1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-555(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2026
…წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (1-ლი მუხლი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. ამავე კოდექსის 263-ე მუხლი არეგულირებს კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების წესსა და პირობებს, კერძოდ, (1) კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე;
- საქმე №ბს-421(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
…რომელთა თანახმად, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. საგადასახადო კონტროლის სახეებია: მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება, რომელიც შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. ამავე კოდექსის 263-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
- საქმე №ბს-567(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
…255-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
- საქმე №ბს-1064(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2025
…რომელთა თანახმად, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. საგადასახადო კონტროლის სახეებია: მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება, რომელიც შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. ამავე კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
- საქმე №ბს-1019(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2024
…რომელთა თანახმად, პირის საქმიანობის საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. საგადასახადო კონტროლის სახეებია: მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება, რომელიც შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი. ამავე კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
- საქმე №ბს-4(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
- საქმე №ბს-58(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2022
- საქმე №ბს-715-715(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2019
- საქმე №ბს-336-334(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.07.2017
- საქმე №330100117001833678 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.07.2019
- საქმე №330310017001823727 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №330310015001034586 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330310015001022310 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2018
- საქმე №330310017001671344 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.03.2018
- საქმე №330310019002855897 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.10.2019
- საქმე №080310017001897544 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 05.09.2019
- საქმე №330310018002541616 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №330310018002577384 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330310018002381764 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.09.2018
- საქმე №330310016001403171 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება