საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის ან/და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აქტის ის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელეს შემმოწმებლებმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას;
გ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ მათი დადგენა შესაძლებელია), გადასახადისა და ჯარიმის გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ასევე საგადასახადო შემოწმების აქტის დანართების შინაარს
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(26)
- საქმე №ბს-22(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2025
…და აღნიშნული გზით განხორციელებული დარიცხვების კანონიერება წარმოადგენს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე კოდექსის 267-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა)ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას.
- საქმე №ბს-1351(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას.
- საქმე №ბს-1291(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2025
საგადასახადო შემოწმების აქტის ცნებას განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლი, კერძოდ საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და…
- საქმე №ბს-849(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლზე, 126-129-ე მუხლებზე, 255-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებზე, 262-ე, 267-ე, 268-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებით დამტკიცებული,,საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ…
- საქმე №ბს-1064(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2025
…კამერალური და გასვლითი. ამავე კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. კოდექსის 267-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას.
- საქმე №ბს-1019(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2024
- საქმე №ბს-1303(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.10.2024
- საქმე №ას-579-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
- საქმე №ბს-1021(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ბს-887(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №ბს-554(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2023
- საქმე №ბს-340(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
- საქმე №ბს-812(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2022
- საქმე №ას-898-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2021
- საქმე №ბს-866-862(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2019
- საქმე №ბს-734-734(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2018
- საქმე №ბს-63-63(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2018
- საქმე №ბს-649-641(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2016
- საქმე №080310016001389794 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.07.2019
- საქმე №330310015758157 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №330310008022549 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.09.2018
- საქმე №330310016001381401 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №330310015001027636 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.05.2018
- საქმე №330210118002648133 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №ბს-1005(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.01.2019
- საქმე №ბს-226-223(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.09.2014
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება