,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.08.2005 ძალადაკარგული 31.12.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№143
სარეგისტრაციო კოდი
340.170.000.10.003.000.277
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 19/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2005 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის თანახმად:

1. დამტკიცდეს გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის თანდართული წესები და პირობები.

2. ამ დადგენილების გამოცემამდე ნებართვის მისაღებად წარდგენილ განცხადებებზე ნებართვა გაიცემა დადგენილების ძალაში შესვლამდე აღნიშნულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტის დადგენილება №168 - სსმ III, №118, 21.08.2007 წ., მუხ.1290

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილ ის დადგენილება №73 - სსმ III, №47, 16.04.2009 წ., მუხ.524

4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაის ის დადგენილება №91 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.682

5. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრ ის დადგენილება №161 - სსმ III, №112, 14.09.2009 წ., მუხ.1277

6. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1933

7. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება №2 - სსმ III, №5, 18.01.2010 წ., მუხ.27

8. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №32 - სსმ III, №16, 11.02.2010 წ., მუხ.186

გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესები და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესები არეგულირებს გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტსა და ტრანზიტს და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსა და ნებართვის მაძიებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს შორის.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია – ყველა სახის ცხოველები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები და ნედლეული, ცხოველთა საკვები, საკვებდანამატები, ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები.

2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქცია – ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება.

3. ცხოველთა საკვები – საწარმოო წესით მიღებული ცხოველთა საკვები.

4. საკვებდანამატები – ბუნებრივი ან სინთეზირებული ნივთიერებები, ნაერთები, რომლებიც გამიზნულად შეაქვთ ცხოველთა საკვებში მათი ორგანოლეპტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად ან შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად.

5. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – დაკლული ცხოველებისაგან მიღებული ყველა სახის საკვები პროდუქტნედლეული: ხორცი, ხორცპროდუქტები, საწარმოო წესით მიღებული ძეხვეული და კონსერვები, სუბპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი და კვერცხი, თევზი და თევზეული, თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები.

    მუხლი 3. სანებართვო საქმიანობის სახეები

სანებართვო საქმიანობის სახეებია:

ა) ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტი (ნებართვა გაიცემა №1 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე);

ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტი (ნებართვა გაიცემა №2 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე);

გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი (ნებართვა გაიცემა №3 დანართით განსაზღვრულ სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ ობიექტებზე).

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

    მუხლი 4. ნებართვის გამცემი ორგანო

ვეტერინარულ კონტროლს დაქვედებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური.  

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტის დადგენილება №168 - სსმ III, №118, 21.08.2007 წ., მუხ.1290

    მუხლი 5. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები

1. ნებართვის მისაღებად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაცია და პირობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.

2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადება უნდა შეიცავდეს აგრეთვე ექსპორტიორი ქვეყნისა და შემოსატანი ტვირთის დასახელებას, რაოდენობას, მოძრაობის მარშრუტს, მისი მიღების ადგილს, ხოლო ეტაპობრივად შემოტანის შემთხვევაში – თითოეული პარტიის რაოდენობასა და შემოტანის ვადას.

3. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვის მაძიებლის განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს საბუთი პროდუქციის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნისა და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ, ხოლო ბიოლოგიური და სამკურნალო პრეპარატების იმპორტისას – სარეგისტრაციო მოწმობა.

4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არ არიან განსაზღვრული არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში, ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.

5. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან, რომელთა საწარმოებიც აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე, ხოლო იმ საწარმოებიდან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებული, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით.

6. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე.

7. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მიერ საქართველო აღიარებულ იქნა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების მიმართ არაკეთილსაიმედოდ, საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე იკრძალება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი ტვირთის ტრანზიტი.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 მაისის დადგენილება №91 - სსმ III, №61, 19.05.2009 წ., მუხ.682

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1933

    მუხლი 6. ნებართვის გაცემის წესი

ნებართვის გამცემი ორგანო ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.

    მუხლი 7. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტისა და იმპორტის ნებართვა გაიცემა ერთი თვის ვადით.

2. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა გაიცემა სულ ბევრი ექვსი თვის ვადით.

    მუხლი 8. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის და ნებართვის გაუქმება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 10. სანებართვო რეესტრი

ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სანებართვო რეესტრი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად.

დანართი N1

სეს ესნ

კოდი

დასახელება

1

2

01 ჯგუფი

ცოცხალი ცხოველები

0101

ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა

0102

მსხვილფეხა პირუტყვი

0103

ღორი

0104

ცხვარი და თხა

0105

შინაური ფრინველი ანუ GALLUS DOMESTICUS (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი

0106

სხვა ცხოველები

02 ჯგუფი

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები

0201

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული

0202

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული

0203

ხორცი ღორის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0204

ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0205

ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული

0206

კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0207

ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0208

სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული

0209 00

ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი

0210

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

05 ჯგუფიდან

 

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0505

ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები

0511

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი

 

41 ჯგუფიდან

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი

 

4101

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტყვის ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით, ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი

4102

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერ-ვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

4103

 

სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

 

95 ჯგუფიდან

სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები

9508

ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, ატრაქციონისა და მოძრავი თეატრის ცხოველები

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1933

 დანართი N2

სეს ესნ

კოდი

დასახელება

1

2

01 ჯგუფი

 ცოცხალი ცხოველები

0101

ცხენი, ვირი, ჯორი და ჯორცხენა

0102

მსხვილფეხა პირუტყვი

0103

ღორი

0104

ცხვარი და თხა

0105

შინაური ფრინველი ანუ გალლუს დომესტიცუს (შინაური ქათამი) სახეობის ფრინველები, იხვი, ბატი, ინდაური, ციცარი

0106

სხვა ცხოველები

02 ჯგუფი

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები

0201

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, ახალი ან შეყინული

0202

ხორცი მსხვილფეხა პირუტყვის, გაყინული

0203

ხორცი ღორის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0204

ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0205

ხორცი ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული და გაყინული

0206

კვების სუბპროდუქტები მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვრის, თხის, ცხენის, ვირის, ჯორის ან ჯორცხენის, ახალი, შეყინული ან გაყინული

0207

 

ხორცი და კვების სუბპროდუქტები 0105 სასაქონლო პოზიციაში მითითებული შინაური ფრინველის, ახალი, შეყინული ან გაყინული:

0207 11

_ _ აუქნელი, ახალი ან გაცივებული:

0207 13

_ _ ფრინველის ნაკლავის ნაწილები და სუბპროდუქტები, ახალი ან გაცივებული:

0207 24

აუქნელი, ახალი ან გაცივებული:

0207 26

_ _ ფრინველის ნაკლავის ნაწილები და სუბპროდუქტები, ახალი ან გაცივებული:

0207 32

_ _ აუქნელი, ახალი ან გაცივებული:

0207 35

_ _ ახალი ან გაცივებული, დანარჩენი:

0208

სხვა ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ახალი, შეყინული ან გაყინული

0209 00

ღორის ქონი, მჭლე ხორცისაგან გამოცალკევებული და შინაური ფრინველის ქონი, გადაუდნობელი ან რაიმე სხვა ხერხით ამოუღებელი, ახალი, შეყინული, გაყინული, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი

0210

ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, დამარილებული, მარილწყალში, გამომშრალი ან შებოლილი; საკვები ფქვილი ხორცის ან ხორცის სუბპროდუქტებისაგან

03 ჯგუფი

თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები და წყლის სხვა უხერხემლოები

0301

ცოცხალი თევზი

04 ჯგუფი

რძის პროდუქცია; ფრინველის კვერცხი; ნატურალური თაფლი; ცხოველური წარმოშობის კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0407 00

ფრინველის კვერცხი ნაჭუჭით, ახალი, დაკონსერვებული ან მოხარშული

0408

ფრინველის კვერცხი უნაჭუჭოდ და კვერცხის გულები, ახალი, გამხმარი, ორთქლზე ან მდუღარე წყალში მოხარშული, ფორმირებული, გაყინული ან სხვა სახით დაკონსერვებული, შაქრის ან სხვა დამატკბობელი ნივთიერებების დამატებით ან მათ გარეშე

05 ჯგუფიდან

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი

0505

ტყავები და ფრინველის სხვა ნაწილები ნაკრტენით ან ბუმბულით; ნაკრტენი და ნაკრტენის ნაწილები (მოჭრილი ან მოუჭრელი კიდეებით) და ბუმბული, გაწმენდილი, დეზინფიცირებული ან შესანახად დამუშავებული, მაგრამ შემდგომი დამუშავების გარეშე; ნაკრტენის და მისი ნაწილების ფხვნილი და ნარჩენები

0510 00 000 00

ამბრა, რუხი, თახვის ყაირი, ცივეტა და მუშკი; ცოფის ბუზი, ნაღველი, მათ შორის, გამხმარი; ცხოველური წარმოშობის ჯირკვლები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, ახალი, შეყინული, გაყინული ან სხვა წესით დამუშავებული ხანმოკლე შენახვისათვის

0511

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი; დავარდნილი ცხოველები 01 ან 03 ჯგუფიდან, საკვებად უვარგისი:

0511 91

_ _ თევზის, კიბოსნაირების, მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების პროდუქტები; დავარდნილი ცხოველები 03 ჯგუფიდან:

0511 99

_ _ დანარჩენი:

0511 99 100 00

_ _ _ ძარღვები და მყესები; დამუშავებული ტყავის ჩამონაჭრები და ანალოგიური ნარჩენები

 

_ _ _ ცხოველური წარმოშობის ნატურალური ღრუბლები:

0511 99 310 00

_ _ _ _ დაუმუშავებელი

0511 99 390 00

_ _ _ _ დანარჩენი

0511 99 80

_ _ _ დანარჩენი:

0511 99 801 00

_ _ _ _ თუთის აბრეშუმხვევიას გრენა

0511 99 802 00

_ _ _ _ ემბრიონები

0511 99 809 00

_ _ _ _ დანარჩენი

 

10 ჯგუფი

პურეული მარცვლოვნები

1001

ხორბალი და მესლინი (საფურაჟე)

1002 00 000 00

ჭვავი (საფურაჟე)

1003 00

ქერი (საფურაჟე)

1004 00 000 00

შვრია (საფურაჟე)

1005

სიმინდი (საფურაჟე)

1006

ბრინჯი (საფურაჟე)

1007 00

სორგო მარცვლოვანი (საფურაჟე)

1008

წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; სხვა მარცვლეული (საფურაჟე)

12 ჯგუფიდან

ზეთოვანი მცენარეების თესლი და ნაყოფი; სხვა თესლი, ნაყოფი და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი

 

1213 00 000 00

ჩალა და ბზე მარცვლეულისა, დაუმუშავებელი, დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი, გალეწილი ან გაულეწავი, დაპრესილი ან გრანულების ფორმით

1214

თალგამურა, ჭარხალი საფოთლე (მანგოლდი), პირუტყვის საკვები ძირნაყოფები, თივა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი, პირუტყვის საკვები კომბოსტო, ხანჭკოლა, ცერცველა და ანალოგიური საკვები პროდუქტები, გრანულირებული ან არაგრანულირებული

23 ჯგუფიდან

კვების მრეწველობის ნაშთები და ნარჩენები; მზა საკვები ცხოველებისათვის

2301

ფქვილი, წმინდად და უხეშად დაფქული და გრანულები ხორცის ან ხორცის სუპროდუქტებისაგან, თევზის ან კიბოსნაირებისგან, მოლუსკების ან წყლის სხვა უხერხემლოებისგან, საკვებში გამოსაყენებლად უვარგისი; ხოხოზიკები

2302

ანაცერი, ქატო და სხვა ნარჩენები, მიღებული პურეული მარცვლოვანების ან პარკოსანი კულტურების მარცვლის დაფქვის, გაცრის ან სხვა მეთოდით დამუშავების შედეგად, არაგრანულირებული ან გრანულირებული

30 ჯგუფიდან

ფარმაცევტული პროდუქცია

3002

სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა, მომზადებული თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნით გამოსაყენებლად; იმუნური შრატები (ანტიშრატები) და სისხლის სხვა ფრაქციები და მოდიფიცირებული იმუნოლოგიური პროდუქტები, მათ შორის, მიღებული ბიოტექნოლოგიური გზით; ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები (საფუვრების გარდა) და ანალოგიური პროდუქტები (3002 10 950, 3002 20 000 და 3002 90 100 ქვესუბპოზიციის საქონლის გარდა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი)

41 ჯგუფიდან

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავეულის ნედლეული (გარდა ნატურალური ბეწვისა) და ტყავი

4101

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი მსხვილფეხა პირუტყვისა ან ცხენების ოჯახის ცხოველებისა (ახალგატყავებული ან მარილიანი, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა მეთოდით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან ბეწვის საფარის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი

4102

დაუმუშავებელი ტყავები და ტყავი ცხვრისა ან ბატკნისა (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, პიკელებული ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე) ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

4103

სხვა დაუმუშავებელი ტყავები და ტყავის ნედლეული (ახალგატყავებული ან დამარილებული, გამომშრალი, ნაცრიანი, ან სხვა წესით დაკონსერვებული, მაგრამ დაუთრიმლავი, პერგამენტის სახით გამოუყვანელი ან შემდგომი დამუშავების გარეშე), ბეწვის საფარით ან მის გარეშე, სპილოკი ან არასპილოკი, გარდა მოცემული ჯგუფის 1გ შენიშვნით გამორიცხულებისა

95 ჯგუფიდან

სათამაშოები, თამაშობანი და სპორტული ინვენტარი; მათი ნაწილები და საკუთნოები

9508

ცირკის, სამხეცის, ზოოპარკის, ატრაქციონისა და მოძრავი თეატრის ცხოველები.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1933

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 თებერვლის დადგენილება №32 - სსმ III, №16, 11.02.2010 წ., მუხ.186

დანართი N3

სეს ესნ

 კოდი

დასახელება

1

2

 

 

ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები

 და მცენარის სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი

 

0601

ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციის ან ყვავილობის მდგომარეობაში; ვარდკაჭაჭას მცენარეები და ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა

0602

დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი

 

 

ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირნაყოფები

და ბოლქვნაყოფები

 

0701

კარტოფილი, ახალი

0703

ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული

0713

პარკოსანი ბოსტნეული, ხმელი, დაჩურჩული, სათესლე, ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი

0714

მანიჰოტი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი, და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად

 

 

ჯგუფი 08. საჭმელი ხილი და კაკალი. ციტრუსოვანების ან ნესვების

კულტურების ქერქი და კანი

 

0805

ციტრუსები, ახალი ან ხმელი

0806

ყურძენი, ახალი ან ხმელი

0807

ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი

 

ჯგუფი 10. მარცვლოვანები

 

 

1001

ხორბალი და მესლინი

 

1002 00 000 00

ჭვავი

 

1003 00

ქერი

 

1004 00 000 00

შვრია

 

1005

სიმინდი

 

1007 00

სორგო მარცვლოვანი

 

 

ჯგუფი 11. ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო,

სახამებელი, ინულინი, ხორბლის წებოვანა

 

 

1101 00 110 00

1101 00 150 00

ფქვილი ხორბლის

 

1101 00 900 00

ხორბალ-ჭვავის ფქვილი

 

1102

დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა

 

1103

ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები

 

1104

მარცვლოვანების მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), გარდა 1006 სასაქონლო პოზიციის ბრინჯისა; მარცვლოვანების მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული

 

1106 10 000 00

წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის

 

1107 10

ალაო მოუხალავი ხორბლისაგან

 

1107 10 110 00

ფქვილის სახით

 

1107 10 190 00

დანარჩენი

 

1107 10 910 00

ფქვილის სახით

 

1107 10 990 00

დანარჩენი

 

 

ჯგუფი 12. ზეთოვანი თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები;

ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები

ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი

 

 

1204 00

თესლი სელისა, დაუმსხვრეველი

 

1205

თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დაუმსხვრეველი

 

1206 00

თესლი მზესუმზირასი, დაუმსხვრეველი

 

1207

თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დაუმსხვრეველი

 

1209

თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად

 

 

ჯგუფი 17. შაქარი და შაქრის საკონდიტრო ნაწარმი

 

 

1701

ლერწმის ან ჭარხლის შაქარი და ქიმიურად სუფთა საქაროზა, მყარ მდგომარეობაში

 

კოდის გარეშე

ნიადაგი ნებისმიერი სახით

 

კოდის გარეშე

ცოცხალი მწერები სამეცნიერო მიზნებისათვის

 

კოდის გარეშე

ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების ცოცხალი კულტურები, ცოცხალი ტკიპები და ნემატოდები სამეცნიერო მიზნებისათვის.

 

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №279 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1986

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის დადგენილება №73 - სსმ III, №47, 16.04.2009 წ., მუხ.524

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №161 - სსმ III, №112, 14.09.2009 წ., მუხ.1277

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №239 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1933

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 12 იანვრის დადგენილება №2 - სსმ III, №5, 18.01.2010 წ., მუხ.27

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ”“, №143, 18.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.10.003.000.277 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10336-8/