საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (16)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.015.021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №74/ნ
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, 481 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის “სკოლის მანდატურის სამსახურის” თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლის მანდატურის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სკოლის მანდატურის სამსახური” (შემდგომში – სამსახური) არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. სამსახურს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, მ. ალექსიძის ქუჩა №1.
მუხლი 2. სამსახურის მიზნები, საქმიანობის საგანი და მოვალეობები
1. სამსახურის მიზანია:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
ბ) საჯარო სკოლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, აგრეთვე ნარკოტიკული დანაშაულის აღკვეთა;
გ) მოზარდ მოსწავლეთა შორის ურთიერთდაპირისპირების აღმოფხვრა;
დ) საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების აღმოფხვრა.
2. თავისი მიზნების მისაღწევად სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლს;
ბ) უზრუნველყოფს სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ და გამოვლენილ სამართალდარღვე-ვებზე რეაგირებას, მის აღკვეთას და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებას (ცივი იარაღის ტარების, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-მოხმარების, ჯანმრთელობის დაზიანების, თამბაქოს რეალიზაციის წესის დარღვევის, წვრილმანი ხულიგნობის და სხვა ისეთი ქმედებები, რომელიც ხელყოფს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას);
გ) უზრუნველყოფს სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის ან მასწავლებლის თხოვნით სოციალური ქცევის პრობლემის მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობას, მათთან ინდივიდუალური გასაუბრებების წარმოებას, მათ ქცევაზე დაკვირვებასა და კონტროლს;
დ) უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ და სისხლისამართლებრივი დარღვევებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას;
ე) უზრუნველყოფს მშობლებისა და დირექციის ინფორმირებას სკოლის რეჟიმს ძნელად შეგუებულ მოსწავლეთა ქცევასთან დაკავშირებით;
ვ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) სკოლაში მომუშავე პირების, მოსწავლეთა და სკოლაში მყოფი სხვა პირების დაცვას და ევაკუაციაში ხელშეწყობას;
ზ) უზრუნველყოფს დაპირისპირებულ მოზარდებს შორის მედიატორის როლის შესრულებას, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენას და გადაჭრას;
თ) აწარმოებს სოციალური ქცევის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებს;
ი) ახორციელებს სკოლის შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლის;
კ) უზრუნველყოფს სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საჯარო სკოლაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენას და სკოლის დირექტორისა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენას.
ლ) ქმნის სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საინფორმაციო-ელექტრონულ ბაზას;
მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომელიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით უფლებამოსილია ჩაატაროს პირადი გასინჯვა;
ნ) კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში იყენებს სპეციალურ საშუალებებს.
მუხლი 3. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. უფროსი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება სამსახურის წარმომადგენლობა. უფროსი პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულებაზე.
3. უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. ცენტრის მუშაკთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულებით.
4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით უფროსი მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სამსახურის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს. უფროსი ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, რომლის დაცვა ევალება სამსახურის თითოეულ თანამშრომელს.
5. უფროსი უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს.
6. უფროსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
7. უფროსი სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, სამსახურის საქმიანობის სრულყოფის შესახებ.
8. სამინისტროს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს.
9. ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
10. ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
11. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს უფროსის მოვალეობებს ასრულებს უფროსის მოადგილე.
12. უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
13. უფროსის მოადგილე წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.
მუხლი 4. სამსახურის ფულადი სახსრები
1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამსახურის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი სამსახურის საქმიანობაზე
1. სამსახურის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად, მინისტრი უფლებამოსილია სამსახურისაგან გამოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
3. სამსახურმა მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. სამსახურს უფლება არა აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად.
6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 6. სამსახურის ქონება
სამსახურს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც სამსახურის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ სამსახურის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 7. სამსახურის ანგარიშგება
1. სამსახური ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.
2. სამსახური ვალდებულია აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის წლიურ ბალანსს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით, ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.015.021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №74/ნ
+
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სკოლის მანდატურის სამსახურის” დებულების დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, 481 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის “სკოლის მანდატურის სამსახურის” თანდართული დებულება.
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანდართული დებულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლის მანდატურის სამსახურის დებულება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულება
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
+
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სკოლის მანდატურის სამსახური” (შემდგომში – სამსახური) არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“ (შემდგომში – სამსახური) არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
2. (ამოღებულია - 28.07.2014, №92/ნ).
3. სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. (ამოღებულია - 28.07.2014, №92/ნ).
5. სამსახურს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, მ. ალექსიძის ქუჩა №1.
მუხლი 2. სამსახურის მიზნები, საქმიანობის საგანი და მოვალეობები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
1. სამსახურის მიზანია:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 28 ივლისის ბრძანება №92/ნ - ვებგვერდი, 29.07.2014წ
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 30.11.2018წ.
ბ) საჯარო სკოლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, აგრეთვე ნარკოტიკული დანაშაულის აღკვეთა;
გ) მოზარდ მოსწავლეთა შორის ურთიერთდაპირისპირების აღმოფხვრა;
მუხლი 2.
+
სამსახურის ამოცანები, საქმიანობის საგანი (უფლებამოსილება) და სტრუქტურა
დ) საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების აღმოფხვრა.
1. სამსახურის ამოცანაა:
2. თავისი მიზნების მისაღწევად სამსახური:
ა) საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სკოლასთან თანამშრომლობა;
ა) უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლს;
ბ) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში – საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) უზრუნველყოფს სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ და გამოვლენილ სამართალდარღვე-ვებზე რეაგირებას, მის აღკვეთას და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებას (ცივი იარაღის ტარების, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-მოხმარების, ჯანმრთელობის დაზიანების, თამბაქოს რეალიზაციის წესის დარღვევის, წვრილმანი ხულიგნობის და სხვა ისეთი ქმედებები, რომელიც ხელყოფს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას);
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებების საფუძველზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) უზრუნველყოფს სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის ან მასწავლებლის თხოვნით სოციალური ქცევის პრობლემის მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობას, მათთან ინდივიდუალური გასაუბრებების წარმოებას, მათ ქცევაზე დაკვირვებასა და კონტროლს;
დ) ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების და/ან მასწავლებლებისათვის;
დ) უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ და სისხლისამართლებრივი დარღვევებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას;
ე) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაცია და საინფორმაციო მხარდაჭერის აღმოჩენა;
ე) უზრუნველყოფს მშობლებისა და დირექციის ინფორმირებას სკოლის რეჟიმს ძნელად შეგუებულ მოსწავლეთა ქცევასთან დაკავშირებით;
ვ) კატასტროფისათვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის საწინააღმდეგო (მათ შორის – ანტიბულინგური) საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) სკოლაში მომუშავე პირების, მოსწავლეთა და სკოლაში მყოფი სხვა პირების დაცვას და ევაკუაციაში ხელშეწყობას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზება;
ზ) უზრუნველყოფს დაპირისპირებულ მოზარდებს შორის მედიატორის როლის შესრულებას, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენას და გადაჭრას;
თ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა;
თ) აწარმოებს სოციალური ქცევის პრობლემის მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებს;
ი) ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სკოლასთან თანამშრომლობა.
ი) ახორციელებს სკოლის შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლის;
2. სამსახურის საქმიანობის საგანი (უფლებამოსილება):
კ) უზრუნველყოფს სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საჯარო სკოლაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენას და სკოლის დირექტორისა და სამსახურის უფროსისათვის წარდგენას.
ა) სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით , „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ ” საქართველოს კანონით , სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით;
ლ) ქმნის სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ საინფორმაციო-ელექტრონულ ბაზას;
ბ) სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;
მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომელიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით უფლებამოსილია ჩაატაროს პირადი გასინჯვა;
გ) სამსახური უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ამ მიზნით თანამშრომლობს სკოლასთან;
ნ) კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში იყენებს სპეციალურ საშუალებებს.
დ) სამსახური უზრუნველყოფს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში – საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
ე) სამსახური უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებების საფუძველზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
ვ) სამსახური უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების და/ან მასწავლებლებისათვის;
ზ) (ამოღებულია - 29.11.2018, №53/ნ);
თ) სამსახური ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობებს ათანხმებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სოციალური მომსახურების სააგენტოსთან;
ი) (ამოღებულია - 29.11.2018, №53/ნ);
კ) სამსახური სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში (სამმართველო) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სუბიექტის გადამისამართების მიზნით ნერგავს საჭირო პროცედურებსა და ახორციელებს მათ შესრულებაზე კონტროლს;
ლ) სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განაწილებული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების საქმიანობის მონიტორინგს;
მ) სამსახური უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების (სერტიფიცირების) გავლას;
ნ) (ამოღებულია - 14.03.2017, №43/ნ);
ო) სამსახური „ზოგადი განათლების შესახებ ” საქართველოს კანონის 485 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სოციალურ დაცვას;
პ) სამსახური აცხადებს კონკურსებს;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კვლევას;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარებას;
ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას;
ტ) სამსახური უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაციას და საინფორმაციო მხარდაჭერის აღმოჩენას;
უ) სამსახური უზრუნველყოფს კატასტროფისათვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის საწინააღმდეგო (მათ შორის – ანტიბულინგური) საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ფ) სამსახური უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას.
3. სამსახური ამ მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და საქმიანობის საგანის (უფლებაუნარიანობა) შესრულებას უზრუნველყოფს შემდეგი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით:
ა) სამსახურის მონიტორინგის სამმართველო;
ბ) სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველო;
გ) სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო);
დ) (ამოღებულია - 14.03.2017, №43/ნ);
ე) სამსახურის საშტატო განრიგით გათვალისწინებული სხვა სამმართველოები.
4. სამსახურის მონიტორინგის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამსახურში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლს, სამსახურის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენას, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას;
გ) უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას და სამსახურის უფროსისათვის წარდგენას;
დ) უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას;
ე) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსის შესრულებაზე კონტროლს და ზედამხედველობის განხორციელებას;
ვ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობის და მათი საქმიანობის კანონიერების კონტროლს;
ზ) უზრუნველყოფს სამსახურში გეგმური ან არაგეგმური სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების ჩატარებას, დისციპლინური და სხვა სამსახურებრივი გადაცდომის კუთხით;
თ) უზრუნველყოფს ცხელი ხაზის მუდმივ ფუნქციონირებას, მიღებულ ინფორმაციაზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას.
ი) უზრუნველყოფს სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამის დამუშავებას;
კ) უზრუნველყოფს ჯამური – კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას და მათ ანალიზს, ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;
ლ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს.
5. სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში - საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, მათ შორის, საჯარო სკოლებში, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
გ) უზრუნველყოფს სერტიფიცირებული მანდატურების ერთიანი ბაზის წარმოებას;
დ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების (ნებისმიერი მოქმედების, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და არღვევს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის/სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლებებს, მოიცავს ფსიქიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტს, მიმართულია ვინმეს სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის წინააღმდეგ) თაობაზე სტატისტიკური ფორმების შემუშავებას;
ე) უზრუნველყოფს ჯამური – კვარტალური, ყოველწლიური, სტატისტიკის წარმოებას საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების (ნებისმიერი მოქმედების, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და არღვევს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის/სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლებებს, მოიცავს ფსიქიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტს, მიმართულია ვინმეს სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის წინააღმდეგ) შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს რეკომენდაციების შემუშავებას საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული დარღვევების (ნებისმიერი მოქმედების, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და არღვევს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის/სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლებებს, მოიცავს ფსიქიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტს, მიმართულია ვინმეს სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის წინააღმდეგ) აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი მოქმედების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსების (სერტიფიცირების) გასავლელად აუცილებელი პროცედურების ორგანიზებას;
თ) უზრუნველყოფს სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამის დამუშავებას;
ი) უზრუნველყოფს ჯამური - კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას და მათ ანალიზს, ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;
კ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს;
ლ) უზრუნველყოფს კატასტროფისათვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის საწინააღმდეგო (მათ შორის – ანტიბულინგური) საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
მ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემას;
ნ) უზრუნველყოფს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სკოლასთან თანამშრომლობას;
6. სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო):
ა) უწევს ფსიქოლოგიური მომსახურებას ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებს, სტუდენტებს, პროფესიული სტუდენტებსა და მათი მშობლებს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს და/ან მასწავლებლებს;
ბ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის, მასწავლებლებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის, პროფესიული სტუდენტებისათვის, მათი მშობლებისათვის/კანონიერი წარმომადგენლებისათვის ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარებას;
გ) (ამოღებულია - 29.11.2018, №53/ნ);
დ) (ამოღებულია - 29.11.2018, №53/ნ);
ე) ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის უფლება-მოვალეობებს ათანხმებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - სოციალური მომსახურების სააგენტოსთან;
ვ) (ამოღებულია - 29.11.2018, №53/ნ);
ზ) უზრუნველყოფს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარებას საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან, მშობლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთან;
თ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, სტუდენტის, პროფესიული სტუდენტის მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ან/და მასწავლებლების, ინფორმირებას და კონსულტაციის გაწევას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში
ი) (ამოღებულია - 29.11.2018, №53/ნ);
კ) უზრუნველყოფს სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამის დამუშავებას;
ლ) უზრუნველყოფს ჯამური – კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას და მათ ანალიზს, ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;
მ) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კვლევას;
ო) უზრუნველყოფს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაციას და საინფორმაციო მხარდაჭერის აღმოჩენას;
7. (ამოღებულია - 14.03.2017, №43/ნ);
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №145/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 თებერვლის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 27.02.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 მარტის ბრძანება №38/ნ - ვებგვერდი, 15.03.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 აგვისტოს ბრძნება №109/ნ - ვებგვერდი, 16.08.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №137/ნ - ვებგვერდი, 16.09.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მევნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №148/ნ - ვებგვერდი, 04.11.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მევნიერების მინისტრის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 14.03.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 30.11.2018წ.
მუხლი 3. სამსახურის მართვა🔗
+
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
2. უფროსი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება სამსახურის წარმომადგენლობა. უფროსი პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულებაზე.
3. უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. ცენტრის მუშაკთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულებით.
3. უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.
31. უფროსი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლებზე გასცეს სახელფასო დანამატი.
4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით უფროსი მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სამსახურის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს. უფროსი ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, რომლის დაცვა ევალება სამსახურის თითოეულ თანამშრომელს.
5. უფროსი უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს.
6. უფროსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
7. უფროსი სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, სამსახურის საქმიანობის სრულყოფის შესახებ.
8. სამინისტროს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს.
9. ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
10. ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
11. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს უფროსის მოვალეობებს ასრულებს უფროსის მოადგილე.
11. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს უფროსის მოვალეობებს ასრულებს უფროსის პირველი მოადგილე. ხოლო, პირველი მოადგილის შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფროსის მოვალეობას ასრულებს უფროსის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოადგილე.
12. უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
12. უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;
13. უფროსის მოადგილე წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.
13. უფროსის პირველ მოადგილის და მოადგილეების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს უფროსი.
საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრი ბრძანება №112/ნ - სსმIII,№140,29.10.2010წ.,მუხ.2007
საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/ნ - ვებგვერდი, 11.01.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №166/ნ - ვებგვერდი, 04.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №154/ნ - ვებგვერდი, 31.08.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №53/ნ - ვებგვერდი, 30.11.2018წ.
მუხლი 4. სამსახურის ფულადი სახსრები🔗
+
1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) მიზნობრივი გრანტები;
გ) საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამსახურის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი სამსახურის საქმიანობაზე🔗
+
1. სამსახურის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
1. სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2. ამ მუხლით დადგენილი კომპეტენციების შესაბამისად, მინისტრი უფლებამოსილია სამსახურისაგან გამოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. სამსახურმა მხოლოდ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
3. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
4. სამსახურმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სამსახურის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
ე ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
ვ ) სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. სამსახურს უფლება არა აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად.
5 . ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
6 . სამსახურს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 6. სამსახურის ქონება🔗
+
სამსახურს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც სამსახურის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ სამსახურის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 7. სამსახურის ანგარიშგება🔗
+
1. სამსახური ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.
2. სამსახური ვალდებულია აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის წლიურ ბალანსს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით, ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია🔗
+
სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები🔗
+
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №74/ნ, 20.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.015021 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1026523-13/