საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.07.2010 ძალადაკარგული 28.12.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№193
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 15/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (25)

შემდგომი ცვლილებები (20)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №193

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა  და  გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (სსმ I, 2010 წელი, №35, მუხლი 213) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირების მიზნით, განისაზღვროს გარანტირებული სიმძლავრის წყაროები, ამ წყაროების მიერ უზრუნველყოფილი მინიმალური გარანტირებული სიმძლავრეები და გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდები:

 

გარანტირებული სიმძლავრის წყაროები

(წარმოების ლიცენზიანტები)

თბოელექტროსადგურის დასახელება

გარანტირებული სიმძლავრე

(მვტ-ში)

გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი

1. შპს „მტკვარი ენერგეტიკა“

გარდაბნის  თბოელექტროსადგური     №9 ენერგობლოკი

 

180

2010 წლის 1 სექტემბრიდან  2012 წლის 1 სექტემბრამდე

2. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია “

გარდაბნის თბოელექტროსადგური      №3 ენერგობლოკი

 

100

2010 წლის 1 სექტემბრიდან  2012 წლის 1 სექტემბრამდე

გარდაბნის  თბოელექტროსადგური     №4 ენერგობლოკი

 

100

 

2010 წლის 1 სექტემბრიდან  2012 წლის 1 სექტემბრამდე

3. შპს „ჯიფაუერი “

აირტურბინული ელექტროსადგური

80

2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე და

2011 წლის 20 ო ქტომბრი დან            2020 წლის 1 სექტემბრამდე

65

2011 წლის 1 მარტიდან            

2011 წლის 20 ოქტომბრამდე

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილებს №362-სსმIII, №157, 01.12.2010წ., მუხ.225

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის დადგენილება №110 - ვებგვერდი, 07.03.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №262 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის დადგენილება №282 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №348– ვებგვერდი,15.09.2011წ.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაურ ი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის დადგენილებს №362 - სსმIII, №157, 01.12.2010წ., მუხ.225

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის დადგენილება №110 - ვებგვერდი, 07.03.2011წ.

3. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის დადგენილება №262 – ვებგვერდი, 07.07.2011წ.

4. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის დადგენილება №282 - ვებგვერდი, 22.07.2011წ.

5. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №348– ვებგვერდი,15.09.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის შესახებ“, №193, 15.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1024128-5/