საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.08.2010 ძალადაკარგული 12.07.2019
ნომერი
№74/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.015021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 24/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (16)

შემდგომი ცვლილებები (9)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.015.021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №74/ნ

+

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

+

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, 48​1  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანდართული დებულება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი


საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულება

+

      საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

+

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური” (შემდგომში – სამსახური) არის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ამოცანაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

4. სამსახური საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. სამსახურს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ანგარიში ბანკში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო.

7. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, მ. ალექსიძის ქუჩა №1.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 2. სამსახურის მიზნები, საქმიანობის საგანი და მოვალეობები

+

1. სამსახურის მიზანია:

ა) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლს;

ბ) უზრუნველყოფს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, მის აღკვეთას და შესაბამისი  სამართალდამცავი  ორგანოების ინფორმირებას;

გ) უზრუნველყოფს  საგანმანათლებლო დაწესებულების  სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის, რექტორის და აკადემიური პერსონალის  თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ურთიერთობას, მათთან ინდივიდუალურ გასაუბრებას, მათ ქცევაზე დაკვირვებას;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებებ ის ტერიტორიაზე მოსწავლეთა/სტუდენტთა მიერ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების აღმოფხვრა.

2. თავისი მიზნების მისაღწევად სამსახური:

ა) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრების კონტროლს;

ბ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულება ში და მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, მის აღკვეთას და შესაბამის ი სამართალდამცავ ი ორგანოების ინფორმირებას (ცივი იარაღის ტარებ ა , ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-მოხმარებ ა , ჯანმრთელობის დაზიანებ ა, თამბაქოს რეალიზაციის წესის დარღვევ ა , წვრილმანი ხულიგნობ ა და სხვა ისეთი ქმედებები, რომელიც ხელყოფს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას);

გ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციი ს, მასწავლებლის, რექტორის და აკადემიური პერსონალის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ურთიერთობა ს , მათთან ინდივიდუალურ გასაუბრება ს , მათ ქცევაზე დაკვირვება ს და მათ კონტროლ ს ;

დ) უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება ს ;

ე) უზრუნველყოფს მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციის ინფორმირება ს სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა ქცევის შესახებ;

ვ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა/სტუდენტთა , საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა ს და მათ ი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა ს ;

ზ) უზრუნველყოფს დაპირისპირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის მედიატორის როლის შესრულება ს , კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა ს და კონფლიქტის მოგვარება ს ;

თ) მონაწილეობს სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებთან შეხვედრებში;

ი) დამოუკიდებლად ან საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად იცავს წესრიგსა და დისციპლინას საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე;

კ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა ს და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა ს ;

ლ) ქმნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზა ს ;

მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით უფლებამოსილია ჩაატაროს პირადი გასინჯვა;

ნ) კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში იყენებს სპეციალურ საშუალებებს;

ო)  აცხადებს კონკურსებს;

პ) უწევს ფსიქო-სოციალურ მომსახურებას ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ქცევითი დარღვევების მქონე პირებს, მათი ოჯახის წევრებს და მასწავლებლებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №145/ნ - ვებგვერდი, 30.08.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 თებერვლის ბრძანება №30/ნ - ვებგვერდი, 27.02.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 მარტის ბრძანება №38/ნ - ვებგვერდი, 15.03.2013წ.

    მუხლი 3. სამსახურის მართვა

+

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2. უფროსი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება სამსახურის წარმომადგენლობა. უფროსი პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ბრძანებების და დავალებების შესრულებაზე.

3. უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით უფროსი მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს სამსახურის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს. უფროსი ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს, რომლის დაცვა ევალება სამსახურის თითოეულ თანამშრომელს.

5. უფროსი უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლს.

6. უფროსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

7. უფროსი სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, სამსახურის საქმიანობის სრულყოფის შესახებ.

8. სამინისტროს წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს.

9. ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

10. ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

11. შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევების დროს უფროსის მოვალეობებს ასრულებს უფროსის პირველი მოადგილე. ხოლო, პირველი მოადგილის შვებულების, სამსახურებრივი მივლინების ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფროსის მოვალეობას ასრულებს უფროსის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოადგილე.

12. უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილ ე ე ბ ს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

13. უფროსის პირველ მოადგილის და მოადგილე ების უფლებამოსილებებს განსაზღვრავს უფროსი.

     საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრი ბრძანება  № 112 /ნ - სსმIII,№140,29.10.2010წ.,მუხ.2007

       საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №1/ნ - ვებგვერდი, 11.01.2011წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2012 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №166/ნ - ვებგვერდი, 04.09.2012წ.

    მუხლი 4. სამსახურის ფულადი სახსრები

+

1. სამსახურის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) მიზნობრივი გრანტები;

გ) საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამსახურის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი სამსახურის საქმიანობაზე

+

1. სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.

4. სამსახურმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სამსახურის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ ) სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

5 . ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6 . სამსახურს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირ ს, გაასხვისოს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 7. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 აპრილის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.

    მუხლი 6. სამსახურის ქონება

+

სამსახურს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც სამსახურის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ სამსახურის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

    მუხლი 7. სამსახურის ანგარიშგება

+

1. სამსახური ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში.

2. სამსახური ვალდებულია აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სამსახურის წლიურ ბალანსს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით, ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 8. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

+

სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

+

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №74/ნ, 20.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.015021 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1026523-7/