,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.08.2005 ძალადაკარგული 31.12.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№143
სარეგისტრაციო კოდი
340.170.000.10.003.000.277
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 19/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2005 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის თანახმად:

1. დამტკიცდეს გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის თანდართული წესები და პირობები.

2. ამ დადგენილების გამოცემამდე ნებართვის მისაღებად წარდგენილ განცხადებებზე ნებართვა გაიცემა დადგენილების ძალაში შესვლამდე აღნიშნულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტის დადგენილება №168 - სსმ III, №118, 21.08.2007 წ., მუხ.1290

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილ ის დადგენილება №73 - სსმ III, №47, 16.04.2009 წ., მუხ.524

4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაის ის დადგენილება №91 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.682

გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესები და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესები არეგულირებს გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტს და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ნებართვის მაძიებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია – ყველა სახის ცხოველები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და ნედლეული, ცხოველთა საკვები, საკვებდანამატები, ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები.

2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია – ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება.

3. ცხოველთა საკვები – საწარმოო წესით მიღებული ცხოველთა საკვები.

4. საკვებდანამატები – ბუნებრივი ან სინთეზირებული ნივთიერებები, ნაერთები, რომლებიც გამიზნულად შეაქვთ ცხოველთა საკვებში მათი ორგანოლეპტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად ან შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად.

5. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – დაკლული ცხოველებისაგან მიღებული ყველა სახის საკვები პროდუქტნედლეული: ხორცი, ხორცპროდუქტები, საწარმოო წესით მიღებული ძეხვეული და კონსერვები, სუბპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი და კვერცხი, თევზი და თევზეული, თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები.

    მუხლი 3. სანებართვო საქმიანობის სახეები

სანებართვო საქმიანობის სახეებია:

ა) ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტი (ნებართვა გაიცემა №1 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე);

ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი (ნებართვა გაიცემა №2 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე);

გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი (ნებართვა გაიცემა №3 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ ობიექტებზე).

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

    მუხლი 4. ნებართვის გამცემი ორგანო

ვეტერინარულ კონტროლს დაქვედებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.  

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტის დადგენილება №168 - სსმ III, №118, 21.08.2007 წ., მუხ.1290

    მუხლი 5. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები

1. ნებართვის მისაღებად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაცია და პირობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.

2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადება უნდა შეიცავდეს აგრეთვე ექსპორტიორი ქვეყნისა და შემოსატანი ტვირთის დასახელებას, რაოდენობას, მოძრაობის მარშრუტს, მისი მიღების ადგილს, ხოლო ეტაპობრივად შემოტანის შემთხვევაში – თითოეული პარტიის რაოდენობასა და შემოტანის ვადას.

3. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს საბუთი პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნისა და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ, ხოლო ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების იმპორტისას – სარეგისტრაციო მოწმობა.

4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტსა და ტრანზიტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც, საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით, ითვლება კეთილსაიმედოდ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით გათვალისწინებული დაავადებების მიმართ, ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.

5. საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული იმ ქვეყნებიდან, სადაც გამოვლინდა საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით გათვალისწინებული დაავადებები, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის საფუძველზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებულ საწარმოებში წარმოებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე. ხოლო იმ საწარმოებიდან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებულნი, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის საფუძველზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.

6. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ტრანზიტის ნებართვა შესაძლებელია გაიცეს ექსპორტიორ ქვეყანაში ვეტერინარი ინსპექტორის მივლინების გარეშე, თუ ტვირთის კონკრეტული პარტიის გარანტირებულ მიღებაზე არსებობს მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის წერილობითი თანხმობა.

7. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მიერ საქართველო აღიარებულ იქნა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების მიმართ არაკეთილსაიმედოდ, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე იკრძალება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი ტვირთის ტრანზიტი.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის დადგენილება №91 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.682

    მუხლი 6. ნებართვის გაცემის წესი

ნებართვის გამცემი ორგანო ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.

    მუხლი 7. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვა გაიცემა ერთი თვის ვადით.

2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა სულ ბევრი ექვსი თვის ვადით.

    მუხლი 8. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის და ნებართვის გაუქმება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 10. სანებართვო რეესტრი

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სანებართვო რეესტრი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად.

დანართი N1

სეს ესნ

კოდი

დასახელება

1

2

01 ჯგუფი

ცოცხალი ცხოველები

0101

ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა

0102

მსხვილფეხა პირუტყვი

0103

ღორი

0104

ცხვარი და თხა

0105

შინაური ფრინველი ანუ GALLUS DOMESTICUS (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი

0106

სხვა ცხოველები

02 ჯგუფი

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები

0201

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული

0202

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული

0203

ხორცი ღორის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0204

ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0205

ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული

0206

კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0207

ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პო-ზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0208

სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული

0209 00

ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული, და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამა-რილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი

0210

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

05 ჯგუფიდან

 

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0502

ღორის ან ტახის ჯაგარი; მაჩვის ან სხვა თმა, საჯაგრისე ნაწარმის წარმოებისათვის გამოსაყენებელი; მათი ნარჩენები

0503 00 000 00

ძუა და მისი ნარჩენები, მათ შორის ქვესადებიანი ტილოს სახით ან მის გარეშე

0504 00 000 00

ცხოველების (თევზების გარდა) ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი

0505

ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები

0510 00 000 00

ამბრა რუხი, თახვის ყაირი, ცივეტა და მუშკი; ნაღველი, მათ შორის გამხმარი; ცხოველური წარმოშობის ჯირკვლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, ახალი, შეყინული, გაყინული ან სხვა წესით დამუშავებული ხანმოკლე შენახვისათვის

0511

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი

41 ჯგუფიდან

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი

 

4101

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტვისა ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არა სპილოკი

4102

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არა სპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

4103

 

სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვბებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

43 ჯგუფიდან

ნატურალური და ხელოვნური ბეწვი, მათი ნაწარმი

 

4301

ნედლეული ბეწვეულისა (თავების, კუდების, თათებისა და ბეწვეულის ნაწარმის დასამზადებლად გამოსადეგი სხვა ნაწილებისა და ჩამონაჭრების ჩათვლით), გარდა 4101, 4102 და 4103 სასაქონლო პოზიციების ტყავეულის ნედლეულისა და ტყავებისა

51 ჯგუფიდან

მატყლი, ცხოველების წმინდა და უხეში ბეწვი; ნართი ცხენის ძუისაგან და ქსოვილი

5101

მატყლი, კარდო- ან სავარცხლურ-საჩეჩი დამუშავების გარეშე

5102

ბეწვი ცხოველებისა, წმინდა ან უხეში, კარდო- ან სავარცხლურ-საჩეჩი დამუშავების გარეშე

95 ჯგუფიდან

სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები

9508

ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, ატრაქციონის და მოძრავი თეატრის ცხოველები

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

 დანართი N2

 სეს ესნ

კოდი

დასახელება

1

2

01 ჯგუფი

ცოცხალი ცხოველები

0101

ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა

0102

მსხვილფეხა პირუტყვი

0103

ღორი

0104

ცხვარი და თხა

0105

შინაური ფრინველი ანუ GALLUS DOMESTICUS (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი

0106

სხვა ცხოველები

02 ჯგუფი

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები

0201

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული

0202

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული

0203

ხორცი ღორის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0204

ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0205

ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული

0206

კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0207

ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0208

სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული

0209 00

ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი

0210

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

03 ჯგუფი

 

თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები

0301

ცოცხალი თევზი

0302

თევზი, ახალი ან შეყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილეს და თევზის სხვა ხორცის გამოკლებით

0303

თევზი გაყინული, 0304 სასაქონლო პოზიციის თევზის ფილესა და თევზის ხორცის გამოკლებით

0304

თევზის ფილე და თევზის სხვა ხორცი (ფარშის ჩათვლით), ახალი, შეყინული ან გაყინული

0305

თევზი, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: თევზი ცივად ან ცხლად შებოლილი; თევზის ფქვილი წმინდად ან უხეშად ნაფქვავი, გრანულები, საკვებად ვარგისი

0306

კიბოსნაირნი, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; კიბოსნაირნი, გამოუშიგნავი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, შეყინული ან გაუყინავი, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში; თევზის ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები კიბოსნაირებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი

0307

მოლუსკები, გამოშიგნული ან გამოუშიგნავი, ცოცხალი, ახალი, შეყინული, გაყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: წყლის სხვა უხერხემლოები, განსხვავებული კიბოსნაირებისა და მოლუსკებისაგან, ცოცხალი, ახალი, შეყინული, ხმელი, დამარილებული ან მარილწყალში: ფქვილი წმინდად და უხეშად ნაფქვავი და გრანულები წყლის სხვა უხერხემლოებისაგან, საკვებში გამოსაყენებლად ვარგისი

04 ჯგუფი

რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0401

რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის ან სხვა დამატკბობელი

ნივთიერებების დამატების გარეშე

0403 10

იოგურტი

0405 10

ნაღების კარაქი

0406

ყველი და ხაჭო

0407 00

ფრინველის კვერცხი, ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული

0408

ფრინველის კვერცხი, უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, ფორმირებული, გაყინული ან სხვა სახით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

0409 00 000 00

ნატურალური თაფლი

05 ჯგუფიდან

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0502

ღორის ან ტახის ჯაგარი; მაჩვის ან სხვა თმა, საჯაგრისე ნაწარმის წარმოებისათვის გამოსაყენებელი; მათი ნარჩენები

0503 00 000 00

ძუა და მისი ნარჩენები, მათ შორის ქვესადებიანი ტილოს სახით ან მის გარეშე

0504 00 000 00

ცხოველების (თევზების გარდა) ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამხმარი ან შებოლილი

0505

ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები

0510 00 000 00

ამბრა, რუხი, თახვის ყაირი, ცივეტა და მუშკი; ცოფის ბუზი, ნაღველი, მათ შორის გამხმარი; ცხოველური წარმოშობის ჯირკვლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, ახალი, შეყინული, გაყინული ან სხვა წესით დამუშავებული ხანმოკლე შენახვისათვის

0511

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი

10 ჯგუფი

პურეული მარცვლოვნები

1001

ხორბალი და მესლინი (საფურაჟე)

1002 00 000 00

ჭვავი (საფურაჟე)

1003 00

ქერი (საფურაჟე)

1004 00 000 00

შვრია (საფურაჟე)

1005

სიმინდი (საფურაჟე)

1006

ბრინჯი (საფურაჟე)

1007 00

სორგო მარცვლოვანი (საფურაჟე)

1008

წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; სხვა მარცვლეული (საფურაჟე)

12 ჯგუფიდან

ზეთოვანი მცენარეების თესლი და ნაყოფი; სხვა თესლი, ნაყოფი და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი

 

1213 00 000 00

ჩალა და ბზე მარცვლეულისა, დაუმუშავებელი, დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი, გალეწილი ან გაულეწავი, დაპრესილი ან გრანულების ფორმით

 

1214

თალგამურა, ჭარხალი საფოთლე (მანგოლდი), პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, თივა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, პირუტყვის საკვები კომბოსტო, ხანჭკოლა, ცერცველა და ანალოგიური საკვები პროდუქტები, გრანულირებული ან არაგრანულირებული

16 ჯგუფი

მზა პროდუქტები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების, მოლუსკების ან ზღვის სხვა უხერხემლოებისაგან

1601 00

ძეხვი და ანალოგიური პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან; კვების მზა პროდუქტები, დამზადებული მათ საფუძველზე

1602

მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტების ან სისხლისაგან, სხვა

1604

თევზი, მზა ან დაკონსერვებული; ხიზილალა ზუთხის-ნაირებისა (შავი ხიზილალა) და ხიზალალის შემცვლელები, დამზადებული სხვა თევზის ქვირითის მარცვლებისაგან

23 ჯგუფიდან

კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები; მზა საკვები ცხოველებისათვის

2301

ფქვილი, წმინდად და უხეშად დაფქული და გრანულები ხორცის ან ხორცის სუპროდუქტებისაგან, თევზის ან კიბოსნაირებისგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისგან, საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი; ხოხოზიკები

2302

ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვანების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით დამუშავების შედაგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული

30 ჯგუფიდან

ფარმაცევტული პროდუქცია

3002

სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები (ანტიშრატები) და სისხლის სხვა ფრაქციები და მოდიფიცირებული იმუნოლოგიური პროდუქტები, მათ შორის მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუვრების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები (3002 10 950, 3002 20 000 და 3002 90 100 ქვესუბპოზიციის საქონლის გარდა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი)

41 ჯგუფიდან

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი

4101

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტვისა ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგა-მენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი

4102

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არა- სპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

4103

სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვბებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არა სპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

43 ჯგუფიდან

ნატურალური და ხელოვნური ბეწვი, მათი ნაწარმი

4301

ნედლეული ბეწვეულისა (თავების, კუდების, თათებისა და ბეწვეულის ნაწარმის დასამზადებლად გამოსადეგი სხვა ნაწილებისა და ჩამონაჭრების ჩათვლით), გარდა 4101, 4102 და 4103 სასაქონლო პოზიციების ტყავეულის ნედლეულისა და ტყავებისა

51 ჯგუფიდან

მატყლი, ცხოველების წმინდა და უხეში ბეწვი; ნართი ცხენის ძუისაგან და ქსოვილი

5101

მატყლი, კარდო- ან სავარცხლურ-საჩეჩი დამუშავების გარეშე

5102

ბეწვი ცხოველებისა, წმინდა ან უხეში, კარდო- ან სავარცხლურ-საჩეჩი დამუშავების გარეშე

95 ჯგუფიდან

სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები

9508

ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, ატრაქციონის და მოძრავი თეატრის ცხოველები

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

დანართი N3

სეს ესნ

კოდი

დასახელება

1

2

ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები

და მცენარის სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი

 

0601

ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციის ან ყვავილობის მდგომარეობაში; ვარდკაჭაჭას მცენარეები და ფესვები,

1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა

0602

დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი

ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირნაყოფები   და ბოლქვნაყოფები

 

0701

კარტოფილი, ახალი

0703

ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

0713

პარკოსანი ბოსტნეული, ხმელი, დაჩურჩული, სათესლე, ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი

0714

მანიჰოტი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი, და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად

ჯგუფი 08. საჭმელი ხილი და კაკალი. ციტრუსოვანებისა ან ნესვების კულტურების ქერქი და კანი

 

0801

კაკალი ქოქოსის, ბრაზილიური და კეშიუ, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე

0802

კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე

0803 00

ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი

0804

ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი ანუ გარცინია, ახალი ან ხმელი

0805

ციტრუსები, ახალი ან ხმელი

0806

ყურძენი, ახალი ან ხმელი

0807

ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი

0808

ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი

ჯგუფი 09. ყავა, ჩაი, მატე, ანუ პარაგვაის ჩაი, და სანელებლები

 

0901-დან

ყავა მოუხალავი, ყავის ჩენჩო და ყავის მარცვლის გარსი

ჯგუფი 10. მარცვლოვანები

 

1001

ხორბალი და მესლინი

1002 00 000 00

ჭვავი

1003 00

ქერი

1004 00 000 00

შვრია

1005

სიმინდი

1007 00

სორგო მარცვლოვანი

1008

წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; დანარჩენი მარცვლეული

ჯგუფი 11. ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა

 

1101 00 110 00

1101 00 150 00

ფქვილი ხორბლის

1101 00 900 00

ხორბალ-ჭვავის ფქვილი

1102

დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა

1103

ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები

1104

მარცვლოვანების მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), გარდა 1006 სასაქონლო პოზიციის ბრინჯისა; მარცვლოვანების მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული

1106 10 000 00

წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის

1107 10

ალაო მოუხალავი ხორბლისაგან               

1107 10 110 00

ფქვილის სახით                 

1107 10 190 00

დანარჩენი                      

1107 10 910 00

ფქვილის სახით                    

1107 10 990 00

დანარჩენი                         

ჯგუფი 12. ზეთოვანი თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები; ნაყოფები

 და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი

 

1201 00

სოიის მარცვალი, დაუმსხვრეველი

1204 00

თესლი სელისა, დაუმსხვრეველი

1205

თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დაუმსხვრეველი

1206 00

თესლი მზესუმზირასი, დაუმსხვრეველი

 1207

თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დაუმსხვრეველი

1209

თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად

ჯგუფი 18. კაკაო და პროდუქტები მისგან

 

1801 00 000 00

კაკაოს მარცვალი, მთელი, ნედლი

ჯგუფი 44. მერქანი და მისი ნაწარმი; ხის ნახშირი

 

4401

ნაფოტი ან ბურბუშელა; ნახერხი და ხის ნარჩენები

4403

ხე-ტყის მასალა, დაუმუშავებელი, ქერქიანი ან უქერქო, ან ნაქურთვნი ან ტლანქად დაძელვილი ან დაძელვის გარეშე (44 10-ის გარდა)

4404

მერქანი საკასრე; მორები დაპობილი; ხის ხიმინჯები, სარები და ბოძები, წაწვეტებული, მაგრამ სიგრძივ დაუხერხავი; ხე-ტყის მასალა ტლანქად გათლილი, მაგრამ გაუჩარხავი, გაუღუნავი ან სხვა წესით დაუმუშავებელი, გამოსაყენებელი ხელჯოხების, ქოლგების, ინსტრუმენტების სახელურების ან ანალოგიური ნაწარმის დასამზადებლად; მერქანი ქერქგაცლილი და ანალოგიური

4406 10 000 00

ხის შპალები რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის, გაუჟღენთავი

4407

ხე-ტყის მასალა გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად დაპობილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე, შეერთების მქონე ან არმქონე, სისქით 6 მმ-ზე მეტი

კოდის გარეშე

ნიადაგი ნებისმიერი სახით

კოდის გარეშე

ცოცხალი მწერები სამეცნიერო მიზნებისათვის

კოდის გარეშე

ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების ცოცხალი კულტურები, ცოცხალი ტკიპები და ნემატოდები სამეცნიერო მიზნებისათვის.“.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის დადგენილება №73 - სსმ III, №47, 16.04.2009 წ., მუხ.524

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ”“, №143, 18.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.10.003.000.277 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.05.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10336-4/