ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.07.2010 ბოლო ცვლილება 16.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№182
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 06/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საპატენტო კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 9​​​1 მუხლის მე-7 პუნქტისა და 54​​​1 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები:

1. გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №1).

2. სასარგებლო მოდელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №2).

3. დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №3).

4. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №4).

5. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №5).

6. ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №6).

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 ივნისის დადგენილება №216 – ვებგვერდი, 08.06.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №385 - ვებგვერდი, 19.11.2024წ.

    მუხლი 1​1

ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასური არის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე მომსახურების გაწევისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის დადგენილება №23 – ვებგვერდი, 22.01.2021წ.

    მუხლი 2

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1999 წლის 27 ივლისის №51 ბრძანება „სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვის საფასურების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 3

ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასურები გავრცელდეს დადგენილების ამოქმედების თარიღის შემდეგ „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადებზე.

    მუხლი 4

№4 დანართის მე-40 და 41-ე გრაფით გათვალისწინებული საფასურები ამოქმედდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე.

    მუხლი 5

განაცხადზე, რომელზეც ამ დადგენილების ამოქმედების დღისათვის მიმდინარეობს საქმისწარმოება, შესაბამის ობიექტებზე საპატენტო სიგელისა და მოწმობების გაცემის ჩათვლით, გავრცელდეს ის საფასურები, რომლებიც მოქმედებდა განაცხადის საქპატენტში შეტანის დროს.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ.,  მუხ.1390

    მუხლი 5 ​1

ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ საქპატენტში შესული სააპელაციო საჩივრების განხილვაზე, მათ შორის, იმ სააპელაციო საჩივრებზე, რომლებიც შეეხება დადგენილების ამოქმედებამდე საქპატენტში შესულ განაცხადებს, გავრცელდეს თანდართული საფასურები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

    მუხლი 6

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ საფასურებზე განმცხადებელ გამომგონებლებზე, დიზაინერებზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებზე გავრცელდეს 70%-იანი შეღავათი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე – 90%-იანი შეღავათი.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საფასურების გადახდისაგან გათავისუფლდნენ საქართველოს სამინისტროები.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №688 - ვებგვერდი, 22.12.2014წ. 

მუხლი 6​1

„საქპატენტში“ განაცხადების ელექტრონულად შეტანის შემთხვევაში, შესაბამის ობიექტებზე საპატენტო სიგელისა და მოწმობების გაცემის ჩათვლით საფასურებზე გავრცელდეს 20%-იანი შეღავათი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება №328 - ვებგვერდი, 19.06.2018წ.

    მუხლი 6​2

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების  საფასურებზე, 2020 წლის 7 დეკემბრიდან 2021 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის განაცხადების ელექტრონულად შეტანის შემთხვევაში, მოწმობების გაცემის ჩათვლით, საფასურებზე გავრცელდეს 50%-იანი შეღავათი.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №723 – ვებგვერდი, 04.12.2020წ.

    მუხლი 7

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება №328 - ვებგვერდი, 19.06.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 ივნისის დადგენილება №216 – ვებგვერდი, 08.06.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №385 - ვებგვერდი, 19.11.2024წ.

 

გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები
 
 
ქმედება
აშშ დოლარი    (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
1.
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა და განაცხადის გამოქვეყნება (30 გვერდამდე საგანაცხადო მასალები)
100
2.
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა და განაცხადის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე)
1
არსობრივი ექსპერტიზა
3.*
არსობრივი ექსპერტიზა (10 მუხლამდე გამოგონების ფორმულის შემთხვევაში)
300
4.*
არსობრივი ექსპერტიზა (10 მუხლზე მეტი გამოგონების ფორმულის შემთხვევაში ყოველ დამატებით მუხლზე)
30
5*.
არსობრივი ექსპერტიზა ყოველ დამატებით მუხლზე ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ
 
30
პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება
6.
პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება, საპატენტო სიგელის გაცემა (30 გვერდამდე პატენტის აღწერილობა)
200
7.
პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება, საპატენტო სიგელის გაცემა (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)
3
8.
განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე, მეხუთე წლებში, ყოველწლიურად
50
9.
განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად
70
10.
განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე წლებში, ყოველწლიურად
170
11.
განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე წლებში, ყოველწლიურად
250
12.
განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე წლებში, ყოველწლიურად
300
13.
განაცხადის ან პატენტის ძალის შენარჩუნება მეთვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე წლებში, ყოველწლიურად
500
14.
დაცვის დამატებითი მოწმობის მოთხოვნა
100
15.
დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 21-ე წელს
600
16.
დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 22-ე წელს
700
17.
დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 23-ე წელს
800
18.
დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 24-ე წელს
900
19.
დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 25-ე წელს
1000
20.
დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 26-ე წელს
1100
21.
პატენტის მოქმედების აღდგენა
100
მიმღები უწყების როლში საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები
22.
საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა
100
ქმედებები განმცხადებლის, პატენტმფლობელის
ან/და მესამე პირის მოთხოვნით
23.
განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე
40
24.
შეტყობინება-მოთხოვნაზე ან ექსპერტიზის დასკვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით
30
25.
გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად
50
26.
სასარგებლო მოდელის განაცხადის გარდაქმნა გამოგონების განაცხადად
70
27.
ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება
250
28.
განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით
30
29.
საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტის უფლების აღდგენა
60
30.
განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა
30
31.
ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე
60
32.
საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა
60
33.
რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა
30
34.
ხელშეკრულების რეგისტრაცია
100
35.
სააპელაციო საჩივრის განხილვა გამოგონებაზე
200
36.
პატენტის სრულად ბათილად ცნობა მფლობელის მოთხოვნით
30
37.
პატენტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მფლობელის მოთხოვნით
150
38.
ნაწილობრივ ბათილად ცნობილი პატენტის აღწერილობის გამოქვეყნება (30 გვერდამდე)
100
39
ნაწილობრივ ბათილად ცნობილი პატენტის აღწერილობის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)
3
40.
მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა საგანაცხადო მასალების  30 გვერდამდე, ერთ პატენტზე
10
41.
მექანიკური შეცდომების გასწორება საგანაცხადო მასალების 30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე
2
42.
დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ
5
43.
ვადის დარღვევის გამო, განაცხადთან დაკავშირებული უფლებების აღდგენა
100
ევროპულ საპატენტო განაცხადზე და ვალიდირებულ ევროპულ პატენტზე ჩასატარებელი ქმედებები
44.
ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნება
50
45.
ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის ქართულ ენაზე შესწორებული თარგმანის გამოქვეყნება
30
46.
ვალიდირებული ევროპული პატენტის რეგისტრაცია, პატენტის აღწერილობის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნება და სიგელის გაცემა (30 გვერდამდე პატენტის აღწერილობა)
200
47.
ვალიდირებული ევროპული პატენტის რეგისტრაცია, პატენტის აღწერილობის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნება და სიგელის გაცემა (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)
3
48.
EPO-ში წარდგენილი მესამე პირის საჩივრის ან შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად ვალიდირებული ევროპული პატენტის შეცვლილი აღწერილობის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნება (30 გვერდამდე)
100
49.
EPO-ში წარდგენილი მესამე პირის საჩივრის ან შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად ვალიდირებული ევროპული პატენტის შეცვლილი აღწერილობის ქართულ ენაზე თარგმანის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)
3
50.
ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის ქართულ ენაზე შესწორებული თარგმანის გამოქვეყნება (30 გვერდამდე)
100
51.
ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის ქართულ ენაზე შესწორებული თარგმანის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)
3

 

3.*, 4.*, 5.*,– „საქპატენტში“ ეროვნულ ფაზაში შემოსულ იმ საერთაშორისო განაცხადის შემთხვევაში, რომლისთვისაც „საქპატენტი“ მოქმედებს როგორც აღნიშნული ან არჩეული უწყება, აღნიშნულ ქმედებათა საფასურები შემცირდება 50%-ით, თუ საერთაშორისო საძიებო უწყების მიერ გაცემულია საერთაშორისო ძიების ანგარიში (ფორმა PCT/ISA/210) და წერილობითი დასკვნა (ფორმა PCT/ISA/237).

 

დანართი № 2

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება №328 - ვებგვერდი, 19.06.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 ივნისის დადგენილება №216 – ვებგვერდი, 08.06.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №385 - ვებგვერდი, 19.11.2024წ.

სასარგებლო მოდელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

 

№

 

ქმედება

 

აშშ დოლარი (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა და განაცხადის გამოქვეყნება (30 გვერდამდე საგანაცხადო მასალები)

100

2.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა და განაცხადის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

1

არსობრივი ექსპერტიზა

3.

არსობრივი ექსპერტიზა (10 მუხლამდე სასარგებლო მოდელის ფორმულის შემთხვევაში)

150

4.

არსობრივი ექსპერტიზა (10 მუხლზე მეტი სასარგებლო მოდელის ფორმულის შემთხვევაში ყოველ დამატებით მუხლზე)

15

5.

არსობრივი ექსპერტიზა ყოველ დამატებით მუხლზე ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ

15

სასარგებლო მოდელის რეგისტრაცია და ძალის შენარჩუნება

6.

სასარგებლო მოდელის რეგისტრაცია, რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღწერილობის გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა (30 გვერდამდე რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღწერილობა)

150

7.

სასარგებლო მოდელის რეგისტრაცია, რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღწერილობის გამოქვეყნება, მოწმობის გაცემა (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

3

8.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე წლებში, ყოველწლიურად

50

9.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე, მეექვსე წლებში, ყოველწლიურად

70

10.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად

170

11.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე წლებში, ყოველწლიურად

250

12.

რეგისტრაციის მოქმედების აღდგენა

100

ქმედებები განმცხადებლის, მფლობელისა და მესამე

პირის მოთხოვნით

13.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

14.

შეტყობინება-მოთხოვნაზე ან ექსპერტიზის დასკვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით

30

15.

ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება

200

16.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

17.

საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტის უფლების აღდგენა

60

18.

განაცხადის ერთი დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა

30

19.

ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმართვით ყოველ ერთ რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელზე

60

20.

მოწმობის დუბლიკატის გაცემა

60

21.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა

30

22.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

23.

ხელშეკრულების რეგისტრაცია

100

24.

სააპელაციო საჩივრის განხილვა სასარგებლო მოდელზე

150

25.

რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის სრულად ბათილად ცნობა მფლობელის მოთხოვნით

30

26.

რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მფლობელის მოთხოვნით

75

27.

ნაწილობრივ ბათილად ცნობილი რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღწერილობის გამოქვეყნება (30 გვერდამდე)

50

28.

ნაწილობრივ ბათილად ცნობილი რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის აღწერილობის გამოქვეყნება (30 გვერდზე მეტ  ყოველ დამატებით გვერდზე)

2

29.

მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა საგანაცხადო მასალების  30 გვერდამდე, ერთ სასარგებლო მოდელზე

10

30.

მექანიკური შეცდომების გასწორება საგანაცხადო მასალების 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე

2

31.

ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული  უფლებების აღდგენა

100

32.

სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის, მათ შორის საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა სასამართლოსთვის

200

 

დანართი №3

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება №328 - ვებგვერდი, 19.06.2018წ.
 

დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

 

№

ქმედება

აშშ დოლარი ( ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში )

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ერთ დიზაინზე

50

2.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

3.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ერთ დიზაინზე                                                                                                

30

4.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

არსობრივი ექსპერტიზა

5.

არსობრივი ექსპერტიზა ერთ დიზაინზე

80

6.

არსობრივი ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

გამოქვეყნება , მოწმობის გაცემა და ძალის შენარჩუნება

7.

ერთი დიზაინის გამოქვეყნება

10

8.

რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება ერთ დიზაინზე

100

9.

რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

10.

ერთზე მეტი   მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა

20

11.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეორე ხუთი წლით ერთ დიზაინზე

80

12.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეორე ხუთი წლით   თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

13.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით   ერთ დიზაინზე

100

14.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით   თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

15.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით ერთ დიზაინზე

300

16.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით   თითოეულ დამატებით დიზაინზე

30

17.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით ერთ დიზაინზე

550

18.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე

50

ქმედებები განმცხადებლის , მფლობელის ან / და მესამე   პირის   მოთხოვნით

19.

საგანაცხადო მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა

40

20.

ცვლილებების შეტანა რეესტრიის მონაცემებში ერთი რეგისტრაციისათვის

40

21.

დიზაინის გამოქვეყნების გადადება ყოველი ერთი მიმართვით

100

22.

„საქპატენტის“ მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება   ყოველი ერთი თვით

30

23.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

24.

განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა

30

25.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის   გაცემა

30

26.

მოწმობის დუბლიკატის გაცემა

60

27.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

28.

ხელშეკრულების რეგისტრაცია ერთი რეგისტრაციისათვის

100

29.

სააპელაციო საჩივრის   განხილვა ერთ დიზაინზე

200

30.

სააპელაციო საჩივრის   განხილვა თითოეულ დამატებით დიზაინზე

20

31

ვადის დარღვევის გამო,  განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა

30

დაჩქარებული რეგისტრაცია

32.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით ერთ დიზაინზე

100

33.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით თითოეულ დამატებით დიზაინზე

20

34.

არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით ერთ დიზაინზე

160

35.

არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით თითოეულ დამატებით დიზაინზე

20

 36.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ერთ დიზაინზე, დაჩქარებული ექსპერტიზის შემთხვევაში

60

 37.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა თითოეულ დამატებით დიზაინზე, დაჩქარებული ექსპერტიზის შემთხვევაში

20

 38.

ერთი დიზაინის გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით

20

 39.

რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა დაჩქარებული პროცედურით   და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება

200

 40.

ერთზე მეტი   მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა დაჩქარებული პროცედურით

20

 

დანართი №4

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ივნისის დადგენილება №328 - ვებგვერდი, 19.06.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 9 ივლისის დადგენილება №220 - ვებგვერდი, 10.07.2024წ.

 

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

 

№

ქმედება

აშშ დოლარი

(ეკვივალენტი ეროვნულ

 ვალუტაში)

1.

სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე

90

2.

სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

50

3.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე

150

4.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

90

5.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა

30

6.

სასაქონლო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა

120

7.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა

310

8.

სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნება

60

9.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის გამოქვეყნება

60

10.

განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა

90

11.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და 10 წლით ძალის შენარჩუნება

150

12.

ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა

30

13.

სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო 10 წლით საქონლის ერთ კლასზე

300

14.

სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო 10 წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე  

50

15.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და 10 წლით ძალის შენარჩუნება

550

16.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო 10 წლით საქონლის 1 კლასზე

550

17.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო 10 წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

90

18.

საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში

60

19.

დამატებითი გავრცელების შესახებ საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში

60

20.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

60

21.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი 1 თვით

50

22.

ცვლილებების შეტანა რეესტრში 1 მიმართვით ყოველ ერთ ნიშანზე

60

23.

მადრიდის შეთანხმების ოქმის შესაბამისად, გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე წარდგენილი ეროვნული განაცხადი

60

24.

განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა

30

25.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა

30

26.

მოწმობის დუბლიკატის გაცემა

90

27.

მოწმობის დანართის დუბლიკატის გაცემა

30

28.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

29.

ხელშეკრულების რეგისტრაცია ყოველ ერთ ნიშანზე

90

30.

სააპელაციო საჩივრის  განხილვა სასაქონლო ნიშანზე

200

31.

სააპელაციო საჩივრის განხილვა კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე

400

32.

მოთხოვნილი საბუთის წარდგენის ვადის გაგრძელება ერთი თვით

30

33.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ერთ კლასზე

200

34.

კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ერთ კლასზე

260

35.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალისათვის ერთ კლასზე

300

36.

კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალისათვის ერთ კლასზე

390

37.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური  მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

100

 

38.

კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე განაცხადის ფორმალური  მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

130

39.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

100

40.

კოლექტიურ ან სასერტიფიკაციო ნიშანზე  განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

130

41.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და 10 წლით ძალის შენარჩუნება

 

340

42.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და 10 წლით ძალის შენარჩუნება

660

43.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება ყოველ დამატებით კლასზე

100

44.

კოლექტიური ან სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და 10 წლით ძალის შენარჩუნება ყოველ დამატებით კლასზე

130

45.

სასაქონლო ნიშნის განაცხადის გაყოფა ორ ან ორზე მეტ განაცხადად ან სხვადასხვა საქონლისათვის წარდგენილი იდენტური სასაქონლო ნიშნების ორი ან მეტი განაცხადის  გაერთიანება

60

46.

რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დაყოფა, თითოეულ გამოყოფილ სასაქონლო ნიშანზე

150

47.

რეგისტრაციის შემდგომ დაყოფილი სასაქონლო ნიშნების ერთ სასაქონლო ნიშნად გაერთიანება

60

48.*

სასაქონლო ნიშნის საქონლის ჩამონათვლის დაზუსტება საქონლის ყოველ ერთ კლასზე

50

 

ინდივიდუალური საფასურები ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმებასთან არსებული ოქმით საქართველოზე გავრცელებისათვის

№

ქმედება

შვეიცარიული ფრანკი
(ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)

49.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე 10 წლით  საქონლის ერთ კლასზე

314

50.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე 10 წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

115

51.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო 10 წლით, საქონლის ერთ კლასზე

314

52.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო 10 წლით საქონლის ერთზე მეტ კლასზე

115

 

48.* ეს საფასური გადაიხდება „„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N4048-XIVმს-Xმპ, სსმ, ვებგვერდი, 07/03/2024) მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად. 2025 წლის 9 მარტამდე აღნიშნული საქონლის ჩამონათვალის დაზუსტება განხორციელდეს საფასურის გადახდის გარეშე.

 

დანართი  №5

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №688 - ვებგვერდი, 22.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12  ივნისის დადგენილება № 328  - ვებგვერდი, 19.06.2018წ.

 

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

 

№

ქმედება

აშშ დოლარი ( ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში )

1.

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სარეგისტრაციო განაცხადის ექსპერტიზა  

40

2.

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოქვეყნება, რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა  

20

3.

ცვლილებების შეტანა რეესტრში  

30

4.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა  

   30

 

დანართი № 6

 

ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან დაკავშირებული საფასურები

 

№

ქმედება

ლარი

1.

ნაწარმოების დეპონირებისა და მოწმობის გაცემის საფასური

10

2.

მონაცემთა ბაზის დეპონირებისა და მოწმობის გაცემის საფასური

10

3.

დეპონირების მოწმობის დუბლიკატის გაცემის საფასური

5

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“, №182, 03.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1023130-10/