ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.07.2010 ბოლო ცვლილება 16.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№182
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 06/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
2 +

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საპატენტო კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 47-ე მუხლის, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 9​1 მუხლის მე-7 პუნქტისა და 54​1 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე „საქპატენტის“ მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები:

1. გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №1).

2. სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №2).

3. დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №3).

4. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №4).

5. საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №5).

6. ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან დაკავშირებული საფასურები (დანართი №6).

მუხლი 1​1. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასური არის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე მომსახურების გაწევისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 21  აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

    მუხლი 2

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1999 წლის 27 ივლისის №51 ბრძანება „სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვის საფასურების დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 3

ამ დადგენილებით გათვალისწინებული საფასურები გავრცელდეს დადგენილების ამოქმედების თარიღის შემდეგ „საქპატენტში“ შეტანილ განაცხადებზე.

    მუხლი 4

№4 დანართის მე-40 და 41-ე გრაფით გათვალისწინებული საფასურები ამოქმედდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე.

    მუხლი 5

განაცხადზე, რომელზეც ამ დადგენილების ამოქმედების დღისათვის მიმდინარეობს საქმისწარმოება, შესაბამის ობიექტებზე საპატენტო სიგელისა და მოწმობების გაცემის ჩათვლით, გავრცელდეს ის საფასურები, რომლებიც მოქმედებდა განაცხადის საქპატენტში შეტანის დროს.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ.,  მუხ.1390

    მუხლი 5 ​1

ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ საქპატენტში შესული სააპელაციო საჩივრების განხილვაზე, მათ შორის, იმ სააპელაციო საჩივრებზე, რომლებიც შეეხება დადგენილების ამოქმედებამდე საქპატენტში შესულ განაცხადებს, გავრცელდეს თანდართული საფასურები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

მუხლი 6

1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ საფასურებზე განმცხადებელ გამომგონებლებზე, დიზაინერებზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებზე გავრცელდეს 70%-იანი შეღავათი, ხოლო სტუდენტ, სკოლის მოსწავლე და პენსიონერ განმცხადებელ გამომგონებლებსა და დიზაინერებზე – 90%-იანი შეღავათი.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საფასურების გადახდისაგან გათავისუფლდნენ საქართველოს სამინისტროები.

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2014  წლის 19 დეკემბრის დადგენილება №688  -  ვებგვერდი, 22.12.2014წ.  

მუხლი 6​1

„საქპატენტში“ განაცხადების ელექტრონულად შეტანის შემთხვევაში, შესაბამის ობიექტებზე საპატენტო სიგელისა და მოწმობების გაცემის ჩათვლით საფასურებზე გავრცელდეს 20%-იანი შეღავათი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12  ივნისის დადგენილება № 328 - ვებგვერდი, 19.06.2018წ.

    მუხლი 7

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

დანართი № 1

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 21  აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12  ივნისის დადგენილება № 328  - ვებგვერდი, 19.06.2018წ.

 

გამოგონების დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები

 

№

ქმედება

აშშ დოლარი ( ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში )

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

90

არსობრივი ექსპერტიზა

 

2.

დაცვის ობიექტის დადგენა

90

3.*

ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთ დამოუკიდებელ მუხლზე

180

4.*

ტექნიკის დონის განსაზღვრა ერთზე მეტ ყოველ დამოუკიდებელ მუხლზე

120

გამოქვეყნება

5.

30 გვერდამდე საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება

60

6.

 30 გვერდზე მეტი საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება ყოველ დამატებით გვერდზე

2

პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება

7.

პატენტის რეგისტრაცია, საპატენტო სიგელის გაცემა და პირველი ორი წლით ძალის შენარჩუნება

200

8.

ერთზე მეტი პატენტის მფლობელის არსებობის შემთხვევაში,  ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა

20

9.

პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე, მეხუთე წლებში, ყოველწლიურად

50

10.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად

70

11.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე წლებში, ყოველწლიურად

170

12.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე წლებში, ყოველწლიურად

250

13.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე წლებში, ყოველწლიურად

300

14.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეთვრამეტე, მეცხრამეტე, მეოცე წლებში, ყოველწლიურად

500

15.

დაცვის დამატებითი მოწმობის მოთხოვნა

100

16.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 21-ე წელს

600

17.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 22-ე წელს

700

18.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 23-ე წელს

800

19.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 24-ე წელს

900

20.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 25-ე წელს

1000

21.

დაცვის დამატებითი მოწმობის საფუძველზე, პატენტის ძალის შენარჩუნება 26-ე წელს

1100

22.

პატენტის მოქმედების აღდგენა

100

საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები

23.

საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა

100

24.

საერთაშორისო განაცხადის თარგმანის წარდგენა ერთი თვის შემდეგ

250

ქმედებები განმცხადებლის , პატენტმფლობელის

ან / და მესამე პირის მოთხოვნით

25.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

26.

შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით

30

27.

გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად

50

28.

სასარგებლო მოდელის განაცხადის გარდაქმნა გამოგონების განაცხადად

70

29.

საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა თითოეულ განაცხადზე

150

30.

პატენტის გაცემის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება

180

31.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

32.

საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტის უფლების აღდგენა

60

33.*

ტექნიკის დონის განსაზღვრა ყოველ დამატებით დამოუკიდებელ მუხლზე ტექნიკის დონის დასკვნის შემდეგ

120

34.

განაცხადის დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა

30

35.

ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე

60

36.

საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა

60

37.

დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა რეესტრიდან

30

38.

ხელშეკრულების რეგისტრაცია

100

39.

სააპელაციო საჩივრის განხილვა გამოგონებაზე

360

40.

მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა საგანაცხადო მასალების  30 გვერდამდე, ერთ პატენტზე

10

41.

მექანიკური შეცდომების გასწორება საგანაცხადო მასალების 30 გვერდზე მეტ   ყოველ დამატებით გვერდზე

2

42.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

43.

ვადის დარღვევის გამო, განაცხადთან დაკავშირებული უფლებების აღდგენა

100

44.

რეესტრში ბიბლიოგრაფიულ მონაცემებზე ძიების ჩატარება

30

 

3.*, 4.*, 33.* – თუ განაცხადზე  „საქპატენტში“  წარდგენილი იქნება საერთაშორისო მოძიების ან/და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის ანგარიშები, აღნიშნულ ქმედებათა საფასურები შემცირდება 50%-ით.

 

დანართი № 2

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

საქართველოს მთავრობის 2011  წლის 2 1 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12  ივნისის დადგენილება № 328  - ვებგვერდი, 19.06.2018წ.

 სასარგებლო მოდელის დაპატენტებასთან დაკავშირებული საფასურები

 

№

ქმედება

აშშ დოლარი ( ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში )

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

90

არსობრივი ექსპერტიზა

2.

დაცვის ობიექტისა და სიახლის დადგენა

90

გამოქვეყნება

3.

 30 გვერდამდე საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება

60

4.

30 გვერდზე მეტი საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება ყოველ დამატებით გვერდზე

2

პატენტის გაცემა და ძალის შენარჩუნება

5.

პატენტის რეგისტრაცია, საპატენტო სიგელის გაცემა და პირველი ორი წლით   ძალის შენარჩუნება

170

6.

პატენტის ძალის შენარჩუნება მესამე, მეოთხე წლებში, ყოველწლიურად

50

7.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეხუთე, მეექვსე წლებში, ყოველწლიურად

70

8.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეშვიდე, მერვე წლებში, ყოველწლიურად

170

9.

პატენტის ძალის შენარჩუნება მეცხრე, მეათე წლებში, ყოველწლიურად

300

10.

პატენტის მოქმედების აღდგენა

100

11.

ერთზე მეტი პატენტის მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი საპატენტო სიგელის გაცემა

20

საერთაშორისო განაცხადზე ჩასატარებელი ქმედებები

12.

საერთაშორისო განაცხადის შემოწმება საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით და განაცხადის მასალების გადაგზავნა

100

13.

საერთაშორისო განაცხადის თარგმანის წარდგენა   ერთი თვის შემდეგ

250

ქმედებები განმცხადებლის , პატენტმფლობელისა და მესამე

პირის მოთხოვნით

14.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

40

15.

შეტყობინება-მოთხოვნაზე პასუხის ვადის გაგრძელება ყოველი ერთი თვით

30

16.

საგამომგონებლო დონის შეფასების მოთხოვნა თითოეულ განაცხადზე

150

17.

პატენტის გაცემის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება

180

18.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

19.

საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტის უფლების აღდგენა

60

20.

განაცხადის ერთი დამოწმებული ასლის მომზადება და გაცემა

30

21.

ცვლილებების შეტანა რეესტრში, გარდა მექანიკური შეცდომების გასწორებისა, ერთი მიმართვით ყოველ ერთ პატენტზე

60

22.

საპატენტო სიგელის დუბლიკატის გაცემა

60

23.

დამოწმებული ამონაწერის მომზადება და გაცემა რეესტრიდან

30

24.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

25.

ხელშეკრულების რეგისტრაცია

100

26.

სააპელაციო საჩივრის განხილვა სასარგებლო მოდელზე

360

27.

მექანიკური შეცდომების გასწორების მოთხოვნა საგანაცხადო მასალების  30 გვერდამდე, ერთ პატენტზე

10

28.

მექანიკური შეცდომების გასწორება საგანაცხადო მასალების 30 გვერდზე მეტ ყოველ დამატებით გვერდზე

2

29.

ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული   უფლებების აღდგენა

100

30.

რეესტრში ბიბლიოგრაფიულ მონაცემებზე ძიების ჩატარება

30

 

დანართი № 3

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

საქართველოს მთავრობის 201 1 წლის 21  აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12  ივნისის დადგენილება № 328  - ვებგვერდი, 19.06.2018წ.

დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

 

№

ქმედება

აშშ დოლარი ( ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში )

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ერთ დიზაინზე

50

2.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

3.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ერთ დიზაინზე                                                                                                

30

4.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

არსობრივი ექსპერტიზა

5.

არსობრივი ექსპერტიზა ერთ დიზაინზე

80

6.

არსობრივი ექსპერტიზა თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

გამოქვეყნება , მოწმობის გაცემა და ძალის შენარჩუნება

7.

ერთი დიზაინის გამოქვეყნება

10

8.

რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება ერთ დიზაინზე

100

9.

რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

10.

ერთზე მეტი   მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა

20

11.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეორე ხუთი წლით ერთ დიზაინზე

80

12.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეორე ხუთი წლით   თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

13.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით   ერთ დიზაინზე

100

14.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მესამე ხუთი წლით   თითოეულ დამატებით დიზაინზე

10

15.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით ერთ დიზაინზე

300

16.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეოთხე ხუთი წლით   თითოეულ დამატებით დიზაინზე

30

17.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით ერთ დიზაინზე

550

18.

რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მეხუთე ხუთი წლით თითოეულ დამატებით დიზაინზე

50

ქმედებები განმცხადებლის , მფლობელის ან / და მესამე   პირის   მოთხოვნით

19.

საგანაცხადო მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა

40

20.

ცვლილებების შეტანა რეესტრიის მონაცემებში ერთი რეგისტრაციისათვის

40

21.

დიზაინის გამოქვეყნების გადადება ყოველი ერთი მიმართვით

100

22.

„საქპატენტის“ მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება   ყოველი ერთი თვით

30

23.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

30

24.

განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა

30

25.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის   გაცემა

30

26.

მოწმობის დუბლიკატის გაცემა

60

27.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა საფასურების გადახდის შესახებ

5

28.

ხელშეკრულების რეგისტრაცია ერთი რეგისტრაციისათვის

100

29.

სააპელაციო საჩივრის   განხილვა ერთ დიზაინზე

200

30.

სააპელაციო საჩივრის   განხილვა თითოეულ დამატებით დიზაინზე

20

31

ვადის დარღვევის გამო,  განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა

30

დაჩქარებული რეგისტრაცია

32.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით ერთ დიზაინზე

100

33.

ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით თითოეულ დამატებით დიზაინზე

20

34.

არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით ერთ დიზაინზე

160

35.

არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით თითოეულ დამატებით დიზაინზე

20

 36.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა ერთ დიზაინზე, დაჩქარებული ექსპერტიზის შემთხვევაში

60

 37.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა თითოეულ დამატებით დიზაინზე, დაჩქარებული ექსპერტიზის შემთხვევაში

20

 38.

ერთი დიზაინის გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით

20

 39.

რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა დაჩქარებული პროცედურით   და პირველი ხუთი წლით ძალის შენარჩუნება

200

 40.

ერთზე მეტი   მფლობელის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა დაჩქარებული პროცედურით

20

 

დანართი № 4

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 ივლისის დადგენილება №215 - სსმ III, №94, 02.08.2010წ., მუხ.1390

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №189 - ვებგვერდი, 02.05.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №343 - ვებგვერდი, 12.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12  ივნისის დადგენილება № 328  - ვებგვერდი, 19.06.2018წ.

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

 

№

ქმედება

აშშ დოლარი ( ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში )

1.

სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე

90

2.

სასაქონლო ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

50

3.

კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ერთ კლასზე

150

4.

კოლექტიური ნიშნის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

90

5.

საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნა

30

6.

სასაქონლო ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა

120

7.

კოლექტიური ნიშნის არსობრივი ექსპერტიზა

310

8.

სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნება

60

9.

კოლექტიური ნიშნის გამოქვეყნება

60

10.

განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა

90

11.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება

150

12.

ერთზე მეტი განმცხადებლის არსებობის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი მოწმობის გაცემა

30

13.

სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთ კლასზე

300

14.

სასაქონლო ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

50

15.

კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა და ათი წლით ძალის შენარჩუნება

550

16.

კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთ კლასზე

550

17.

კოლექტიური ნიშნის მოქმედების ვადის გაგრძელება მომდევნო ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

90

18.

საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში

60

19.

დამატებითი გავრცელების შესახებ საერთაშორისო განაცხადის დამოწმება და გადაგზავნა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროში

60

20.

განაცხადის მასალებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა ყოველ ერთ მიმართვაზე

60

21.

განაცხადის განხილვის შეჩერება ყოველი ერთი თვით

50

22.

ცვლილებების შეტანა რეესტრში ერთი მიმართვით ყოველ ერთ ნიშანზე

60

23.

მადრიდის შეთანხმების ოქმის შესაბამისად, გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე წარდგენილი   ეროვნული განაცხადი

60

24.

განაცხადის დამოწმებული ასლის გაცემა

30

25.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა

30

26.

მოწმობის დუბლიკატის გაცემა

90

27.

მოწმობის დანართის დუბლიკატის გაცემა

30

28.

დამოწმებული ამონაწერის გაცემა, საფასურების გადახდის შესახებ

5

29.

ხელშეკრულების რეგისტრაცია ყოველ ერთ ნიშანზე

90

30.

სააპელაციო საჩივრის   განხილვა სასაქონლო ნიშანზე

200

31.

სააპელაციო საჩივრის განხილვა კოლექტიურ ნიშანზე

400

32.

მოთხოვნილი საბუთის წარდგენის ვადის გაგრძელება ერთი თვით

30

33.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ერთ კლასზე

200

34.

კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ერთ კლასზე

260

35.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალისათვის ერთ კლასზე

300

36.

კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალისათვის ერთ კლასზე

390

37.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის ფორმალური   მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

100

38.

კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის ფორმალური   მოთხოვნების ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

130

39.

სასაქონლო ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

100

40.

კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა დაჩქარებული პროცედურით საქონლის ჩამონათვალის ყოველ დამატებით კლასზე

130

41.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება

340

42.

კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება

440

43.

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება ყოველ დამატებით კლასზე

100

44.

კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა, გამოქვეყნება დაჩქარებული პროცედურით და ათი წლით ძალის შენარჩუნება ყოველ დამატებით კლასზე

130

ინდივიდუალური საფასურები ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმებასთან არსებული ოქმით საქართველოზე გავრცელებისათვის :

№

ქმედება

შვეიცარიული ფრანკი ( ეკვივალენტი ეროვნულვალუტაში )

45.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით   საქონლის ერთ კლასზე

314

46.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის გავრცელება საქართველოზე ათი წლით საქონლის ყოველ ერთზე მეტ კლასზე

115

47.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო ათი წლით, საქონლის ერთ კლასზე

314

48.

მადრიდის ოქმით საერთაშორისო რეგისტრაციის ძალის შენარჩუნება მომდევნო ათი წლით საქონლის ერთზე მეტ კლასზე

115

დანართი  №5

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №688 - ვებგვერდი, 22.12.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12  ივნისის დადგენილება № 328  - ვებგვერდი, 19.06.2018წ.

 

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საფასურები

 

№

ქმედება

აშშ დოლარი ( ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში )

1.

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის სარეგისტრაციო განაცხადის ექსპერტიზა  

40

2.

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოქვეყნება, რეგისტრაცია, მოწმობის გაცემა  

20

3.

ცვლილებების შეტანა რეესტრში  

30

4.

რეესტრიდან დამოწმებული ამონაწერის გაცემა  

   30

დანართი № 6

 

ნაწარმოებისა და მონაცემთა ბაზის დეპონირებასთან დაკავშირებული საფასურები

 

№

ქმედება

ლარი

1.

ნაწარმოების დეპონირებისა და მოწმობის გაცემის საფასური

10

2.

მონაცემთა ბაზის დეპონირებისა და მოწმობის გაცემის საფასური

10

3.

დეპონირების მოწმობის დუბლიკატის გაცემის საფასური

5

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“, №182, 03.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1023130-5/