვარი ექვემდებარება კორექტირებას, ამორიცხვის წესით ამ მუხლის 2​1  პუნქტის შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რომლებიც დაკავშირებულია:

ა.ა) სახელმწიფო თავდაცვასთან, უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან;

ა.ბ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან;

ა.გ) სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის  წყალმომარაგებასა და  ენერგეტიკასთან;

ა.დ) სახელმწიფო მნიშვნელობის ციფრულ მაუწყებლობასთან;

ბ) საინვესტიციო წინადადების არსებობისას, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროექტებისა, საინვესტიციო ღირებულებით ერთ ამოსარიცხ ჰექტრამდე არანაკლებ 250 000 ლარის პროექტის განსახორციელებლად, ამორიცხვას ექვემდებარება ფართობი არაუმეტეს 3 ჰექტრისა, ამოსარიცხი ტერიტორიის არანაკლებ 75% ფართობზე არსებული მერქნიანი მცენარეების შენარჩუნების პირობით;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრული ქონების მმართველის მიერ სახელმწიფო ქონების აღწერის პროცესში, სახელმწიფო საკუთრებად დასარეგისტრირებელი ქონების  სახელმწიფო ტყის ფონდში მოქცევის გამოვლენისას. აღწერის პროცესში გამოვლენილი ქონება ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას, ფაქტობრივად დადგენილი საზღვრის ფართობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ფაქტობრივი საზღვრის დადგენა,  ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს  უძრავი ქონების მიმდებარე არაუმეტეს 1 ჰექტრამდე ტერიტორიის;

დ) აღნიშნული პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტის განმახორციელებელმა პირმა შესაბამისი ქონების განკარგვიდან 12 თვის განმავლობაში, უნდა განახორციელოს ფულადი კომპენსაცია ტყის ფონდის ყოველ ამორიცხულ 1 ჰექტარზე 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდა განხორციელდება ტყის ფონდის მართვის ორგანოს ანგარიშზე, შემდგომში სატყეო ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული მიზნებისა და ფუნქციების უზრუნველყოფისთვის;

ე) ამ დადგენილებიდან გამომდინარე, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და საინვესტიციო პროექტების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ქონების მმართველი უფლებამოსილია ხელახლა განკარგოს შესაბამისი ქონება, სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს ამორიცხული ფართობ(ებ)ის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩამატება;

ვ) აღნიშნული პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადა შეიძლება გაგრძელდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში;

ზ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით ტყის ფონდის საზღვრების კორექტირება, ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე. ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ  საქმიანობაზე  უარყოფითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის ან საქმიანობის სხვა მიზეზით განუხორციელებლობის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, უზრუნველყოს ამორიცხული ფართობ(ებ)ის სახელმწიფო ტყის ფონდში ჩარიცხვა არაუგვიანეს აღნიშნული გარემოების დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში;

თ) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ტერიტორიის ამორიცხვამდე ხორციელდება ამ ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა, აღრიცხვის მომსახურების საფასურს იხდის ამორიცხვის ინიციატორი. სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებისათვის (ამორიცხვისათვის) გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვა ხორციელდება „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად;

ი) ობიექტური გარემოებების (შესაბამის ტერიტორიაზე დაგეგმილი ან მიმდინარე  სატყეო-სამეურნეო და ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებები) არსებობის შემთხვევაში, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, ამ პუნქტით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში არ შეითანხმოს საკითხი, რის თაობაზეც  დასაბუთებული უარი ეცნობება სამინისტროს;

კ) ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ტყის ფონდის ფართობის კორექტირება ამორიცხვის წესით შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

6. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული,  ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, ამორიცხვის წესით ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებისას ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი ორგანო.

საქართველოს    მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 05.01.2011წ.      

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №422 - ვებგვერდი,14.11.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილება №481 – ვებგვერდი, 23.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 ივლისის დადგენილება №361 – ვებგვერდი, 22.07.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №639 - ვებგვერდი, 26.12.2019წ.

    მუხლი 5 . (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №422 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 6 . (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №422 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

    მუხლი 7

1. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ხაზი (კონტური) უნდა დადგინდეს შესაბამისი ტექნოლოგიების (გეოინფორმაციული სისტემის) გამოყენებით ორთოფოტოგეგმისა და სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე (სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში – WGS-84/UTM).

2. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები მაქსიმალურად უნდა გატარდეს ბუნებრივ მიჯნებსა და ადვილად ამოსაცნობ მყარ ორიენტირებზე, ხოლო სხვა მიწათმოსარგებლეებთან (მესაკუთრეებთან) დაკავშირებით – მათ საზღვარზე.

 

მუხლი 8 

1. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების შესახებ საკითხის დასმის უფლება აქვს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს.
2. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტებისას გამოიყენება არსებული კარტოგრაფიული მასალა (ტყის კორომთა გეგმები, ტოპოგრაფიული რუკები, ორთოფოტოგეგმები, საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია და სხვ.).
3. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ის მონაკვეთი, რომელიც ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, არ საჭიროებს დაზუსტებას. საზღვრად ჩაითვლება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული სარეგისტრაციო ზონის საზღვარი.
4. „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობების გარეთ დარჩენილი,   ტყით დაფარული და ტყით დაუფარავი ფართობები, რომლებიც წარმოდგენილია არსებულ ტყის კორომთა გეგმებზე, ექვემდებარება სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობებში კორექტირებას (ჩარიცხვას)   სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით.
5. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები სასურველია მიუყვებოდეს ძირითადად გეოგრაფიულ (ბუნებრივ და ხელოვნურ) ობიექტებს.
6. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტებისას განხორციელებული სამუშაოების დროს საზღვრის პერიმეტრიდან უნდა გაიმიჯნოს:
ა) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფრასტრუქტურა;
ბ) მოქმედი საკულტო ნაგებობები;
გ) სასაფლაოები;
დ) საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რკინიგზა, დიდი მდინარეები, ტყის ძირითად  ეკოსისტემას დაშორებული ფართობები;
ე) ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;
ვ) ყველა ის ფართობი, რომელიც  მდებარეობს დასახლებების (სოფელი, დაბა, ქალაქი) მიმდებარედ და მოცემული დროისთვის არ შეესაბამება სატყეო სამეურნეო თვალსაზრისით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა).
7. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ უძრავ ქონებას მართავს და განკარგავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველი.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 19.04.2016წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“, №240, 13.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020982-6/