,,სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.12.2008 ბოლო ცვლილება 04.12.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№591
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 178, 15/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.08.002.004.

საქართველოს პრეზიდენტის

  ბრძანებულება №591

2008 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე

ხათუნა კალმახელიძე – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით საყვარელიძე – საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ირინე ქურდაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

თამარ თომაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი

ოთარ კახიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

აკაკი მინაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

ზაზა მეიშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე

ნიკანორ მელია – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი

ირაკლი კობიძე – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი

ანტონ ქელბაქიანი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე

გიორგი ტუღუში – საქართველოს სახალხო დამცველი.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

2. ეთხოვოთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:

რონალდ მონაშს –გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში

ქეთევან გაჩეჩილაძეს - ორგანიზაცია „21-ე საუკუნის“ წარმომადგენელს

პერ ეკლუნდს – ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში

ბორის ვოდსს – ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს

თეა თუთბერიძეს – თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს

ცირა ჭანტურიას –ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს

დავიდ რუბინოს – ამერიკის იურისტთა ასოციაციის/კანონის უზენაესობის ინიციატივის პროგრამის დირექტორს საქართველოში

ნინო მახაშვილს – ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ დირექტორს

ზაზა რუხაძეს – ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს

ლარს კრისტიან სუნდეს – ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ხელმძღვანელს საქართველოში

დიმიტრი ხაჩიძეს – ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელს

თამარ ხიდაშელს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

3. დამტკიცდეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 მა რ ტ ის ბრძანებულება № 1 29 - სსმ III,  № 33 , 1 9 . 03 .2009 წ., მუხ. 38 0

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 აპრილ ის ბრძანებულება № 196 - სსმ III, № 50 , 27 . 04 .2009 წ., მუხ. 558

     მ. სააკაშვილი

     შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 მა რ ტ ის ბრძანებულება №129 - სსმ III,  №33, 19.03.2009 წ., მუხ.380

     2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 აპრილ ის ბრძანებულება №196 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.558

3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდ ე გში - საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. თავის საქმიანობაში საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 2. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა

1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.

4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

    მუხლი 3. საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ბ) სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და პერიოდული განახლება;

გ) სისხლის სამართლ ი ს სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;

დ) სასჯელაღსრულების, პრობაციის, არასრულწლოვანთა საქმეებზე მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების სფეროებს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 4. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;    

გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 5. სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი ექსპერტები

1. საკოორდინაციო საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტი ანი განხორციელების, აგრეთვე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ხმათა უმრავლესობით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს. საჭიროების შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.

3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო. როგორც წესი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ.

4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.

5. დამოუკიდებელ ექსპერტად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირი.

6. დამოუკიდებელი ექსპერტის საქმიანობის ინტენსივობას, მასზე დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 6. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე ან თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი .

3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება ექვს თვეში ერთხელ.

4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.

5. საკოორდინაციო საბჭოსთან იქმნება საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, რომელსაც მართავს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ტექნიკურ დახმარებას უწევს საკოორდინაციო საბჭოს, სამუშაო ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების საქმიანობას.

6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს.

8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

9. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

11. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ვალდებულია სხდომის ოქმი გადაუგზავნოს საკოორდინაციო საბჭოს წევრებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 7.  ამოღებულია

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 28 ივნისის ბრძანებულება №451 - სსმ III, №76, 30.06.2010 წ., მუხ.1103

    მუხლი 8. დასკვნითი დებულება

საკოორდინაციო საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ““, №591, 13.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104050-3/