საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (38)
შემდგომი ცვლილებები (19)
წინა ცვლილებები (19)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №98/ნ
2010 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დად ასტურები ს ა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონ ი ს 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ვ “ ქვეპუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ2 ” ქვეპუნქტისა და 89-ე მუხლის 22-ე პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დად ასტურები ს ა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი დანართი №1 შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურები დანართი №2-ის შესაბამისად.
3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
დ . შაშკინი
დანართი №1
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №147/ნ - ვებგვერდი, 03.11.2016წ.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
მუხლი 2. უფლებამოსილი ორგანო
1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას. განცხადება ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თანდართული დოკუმენტები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის მეშვეობით, ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).
4. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, განმცხადებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში აუცილებელია, განცხადებას თან ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
5. ცენტრში წარმოდგენილი განცხადების განხილვის წინაპირობაა შესაბამისი საფასურის გადახდა ან მითითება საფასურისაგან განთავისუფლების შესახებ დანართი №2-ით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს ვალდებულება არ ვრცელდება განცხადების წარმდგენ იურიდიულ პირებზე, რომლებიც შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე ეკისრება განმცხადებელს და ამ ინფორმაციის გამცემ შესაბამის ორგანოს/დაწესებულებას. თუ წარმოდგენილ დოკუმენტაციას აღენიშნება სიყალბის ნიშნები, ცენტრი ამ დოკუმენტს გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.
7. განცხადების განხილვა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში, გარდა ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების განხორციელებისა.
8. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარებისათვის აუცილებელი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.
9. ცენტრის დირექტორი, ამ დანართით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციას საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებით.
10. ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის შეიმუშავებს ზოგად რეკომენდაციებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება
1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი– დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).
2. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
4. 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტიs – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა დასაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას.
5. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.
6. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას;
ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
9. გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების შესახებ ძალაშია მხოლოდ მისთვის თანდართულ საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლთან ერთად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
მუხლი 4. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება
1. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება (შემდგომში – უმაღლესი განათლების აღიარება) გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ, რომლის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ სრულად/ნაწილობრივ, მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.
2. უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს თან უნდა ახლდეს ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტი/ცნობა ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) აღიარებს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღებულ უმაღლეს განათლებას;
ბ) უარს ამბობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე.
4. უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დაინტერესებული პირის განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის განმცხადებელს სურს უმაღლესი განათლების აღიარება, უგზავნის განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას.
6. ცენტრი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში გამოცდის ჩატარებას, რომლის მიზანია დადგინდეს, ფლობს თუ არა პირი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული კომპონენტით გათვალისწინებულ კომპეტენციას. საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული დასკვნის საფუძველზე ცენტრი იღებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.
7. განათლების აღიარების მსურველის გამოცდის ჩატარების წესი და გამოცდის თემატიკა, მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიციის გათვალისწინებით, მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას.
9. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.
მუხლი 5. საქართველოში მიღებული განათლების აღიარების სხვა შემთხვევები
1. ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.
2. ცენტრი ახდენს ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, განმცხადებლები განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას;
ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე.
6. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.
მუხლი 6. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება
1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.
2. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში შეიძლება წარდგენილ იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტი ან მისი ასლი; ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
21. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ.
22. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების შესაბამისობის შესახებ.
3. უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს:
ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება);
ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
5. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას;
ბ) უარს ამბობს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.
7. განმცხადებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს პირობითი გადაწყვეტილება, სადაც მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
8. გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ძალაშია მხოლოდ მისთვის თანდართულ საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლთან ერთად, ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, შესაძლოა საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლის ნაცვლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას თან დაერთოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №179/ნ - ვებგვერდი, 03.01.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
მუხლი 7. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თავისებურებანი
1. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობას. სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვის ცენტრში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები (არსებობის შემთხვევაში).
2. იმ პირების განათლების აღიარების მიზნით, რომლებიც ვერ ახერხებენ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დადასტურებას, ცენტრი ატარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას და შედეგებს აცნობებს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც გააგრძელა პირმა სწავლა. თუ ამ წარმოების შედეგად ვერ დადასტურდა პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, პირი უფლებამოსილია საგნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
3. ამ წესის მე-6 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები.
4. ამ წესის მე-6 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
5. პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან, მისი თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში.
6. პირი უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით.
7. იმ შემთხვევაში, თუკი პირმა ვერ შეძლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საგნების დაძლევა სასწავლო წლის დასრულებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსწავლე გადაიყვანოს მომდევნო კლასში.
8. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი ადგენს სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის სწავლის შედეგებთან.
9. ცენტრი აღიარებს პირის მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში მოპოვებულ სწავლის შედეგებს, ხოლო უცხოეთში სწავლის პერიოდში (სამეცნიერო ნაშრომის დასრულებამდე) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესრულებული კვლევითი კომპონენტის აღიარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
10. დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, ამ წესის მე-6 მუხლის 2 2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
11. აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
13. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.
14. დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.
15. (ამოღებულია - 22.08.2017, №143/ნ).
16. აღიარება ფორმდება დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული დასკვნით, რომელშიც მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.
17. ამ წესის მე-6 მუხლის 2 2 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე. ცენტრი აღიარებს კრედიტების იმ რაოდენობას, რაც გათვალისწინებულია მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების თავსებადი სასწავლო კურსისათვის. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
18. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაფორმებულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრისგან მიიღოს წინასწარი თანხმობა, რაც შემდგომში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების ავტომატურად აღიარების საფუძველია. ასეთ შეთხვევაში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება აღიარებულად ითვლება ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიუხედავად.
19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობა ცენტრის მიერ გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით.
20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობის მისაღებად საგანმანათლებლო დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარადგინოს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ. წარდგენილ შეთანხმებაში მოცემული განათლების აღიარების წესი უნდა შეესაბამებოდეს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მარეგულირებელ კანონმდებლობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
დანართი №2
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურები
მუხლი 1. საფასურის ოდენობები
1. საფასურის ოდენობებია:
ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 25 ლარი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის – 40 ლარი, უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარებისას 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარებისას 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი;
გ) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის – 70 ლარი;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისას წინასწარი თანხმობის მიღებისათვის – 25 ლარი;
ე) ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების განათლების აღიარებისათვის – 40 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებების საფასურებს საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ემატება 5 ლარი.
3. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებაზე ან ინფორმაციის გაცემაზე უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო ითხოვს შესაბამისი საფასურის გადახდას, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 18.08.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 09.10.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №169/ნ - ვებგვერდი, 27.12.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 08.08.2017წ.
მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
11. ცენტრში შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების წარმდგენი იურიდიული პირების შემთხვევაში, რომლებიც შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;
ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცენტრის მიზეზით.
3. თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას მომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება, თუ შესაბამის ვადაში მომსახურება ვერ იქნა გაწეული ცენტრის მიზეზით.
4 . თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, ცენტრი ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე. მომ ს ახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, საფასურის დაბრუნების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, გადახდილი საფასური ექვემდებარება სრულად დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებისათვის წარდგენილი იყო ყალბი დოკუმენტი.
5 . თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტები შედგენილი ან/და გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.
6 . თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.
7 . ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 22 მარტის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 23.03.2016წ.
მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საკუთარი საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მოთხოვნისას ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50%-ით;
დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50%-ით;
ე) სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20%-ით.
11. ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევისას.
12. ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების რამდენიმე საფუძვლის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ისარგებლოს მხოლოდ ერთი საფუძვლით.
13. ამ დანართის პირველი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2 . ამ წესით დადგენილი საფასური არ გადაიხდევინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის ბრძანება №124/ნ - ვებგვერდი, 28.06.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №165/ნ - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №240/ნ - ვებგვერდი, 14.11.2012წ.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №98/ნ 2010 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისისაქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურები სა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ს 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ვ “ ქვეპუნქტის, „ უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ პ2 ” ქვეპუნქტისა და 89-ე მუხლის 22-ე პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურები სა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი დანართი №1 შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურები დანართი №2-ის შესაბამისად.
3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
დ . შაშკინი
დ . შაშკინი
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტებ ის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
2. ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება ხორციელდება „დ ოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულებისა და „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №404 ბრძანებულების შესაბამისად.
3. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას.
4. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება (შემდგომში – უმაღლესი განათლების აღიარება) გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.
5. ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარება გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.
6. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების ობიექტი არის საგანმანათლებლო დოკუმენტი ან ფაქტი, რომელიც ასახავს/ადასტურებს უმაღლესი, პროფესიული ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლას.
მუხლი 2🔗
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას საქართველოში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში ცენტრს სრული მოცულობით მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია.
4. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობაზე ეკისრება განმცხადებელს და ამ ინფორმაციის გამცემ შესაბამის ორგანოს/დაწესებულებას.
5. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემები, აგრეთვე შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.
6. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარებისათვის აუცილებელი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.
7. ცენტრის დირექტორი, ამ დანართით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციას საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებით.
8. ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის შეიმუშავებს ზოგად რეკომენდაციებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 3. განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა🔗
1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას. განცხადება და თანდართული დოკუმენტები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის მეშვეობით, ქართულ ან ცენტრის მიერ დადგენილ უცხო ენაზე.
2. უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების შესახებ განცხადებაში მიეთითება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, რომელშიც ისწავლა ამ დაწესებულებაში ჩარიცხულმა პირმა და საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზნებისთვის დაინტერესებული პირი ითხოვს უმაღლესი განათლების აღიარებას.
3. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტი ან მისი დამოწმებული ასლი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტის ასლი ან ცნობა ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით;
ბ) განმცხადებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (არსებობის შემთხვევაში) ან მითითება საფასურისაგან განთავისუფლების დანართი №2-ის გათვალისწინებულ საფუძველზე.
4. ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული ის პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ, მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
5. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, განცხადებას დაურთავენ იმ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვას.
6. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
7. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
მუხლი 4. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება🔗
მუხლი 4. განცხადების განხილვის წესი🔗
1. განცხადების განხილვა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში, გარდა ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების განხორციელებისა.
2. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ფაქტს, პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს, საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
3. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან, აგრეთვე საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაცია ან გავლილი სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, ცენტრი ვალდებულია ნამდვილობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს აღნიშნულის თაობაზე.
4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებასა და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას.
5. ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს, გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ამ მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას.
6. თუ საგანმანათლებლო დოკუმენტი ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით, მისი ნამდვილობის დადასტურების მიზნებისთვის ითვლება, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტი გაცემულია იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში და მოწმდება მხოლოდ არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას.
7. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
მუხლი 5. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თავისებურებანი🔗
1 . უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო დაწესებულებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვის ცენტრში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები.
2 . ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დაინტერესებული პირის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში, ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, ადგენს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან და შეიმუშავებს დასკვნას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს, ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალიწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი განსხვავებული სავალდებულო საგნები, რომლებიც მოსწავლემ უნდა დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დასრულებამდე, ასევე ზოგადი განათლების კლასი, რომელშიც პირმა უნდა გააგრძელოს სწავლა.
3 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე , რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის მიერ სწავლის გაგრძელების საფუძველია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კლასში, მისი ასაკისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის თავისებურებების გათვალისწინებით.
4 . პირი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მითითებული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებიც არ იქნა მიჩნეული დაძლეულად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
5. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
6 . აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7 . შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
8 . დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.
9 . დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.
10 . უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა კვალიფიკაციის მინიჭება, არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის.
11. აღიარება ფორმდება დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული დასკვნით , რომელშიც მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე , რაც პროფესიულ ან უმაღლეს დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძველია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობისა და აღიარებული კრედიტების რაოდენობის გათვალისწინებით.
მუხლი 6. უმაღლესი განათლების აღიარების თავისებურებანი🔗
1. უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაინტერესებული პირის განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვს პროგრამას, რომლის მიზნებისათვის განმცხადებელს სურს უმაღლესი განათლების აღიარება. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე გამართულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს თავისი წარმომადგენელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
3. ცენტრი უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესწავლის შედეგად მიზანშეწონილად მიიჩნიოს და შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეულ კომპონენტებში გამოცდის ჩატარება, რომლის მიზანია დადგინდეს, ფლობს თუ არა პირი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული კომპონენტით გათვალისწინებულ კომპეტენციას.
21. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ.
4. განათლების აღიარების მსურველის გამოცდის ჩატარების წესი და გამოცდის თემატიკა, მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიციის გათვალისწინებით, მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
22. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების შესაბამისობის შესახებ.
5. დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას.
მუხლი 7. გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებით🔗
1. ამ დანართის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას/აღიარებს განათლებას;
ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე/უარს ამბობს განათლების აღიარებაზე.
2 . ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და გამომდინარეობდეს ამ დანართის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურებიდან.
3. გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ძალაშია მხოლოდ მისთვის თანდართული საგანმანათლებლო დოკუმენტის დამოწმებულ ასლთან ერთად.
4. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტი არ არის გაცემული დოკუმენტში მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ან გაცემულია შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე/განათლების აღიარებაზე და მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
5. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.
3. ამ წესის მე-6 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები.
4. ამ წესის მე-6 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
5. პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან, მისი თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში. 6. პირი უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით. 7. იმ შემთხვევაში, თუკი პირმა ვერ შეძლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საგნების დაძლევა სასწავლო წლის დასრულებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსწავლე გადაიყვანოს მომდევნო კლასში. 8. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი ადგენს სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის სწავლის შედეგებთან. 9. ცენტრი აღიარებს პირის მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში მოპოვებულ სწავლის შედეგებს, ხოლო უცხოეთში სწავლის პერიოდში (სამეცნიერო ნაშრომის დასრულებამდე) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესრულებული კვლევითი კომპონენტის აღიარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც პირს სურს სწავლის გაგრძელება.10. დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, ამ წესის მე-6 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
11. აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად. 13. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით. 14. დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. 15. (ამოღებულია - 22.08.2017, №143/ნ). 16. აღიარება ფორმდება დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული დასკვნით, რომელშიც მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.17. ამ წესის მე-6 მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე. ცენტრი აღიარებს კრედიტების იმ რაოდენობას, რაც გათვალისწინებულია მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების თავსებადი სასწავლო კურსისათვის. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
18. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაფორმებულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრისგან მიიღოს წინასწარი თანხმობა, რაც შემდგომში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების ავტომატურად აღიარების საფუძველია. ასეთ შეთხვევაში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება აღიარებულად ითვლება ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიუხედავად. 19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობა ცენტრის მიერ გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით. 20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობის მისაღებად საგანმანათლებლო დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარადგინოს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ. წარდგენილ შეთანხმებაში მოცემული განათლების აღიარების წესი უნდა შეესაბამებოდეს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მარეგულირებელ კანონმდებლობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 25 ლარი, ხოლო 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 50 ლარი;
ბ) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის – 20 ლარი;
გ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის – 30 ლარი, ხოლო 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 60 ლარი;
დ) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის – 250 ლარი;
2. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებაზე ან ინფორმაციის გაცემაზე უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო ითხოვს შესაბამისი საფასურის გადახდას, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
11. ცენტრში შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების წარმდგენი იურიდიული პირების შემთხვევაში, რომლებიც შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
3. თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას მომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება, თუ შესაბამის ვადაში მომსახურება ვერ იქნა გაწეული ცენტრის მიზეზით.
4 . თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, ცენტრი ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე. მომს ახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, საფასურის დაბრუნების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, გადახდილი საფასური ექვემდებარება სრულად დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებისათვის წარდგენილი იყო ყალბი დოკუმენტი.
5 . თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტები შედგენილი ან/და გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.
6 . თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.
7 . ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
1 . საკუთარი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მოთხოვნისას ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
ბ ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 %-ით ;
დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50%-ით.
2 . ამ წესით დადგენილი საფასური არ გადაიხდევინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
11. ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევისას.
12. ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების რამდენიმე საფუძვლის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ისარგებლოს მხოლოდ ერთი საფუძვლით.
13. ამ დანართის პირველი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2 . ამ წესით დადგენილი საფასური არ გადაიხდევინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის ბრძანება №124/ნ - ვებგვერდი, 28.06.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №165/ნ - ვებგვერდი, 29.08.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №240/ნ - ვებგვერდი, 14.11.2012წ.+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №98/ნ
2010 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურები სა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ს 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ვ “ ქვეპუნქტის, „ უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ პ2 ” ქვეპუნქტისა და 89-ე მუხლის 22-ე პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურები სა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი დანართი №1 შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურები დანართი №2-ის შესაბამისად.
3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
დ . შაშკინი
დანართი №1
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №147/ნ - ვებგვერდი, 03.11.2016წ.
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
მუხლი 2. უფლებამოსილი ორგანო🔗
1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას. განცხადება ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თანდართული დოკუმენტები ცენტრს შესაძლებელია წარედგინოს ფოსტის მეშვეობით, ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).
4. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, განმცხადებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში აუცილებელია, განცხადებას თან ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
5. ცენტრში წარმოდგენილი განცხადების განხილვის წინაპირობაა შესაბამისი საფასურის გადახდა ან მითითება საფასურისაგან განთავისუფლების შესახებ დანართი №2-ით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს ვალდებულება არ ვრცელდება განცხადების წარმდგენ იურიდიულ პირებზე, რომლებიც შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე ეკისრება განმცხადებელს და ამ ინფორმაციის გამცემ შესაბამის ორგანოს/დაწესებულებას. თუ წარმოდგენილ დოკუმენტაციას აღენიშნება სიყალბის ნიშნები, ცენტრი ამ დოკუმენტს გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.
7. განცხადების განხილვა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში, გარდა ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების განხორციელებისა.
8. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარებისათვის აუცილებელი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.
9. ცენტრის დირექტორი, ამ დანართით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციას საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებით.
10. ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის შეიმუშავებს ზოგად რეკომენდაციებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.
მუხლი 3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება🔗
1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი– დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).
2. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
4. 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა დასაგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას.
5. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი.
6. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესესულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას;
ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.
9. გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების შესახებ ძალაშია მხოლოდ მისთვის თანდართულ საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლთან ერთად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
მუხლი 4. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება🔗
მუხლი 4. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება🔗
1. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება (შემდგომში – უმაღლესი განათლების აღიარება) გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ, რომლის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ სრულად/ნაწილობრივ, მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.
2. უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს თან უნდა ახლდეს ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტი/ცნობა ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) აღიარებს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღებულ უმაღლეს განათლებას;
ბ) უარს ამბობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე.
4. უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დაინტერესებული პირის განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის განმცხადებელს სურს უმაღლესი განათლების აღიარება, უგზავნის განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას.
6. ცენტრი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში გამოცდის ჩატარებას, რომლის მიზანია დადგინდეს, ფლობს თუ არა პირი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული კომპონენტით გათვალისწინებულ კომპეტენციას. საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებული დასკვნის საფუძველზე ცენტრი იღებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.
7. განათლების აღიარების მსურველის გამოცდის ჩატარების წესი და გამოცდის თემატიკა, მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიციის გათვალისწინებით, მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას.
9. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.
მუხლი 5. საქართველოში მიღებული განათლების აღიარების სხვა შემთხვევები🔗
1. ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.
2. ცენტრი ახდენს ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, განმცხადებლები განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას;
ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე.
6. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.
მუხლი 6. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება🔗
1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.
2. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში შეიძლება წარდგენილ იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტი ან მისი ასლი; ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
21. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ.
21. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ.
22. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების შესაბამისობის შესახებ.
22. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების შესაბამისობის შესახებ.
3. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს:
ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება);
ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
5. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:
ა) აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას;
ბ) უარს ამბობს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.
7. განმცხადებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს პირობითი გადაწყვეტილება, სადაც მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
8. გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ძალაშია მხოლოდ მისთვის თანდართულ საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლთან ერთად, ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, შესაძლოა საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლის ნაცვლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას თან დაერთოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №179/ნ - ვებგვერდი, 03.01.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.
მუხლი 7. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თავისებურებანი🔗
1. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობას. სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვის ცენტრში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები (არსებობის შემთხვევაში).
2. იმ პირების განათლების აღიარების მიზნით, რომლებიც ვერ ახერხებენ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დადასტურებას, ცენტრი ატარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას და შედეგებს აცნობებს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც გააგრძელა პირმა სწავლა. თუ ამ წარმოების შედეგად ვერ დადასტურდა პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, პირი უფლებამოსილია საგნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
3. ამ წესის მე-6 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები.
3. ამ წესის მე-6 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები.
4. ამ წესის მე-6 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
5. პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან, მისი თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში.
6. პირი უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით.
7. იმ შემთხვევაში, თუკი პირმა ვერ შეძლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საგნების დაძლევა სასწავლო წლის დასრულებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსწავლე გადაიყვანოს მომდევნო კლასში.
8. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი ადგენს სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის სწავლის შედეგებთან.
9. ცენტრი აღიარებს პირის მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში მოპოვებულ სწავლის შედეგებს, ხოლო უცხოეთში სწავლის პერიოდში (სამეცნიერო ნაშრომის დასრულებამდე) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესრულებული კვლევითი კომპონენტის აღიარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც პირს სურს სწავლის გაგრძელება.
10. დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, ამ წესის მე-6 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
11. აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
13. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.
14. დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.
15. (ამოღებულია - 22.08.2017, №143/ნ).
16. აღიარება ფორმდება დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული დასკვნით, რომელშიც მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა.
17. ამ წესის მე-6 მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე. ცენტრი აღიარებს კრედიტების იმ რაოდენობას, რაც გათვალისწინებულია მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების თავსებადი სასწავლო კურსისათვის. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
18. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაფორმებულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრისგან მიიღოს წინასწარი თანხმობა, რაც შემდგომში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების ავტომატურად აღიარების საფუძველია. ასეთ შეთხვევაში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება აღიარებულად ითვლება ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიუხედავად.
19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობა ცენტრის მიერ გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით.
20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობის მისაღებად საგანმანათლებლო დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარადგინოს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ. წარდგენილ შეთანხმებაში მოცემული განათლების აღიარების წესი უნდა შეესაბამებოდეს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მარეგულირებელ კანონმდებლობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.
დანართი №2
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურები
მუხლი 1. საფასურის ოდენობები🔗
1. საფასურის ოდენობებია:
ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 25 ლარი;
ბ) უცხოეთში მიღებული განათლების (უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარებისათვის – 40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი;
გ) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის – 70 ლარი;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისას წინასწარი თანხმობის მიღებისათვის – 25 ლარი;
ე) ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების განათლების აღიარებისათვის – 40 ლარი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებების საფასურებს საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ემატება 5 ლარი.
3. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებაზე ან ინფორმაციის გაცემაზე უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო ითხოვს შესაბამისი საფასურის გადახდას, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 18.08.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 09.10.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 22 მარტის ბრძანება №22/ნ - ვებგვერდი, 23.03.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №169/ნ - ვებგვერდი, 27.12.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 08.08.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.
მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი🔗
1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
11. ცენტრში შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების წარმდგენი იურიდიული პირების შემთხვევაში, რომლებიც შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.
2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;
ბ) ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცენტრის მიზეზით.
3. თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას მომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება, თუ შესაბამის ვადაში მომსახურება ვერ იქნა გაწეული ცენტრის მიზეზით.
4 . თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, ცენტრი ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე. მომს ახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, საფასურის დაბრუნების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, გადახდილი საფასური ექვემდებარება სრულად დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებისათვის წარდგენილი იყო ყალბი დოკუმენტი.
5 . თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტები შედგენილი ან/და გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.
6 . თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.
7 . ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 22 მარტის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 23.03.2016წ.
მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება🔗
1. საკუთარი საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მოთხოვნისას ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50%-ით;
დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50%-ით;
ე) სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20%-ით.
11. ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევისას.
12. ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების რამდენიმე საფუძვლის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ისარგებლოს მხოლოდ ერთი საფუძვლით.
13. ამ დანართის პირველი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
13. ამ დანართის პირველი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
2 . ამ წესით დადგენილი საფასური არ გადაიხდევინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის ბრძანება №124/ნ - ვებგვერდი, 28.06.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №165/ნ - ვებგვერდი, 29.08.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №240/ნ - ვებგვერდი, 14.11.2012წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“, №98/ნ, 01.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1031772-19/