საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.07.2010 ძალადაკარგული 28.12.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№193
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 15/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (25)

შემდგომი ცვლილებები (23)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №193

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა  და  გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (სსმ I, 2010 წელი, №35, მუხლი 213) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების მიზნით, განისაზღვროს გარანტირებული სიმძლავრის წყაროები, ამ წყაროების მიერ უზრუნველყოფილი მინიმალური გარანტირებული სიმძლავრეები და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდები:

 

გარანტირებული სიმძლავრის წყაროები

(წარმოების ლიცენზიანტები)

თბოელექტროსადგურის დასახელება

გარანტირებული სიმძლავრე

(მვტ-ში)

გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი

შპს „მტკვარი ენერგეტიკა “

გარდაბნის თბოელექტროსადგურის

№9 ენერგობლოკი

180

2010 წლის 1 სექტემბრიდან – 2011 წლის 1 სექტემბრამდე

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია “

გარდაბნის თბოელექტროსადგურის

№3 ენერგობლოკი

100

2010 წლის 1 სექტემბრიდან – 2011 წლის 1 სექტემბრამდე

გარდაბნის თბოელექტროსადგურის

№4 ენერგობლოკი

100

2010 წლის 1 სექტემბრიდან – 2011 წლის 1 სექტემბრამდე

შპს ჯიფაუერი

აირტურბინული ელექტროსადგური

80

2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე და

2011 წლის 1 ივლისიდან

2020 წლის 1 სექტემბრამდე

65

2011 წლის 1 მარტიდან

2011 წლის 1 ივლისამდე

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილებს №362-სსმIII, №157, 01.12.2010წ., მუხ.225

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის დადგენილება №110 - ვებგვერდი, 07.03.2011წ.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაურ ი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილებს №362 - სსმIII, №157, 01.12.2010წ., მუხ.225

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის დადგენილება №110 - ვებგვერდი, 07.03.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“, №193, 15.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1024128-2/