საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.10.2010 ბოლო ცვლილება 19.11.2025
ნომერი
№98/ნ
სარეგისტრაციო კოდი
300160080.22.022.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 126, 01/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (38)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (28)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №98/ნ

2010 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დად ასტურები ს ა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ს 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ​2 ” ქვეპუნქტისა და 89-ე მუხლის 22-ე პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურები სა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი დანართი №1 შესაბამისად.

2. დამტკიცდეს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურები დანართი №2-ის შესაბამისად.

3 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ.   შაშკინი 

დანართი №1

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №147/ნ - ვებგვერდი, 03.11.2016წ.

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი 

      მუხლი 1. რეგულირების სფერო

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 28.05.2019წ.

მუხლი 2.  უფლებამოსილი ორგანო

1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი, ამ პირის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი ან სხვა დაინტერესებული პირი, ცენტრში წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს. განცხადება და თანდართული დოკუმენტები ცენტრს, ასევე შესაძლებელია წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული  ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის –  (My.gov.ge)  მეშვეობით.  თანდართული დოკუმენტები ცენტრს წარედგინება ქართულ ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე).

4. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, განმცხადებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში აუცილებელია, განცხადებას თან ერთოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება იმ განმცხადებელ ფიზიკურ პირებზე, რომელთა მიერ  განცხადების წარდგენა ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის –  (My.gov.ge)  მეშვეობით.

5. ცენტრში წარმოდგენილი განცხადების განხილვის წინაპირობაა შესაბამისი საფასურის გადახდა ან მითითება საფასურისაგან განთავისუფლების შესახებ დანართი №2-ით გათვალისწინებულ საფუძველზე. ეს ვალდებულება არ ვრცელდება განცხადების წარმდგენ იურიდიულ პირებზე, რომლებიც შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. პასუხისმგებლობა წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე ეკისრება განმცხადებელს და ამ ინფორმაციის გამცემ შესაბამის ორგანოს/დაწესებულებას. თუ წარმოდგენილ დოკუმენტაციას აღენიშნება სიყალბის ნიშნები, ცენტრი ამ დოკუმენტს გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს.

7. განცხადების განხილვა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში, გარდა ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების განხორციელებისა.

8. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარებისათვის აუცილებელი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.

9. ცენტრის დირექტორი, ამ დანართით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია, რომელიც წარუდგენს რეკომენდაციას საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებასთან დაკავშირებით, გარდა ამ წესის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10. ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის შეიმუშავებს ზოგად რეკომენდაციებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 28.05.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 09.01.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ.

მუხლი 3. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება

1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

3. საქართველოში გაცემული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ან საგანმანათლებლო პროგრამის გავლის/საგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების/საგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში კვალიფიკაციის ასახვისას, მის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

3​​1. საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლის/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისა და მის მიერ მიღებული განათლების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი მონაცემებს ამოწმებს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონული ბაზის ფორმირებამდე, აღნიშნულისგან განსხვავებულ საფუძველზე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლის/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი იკვლევს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების სტატუსისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტს), მხოლოდ სწავლის ბოლო წლის მდგომარეობით.

4. 2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – სისტემა) მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას.

5. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი/პროფესიული განათლების გათანაბრების საკითხი შესაბამისი განათლების საფეხურთან.

6. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს სისტემის  მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის სისტემაში შეტანა.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:

ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას;

ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.

9. (ამოღებულია - 27.04.2023, №26/ნ ).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 28.05.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №213/ნ - ვებგვერდი, 22.10.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №129/ნ - ვებგვერდი, 14.12.2022წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ.

 

მუხლი 3​1. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება

1. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ობიექტია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხო ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ან/და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34​1 მუხლით დადგენილი საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.  საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

3. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს, ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციასთან. საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების დასადგენად, ცენტრი იკვლევს დაწესებულების უფლებამოსილებას, განახორციელოს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამები და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტს), მხოლოდ სწავლის ბოლო წლის მდგომარეობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:

ა) ადასტურებს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო   პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მის ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობას;

ბ) უარს ამბობს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №93/ნ  - ვებგვედი, 27.09.2023წ.

 

მუხლი 4. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება

1. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება (შემდგომში – უმაღლესი განათლების აღიარება) გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ, რომლის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ სრულად/ნაწილობრივ, მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.

2. უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს თან უნდა ახლდეს:

ა) საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა, რომლითაც დგინდება ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან (უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით);

ბ) ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტი/ცნობა ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით, რომლის საფუძველზეც განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:

ა) აღიარებს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღებულ უმაღლეს განათლებას;

ბ) უარს ამბობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე.

4. უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. დაინტერესებული პირის განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი უფლებამოსილია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის განმცხადებელს სურს უმაღლესი განათლების აღიარება, მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებული პირის განათლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით.

6. დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს სურს უმაღლესი განათლების აღიარება, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში გამოცდის ჩატარებას, რომლის მიზანია დადგინდეს, ფლობს თუ არა პირი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული კომპონენტით გათვალისწინებულ კომპეტენციას.

6​1. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის მიმდინარეობის მონიტორინგი.

7. განათლების აღიარების მსურველის გამოცდის ჩატარების წესი და გამოცდის თემატიკა მტკიცდება მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი პირის/ორგანოს სამართლებრივი აქტით.

8. დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას. გამოცდის ჩატარების შესახებ ასევე წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული ცენტრი.

9. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.

მუხლი 5. საქართველოში მიღებული განათლების აღიარების სხვა შემთხვევები

1. ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული განათლების მიღების ფაქტის დადგენას.

2. ცენტრი ახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა დასტურდება სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, ხოლო ზოგადი განათლების აღიარების შემთხვევაში, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება/მის მიერ ზოგადი განათლების მიღება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების/ზოგადი განათლების მიღების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის/ატესტატის ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, განმცხადებლები განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:

ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას;

ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე.

6. განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 28.05.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ.

მუხლი 5​1. საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება 

1. ცენტრი ახდენს საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირების მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას და უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან თავსებადობის დადგენას. 

2. ამ მუხლით დადგენილი რეგულაციები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირს არ შეუძლია, ცენტრში წარმოადგინოს მის მიერ უცხოეთში განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. 

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, განცხადებას უნდა დაერთოს მიღებული განათლების დამადასტურებელი განმცხადებლის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი და/ან განმცხადებლის მიერ მიეთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. 

4. ცენტრი განცხადების მიღების შემდეგ იწყებს ინფორმაციის მოძიებას საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ უცხოეთში განათლების მიღების ფაქტის დასადგენად, რისთვისაც იგი უფლებამოსილია, ჩაატაროს ზეპირი მოსმენა საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის ჩართულობით და/ან მიმართოს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ/შესაბამის ორგანოებს, რომლებიც აღიარებენ საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებულ განათლებას.

5. ცენტრი, განმცხადებლის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით, უზრუნველყოფს გამოცდის ჩატარებას, რომლის მიზანია, დადგინდეს, ფლობს თუ არა საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირი მის მიერ განაცხადში მითითებული კვალიფიკაციის შესაბამის ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს. გამოცდა ტარდება ქართულ ან რომელიმე უცხო ენაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და განმცხადებლის შეთანხმების შესაბამისად. 

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარების წესი და საგამოცდო თემატიკა, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შეთანხმების საფუძველზე, განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც განმცხადებელს უნდა გაეცნოს გამოცდის ჩატარებამდე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე. 

7. გამოცდის შედეგების გათვალისწინებით ცენტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: 

ა) საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ; 

ბ) საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების ნაწილობრივ აღიარების შესახებ; 

გ) საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. 

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებული განათლების შესაბამისობა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. 

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ განათლების რა ნაწილია აღიარებული. 

10. ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებასთან ერთად, ცენტრი ადგენს საინფორმაციო ბარათს, სადაც მიეთითება: 

ა) ბარათის შედგენის თარიღი; 

ბ) საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი და სხვა); 

გ) მონაცემები შესაფასებელი კვალიფიკაციის შესახებ; 

დ) განმცხადებლის მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია (უცხო ენების ფლობის, სამუშაო გამოცდილების შესახებ და სხვა.); 

ე) ინფორმაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის შეფასების პროცედურის, შემფასებელი საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ და შეფასების შედეგები. 

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბარათი დგება ქართულ და ინგლისურ ენებზე და გადაეცემა განმცხადებელს განათლების აღიარების/ნაწილობრივი აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტთან ერთად.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 28.05.2019წ.              

მუხლი 6. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება

1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.

2. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი და ქართულ ენაზე განხორციელებული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად, განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

2​1. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს ცენტრის მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების საფუძველზე, მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ.

2​2. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების შესაბამისობის შესახებ.

3. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს:

ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება);

ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).

4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.  

5. შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:

ა) აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას;

ბ) უარს ამბობს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.

7. განმცხადებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს პირობითი გადაწყვეტილება, სადაც მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.

8. (ამოღებულია - 27.04.2023, №26/ნ).

9. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოში პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ამ წესით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოვლენილი საეჭვო გარემოების და, ასევე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, რომლითაც შესაძლოა იკვეთებოდეს ამავე სახელმწიფოს მხრიდან პირისათვის განზრახ ხელის შეშლა, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კომისია ცენტრის დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას, პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის/„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ვადით პირობითი აღიარების შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №179/ნ - ვებგვერდი, 03.01.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 09.01.2020წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ.

    მუხლი 7. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების თავისებურებანი

1. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული  ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობას. სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვის ცენტრში წარდგენილი დოკუმენტაციის ასლები (არსებობის შემთხვევაში).

2. იმ პირების განათლების აღიარების მიზნით, რომლებიც ვერ ახერხებენ  უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების დადასტურებას, ცენტრი ატარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებას და შედეგებს აცნობებს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელშიც გააგრძელა პირმა სწავლა. თუ ამ წარმოების შედეგად ვერ დადასტურდა პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, პირი უფლებამოსილია საგნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ექსტერნატის ფორმით. 

3. ამ წესის მე-6 მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან. დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები. 

4. ამ წესის მე-6 მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.

5. პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის დოკუმენტიდან არ ირკვევა, თუ რომელ კლასში აქვს პირს მიღებული განათლება, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან, მისი თანხმობის შემთხვევაში, უფრო დაბალ კლასში.

6. პირი უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნები, რომლებთან შესაბამისობაც არ იქნა დადგენილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლიოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ან ექსტერნატის ფორმით.

7. იმ შემთხვევაში, თუკი პირმა ვერ შეძლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საგნების დაძლევა სასწავლო წლის დასრულებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი მოსწავლე გადაიყვანოს მომდევნო კლასში. 

8.  უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი ადგენს სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესაბამისი საფეხურის სწავლის შედეგებთან.

9. ცენტრი აღიარებს პირის მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტში მოპოვებულ სწავლის შედეგებს, ხოლო უცხოეთში სწავლის პერიოდში (სამეცნიერო ნაშრომის დასრულებამდე) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესრულებული კვლევითი კომპონენტის აღიარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც პირს სურს სწავლის გაგრძელება. 

10. დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, ამ წესის მე-6 მუხლის 2​2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.

11. აღიარებას ექვემდებარება დაწესებულების იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი და მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.

13. დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული მიმღები დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით.

14. დაწესებულება უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.

15. (ამოღებულია - 22.08.2017, №143/ნ).

16. აღიარება ფორმდება დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული დასკვნით, რომელშიც მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა მიმღები დაწესებულების პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა. 

17. ამ წესის მე-6 მუხლის 2​2 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის გათვალისწინებით ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე. ცენტრი აღიარებს კრედიტების იმ რაოდენობას, რაც გათვალისწინებულია მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების თავსებადი სასწავლო კურსისათვის. იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული/უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაში, ცენტრში შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემი დაწესებულების მიერ დადასტურებული არ არის უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა, გამოიცემა პირობითი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.

18. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაფორმებულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრისგან მიიღოს წინასწარი თანხმობა, რაც შემდგომში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების ავტომატურად აღიარების საფუძველია. ასეთ შეთხვევაში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება აღიარებულად ითვლება ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიუხედავად.

19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობა ცენტრის მიერ გაიცემა 2 (ორი) წლის ვადით.

20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრული წინასწარი თანხმობის მისაღებად საგანმანათლებლო დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარადგინოს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ. წარდგენილ შეთანხმებაში მოცემული განათლების აღიარების წესი უნდა შეესაბამებოდეს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მარეგულირებელ კანონმდებლობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №143/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ.

მუხლი 8. გარდამავალი დებულება

1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცეს უფლება, პირი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებს უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავს სურვილს, რომ სწავლა გააგრძელოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩარიცხოს იმ კლასის შესაბამის კლასში, რომელშიც აღნიშნული პირი სწავლობდა უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირზე არ ვრცელდება, ამ წესით გათვალისწინებული, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის დადგენილი რეგულაციები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის  საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, საკმარისია ნებისმიერი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პირის უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიყალბე, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილება პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბათილია მისი ძალაში შესვლის დღიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 17 მარტის ბრძანება №39/ნ - ვებგვერდი, 17.03.2022წ.

დანართი №2

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურები

    მუხლი 1. საფასურის ოდენობები

1. საფასურის ოდენობებია:

ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის – 40 ლარი , 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის   – 80 ლარი , 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი ,   ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი . ერთი სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევა ხორციელდება ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშრებით , რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით ;

ბ) უცხოეთში მიღებული განათლების (უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარებისათვის – 40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი;

გ) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის – 40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისას წინასწარი თანხმობის მიღებისათვის – 25 ლარი;

ე) ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების განათლების აღიარებისათვის – 40 ლარი; 

ვ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის – 70 ლარი. ამასთან, ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის 5​1 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის შეფასებას, უფლებამოსილია დამატებით განსაზღვროს საფასური, შესაფასებელი კვალიფიკაციის/სწავლის შედეგების თავისებურებების გათვალისწინებით;

ზ) საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით საქართველოში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისათვის – 40 ლარი.

1​1. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საფასურების (დანართი №2)  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წარმოების ვადაა 5 სამუშაო დღე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებების საფასურებს საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ემატება 5 ლარი.

3. იმ შემთხვევაში, თუ აღიარებაზე ან ინფორმაციის გაცემაზე უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო ითხოვს შესაბამისი საფასურის გადახდას, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს საფასურის გადახდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ცენტრში.

4. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გადაწყვეტილების მოსამზადებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს დაემატოს  25 ლარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 18.08.2013წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №134/ნ - ვებგვერდი, 09.10.2014წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 22 მარტის ბრძანება №22/ნ - ვებგვერდი, 23.03.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №169/ნ - ვებგვერდი, 27.12.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 08.08.2017წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 27 მაისის ბრძანება №97/ნ - ვებგვერდი, 28.05.2019წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 201 9 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება № 213/ ნ - ვებგვერდი, 22 .10.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №93/ნ  - ვებგვედი, 27.09.2023წ.

    მუხლი 2. საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.

1​1. ცენტრში შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების წარმდგენი იურიდიული პირების შემთხვევაში, რომლებიც შესაბამისი მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანის გზით.

2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი შესაბამისი მომსახურების შესახებ განცხადების რეგისტრაციამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

ბ)  ადმინისტრაციული წარმოება ვერ დასრულდა კანონით დადგენილ ვადაში.

3. თუ დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში და სურვილი აქვს, ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, უარი თქვას მომსახურებაზე და მოითხოვოს გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება, თუ შესაბამის ვადაში ვერ დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება.

4. თუ დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ამ ბრძანებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო, ცენტრი ვალდებულია აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში განახორციელოს მომსახურება უკვე გადახდილი საფასურის საფუძველზე. მომს ახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, საფასურის დაბრუნების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, გადახდილი საფასური ექვემდებარება სრულად დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებისათვის წარდგენილი იყო ყალბი დოკუმენტი.

5. თუ მომსახურების გაწევისას ცენტრმა დაუშვა შეცდომა, კერძოდ, დოკუმენტები შედგენილი ან/და გაცემულ იქნა არასწორი მონაცემებით, დაინტერესებულ პირს ხელახლა გაეწევა მომსახურება დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი უარს განაცხადებს მომსახურების ხელახლა მიღებაზე, მას უბრუნდება გადახდილი საფასური.

6. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით დადგენილ განაკვეთს შორის.

7. ამ მუხლით დადგენილი წესით საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 22 მარტის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 23.03.2016წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ.

    მუხლი 3. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

1. საკუთარი საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მოთხოვნისას ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50%-ით;

დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50%-ით;

ე) სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20%-ით.

1​1. ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევისას.

1​2. ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების რამდენიმე საფუძვლის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია ისარგებლოს მხოლოდ ერთი საფუძვლით.

1​3. ამ დანართის პირველი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. ამ წესით დადგენილი საფასური არ გადაიხდევინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. პირი, რომლის მიერ ცენტრში წარდგენილი საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურდა ცენტრის გადაწყვეტილებით და ნამდვილობის დადასტურების მიზნით ხელახლა წარმოადგინა შეცვლილი დოკუმენტი ძველი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე/ლეგალიზაციაზე უარის თქმის გამო, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში თავისუფლდება საფასურის გადახდისგან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 27 ივნისის ბრძანება №124/ნ - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №165/ნ - ვებგვერდი, 29.08.2012წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №240/ნ - ვებგვერდი, 14.11.2012წ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“, №98/ნ, 01.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1031772-28/