,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2008 ძალადაკარგული 08.01.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№622
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 184, 26/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №622

2008 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის  12​1 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის ი საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში – საბჭო) შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ორი მოადგილე;

გ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;

დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

ე) საქართველოს იუ ს ტიციის მინისტრის მოადგილე;

ვ) საქართველოს შ ინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

ზ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

თ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

ი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;

ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;

ნ) საქართველ ო ს ეროვნული ბანკის პრეზიდ ე ნტი;

ო) საქართველოს ეკონომ ი კისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

პ) საქართველოს იუ ს ტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი.

საქართველოს პრეზიდენტის 20 10 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება № 704 - სსმ III, № 108 , 31 . 08 .20 10 წ., მუხ. 1676

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №691 - ვებგვერდი, 09.08.2012წ.

1​1. ამ ბრძანებულების პირვე ლ ი პუნქტის შესაბამისად, საბჭოს საქმიანობაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი თ არების მინისტრის მოადგილის კანდიდატურას განსაზღვრავს შესაბა მ ისი უწყების ხელმძღვანელი. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საბჭოს თავმჯდ ო მარე.

საქართველოს პრეზიდენტის 20 10 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება № 704 - სსმ III, № 108 , 31 . 08 .20 10 წ., მუხ. 1676

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №691-ვებგვერდი, 09.08.2012წ.

2. ეთხოვოთ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:

ა) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს;

ბ) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს;

გ) აშშ იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;

დ) ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს;

ე) „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს;

ვ) საქართველოში ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელს;

ზ) გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს;

თ) არასამთავ რ ობო ორგანიზაციის კოალიცია „ევროპული საქართველოსათვის“ წარმომადგენელს.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 25 იანვრის ბრძანებულება №56 - სსმ III, №7, 25.01.2010 წ., მუხ.72

საქართველოს პრეზიდენტის 20 10 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება № 704 - სსმ III, № 108 , 31 . 08 .20 10 წ., მუხ. 1676

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №691 - ვებგვერდი, 09.08.2012წ.

3. დამტკიცდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 იანვრ ის ბრძანებულება № 26 - სსმ III, № 10 , 26 . 01 .2009 წ., მუხ. 90

     მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 იანვრ ის ბრძანებულება №26 - სსმ III, №10, 26.01.2009 წ., მუხ.90

2. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 25 იანვრ ის ბრძანებულება №56 - სსმ III, №7, 25.01.2010 წ., მუხ.72

3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება №704 - სსმ III, №108, 31.08.2010 წ., მუხ.1676

4. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №691 – ვებგვერდი, 09.08.2012წ.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდეგში – საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. საკოორდინაციო საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

    მუხლი 2. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა

1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.

4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

    მუხლი 3. საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა;

ბ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და მონიტორინგი;

გ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება;

დ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;

ე) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფო ანგარიშის მომზადების უზრუნველყოფა და ინფორმაციის მიწოდება.

    მუხლი 4. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება

დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საკოორდინაციო საბჭო უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლებისა და სრულყოფის მიზნით;

გ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

    მუხლი 4​1 . საკოორდინაციო საბჭოს ანგარიშვალდებულება

საკოორდინაციო საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობისწინაშე. საკოორდინაციო საბჭო საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას ყოველწლიურად წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს.

საქართველოს პრეზიდენტის 20 10 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება № 704 - სსმ III, № 108 , 31 . 08 .20 10 წ., მუხ. 1676

    მუხლი 5. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

1. საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ.

4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია საკოორდინაციო საბჭოს ვადამდე მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.

5. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს და დამოუკიდებელ ექსპერტს.

7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

8. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

10. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი. სამდივნო უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზაციულ მუშაობას და ადმინისტრირებას უწევს მის საქმი ა ნობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება №691 - ვებგვერდი, 09.08.2012წ.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულება

საკოორდინაციო საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ““, №622, 26.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104218-4/