1. საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციის ადგილი, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – იურიდიული მისამართი, რომელიც მითითებულია საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტებში (წესდებაში, ხელშეკრულებაში, დებულებაში).
2. თუ საწარმო საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე და მის სადამფუძნებლო დოკუმენტებში არ არის მითითებული საწარმოს საქმიანობის ადგილი, საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი. საწარმოს ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო საწარმოს მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ხოლო ასეთი მონაცემების წარუდგენლობის ან საეჭვო მონაცემების წარდგენის შემთხვევაში – არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
3. სათანადო ინფორმაციის არარსებობისა და საწარმოს ძირითადი საქმიანობის ადგილის განსაზღვრის შეუძლებლობის შემთხვევაში საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება საწარმოს მართვის ადგილი.
4. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება ხელშეკრულების მონაწილე იმ პირის საქმიანობის ადგილი, რომელსაც ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით აკისრია საქმეების მართვა. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე არის საქართველოს საწარმო ან რეზიდენტი ფიზიკური პირი, ერთობლივი საქმიანობის შედეგების აღრიცხვა გადასახადებით დაბეგვრის მიზნით მან უნდა აწარმოოს, მიუხედავად იმისა, ვის აკისრია საქმეების მართვა. თუ საქმეების მართვა არ აკისრია ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ერთ ან რამდენიმე მონაწილეს და ხელშეკრულების მონაწილეები ერთად უძღვებიან საქმეებს, საწარმოს საქმიანობის ადგილად ითვლება ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილე საქართველოს საწარმოს საქმიანობის ადგილი. თუ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეები მხოლოდ რეზიდენტი ფიზიკური პირები არიან და ისინი ერთად უძღვებიან საქმეებს, საწარმოს საქმიანობის ადგილს განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეების მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ხოლო ასეთი მონაცემების წარუდგენლობის ან საეჭვო მონაცემების წარდგენის შემთხვევაში – არსებული ინფორმაციის საფუძველზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ბს-831(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2020
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონი ადგენდა სახელმწიფო მიწის ნორმატიული ფასის, ქირის განსაზღვრისა და მიწის ფასის გადახდის წესს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო მიწის ნორმატიულ ფასს ან ქირას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები, წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით.
- საქმე №ბს-1787-1755(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2012
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციამ როგორც შემოწმებისას, ისე მოსარჩელის შესაგებლის განხილვისას, იხელმძღვანელა ძველი საგადასახადო კოდექსის დებულებებით და მოსარჩელეს 2005 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 27-ე და 29-ე მუხლების საფუძველზე 57 194 ლარი დააკისრა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შპს “...ს” 2004-2005 წლებში რეალიზებული ჰქონდა სულ 538 255 ლარის ღირებულების თხევადი გაზი.
- საქმე №ბს-1198-1165(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2011
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციამ როგორც შემოწმებისას, ისე მოსარჩელის შესაგებლის განხილვისას, იხელმძღვანელა ძველი საგადასახადო კოდექსის დებულებებით და მოსარჩელეს 2005 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 27-ე და 29-ე მუხლების საფუძველზე 57 194 ლარი დააკისრა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შპს “...” 2004-2005 წლებში რეალიზებული ჰქონდა სულ 538 255 ლარის ღირებულების თხევადი გაზი.
- საქმე №ბს-927-887(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2010
საგადასახადო კოდექსის 27-ე და 29-ე მუხლებით, თუმცა 22.12.04წ. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებები ვრცელდება 2005 წლის 1 იანვრიდან იმ საგადასახადო პერიოდებზეც, რომლებიც მთავრდება 2005 წლის 1 იანვრამდე.
- საქმე №ბს-1549-1506(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2009
საქართველოს 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაზრო ფასად ითვლებოდა თავისუფალი საბაზრო ფასი, რომელიც ყალიბდებოდა ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის…
- საქმე №ბს-739-711(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2009
- საქმე №ბს-1359-1317(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2009
- საქმე №ბს-766-735(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.12.2008
- საქმე №ბს-232-226(3კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.11.2008
- საქმე №ბს-93-93(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2008
- საქმე №ბს-535-511(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2007
- საქმე №ბს-15-15(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2007
- საქმე №ბს-1005-959(2კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.04.2007
- საქმე №ბს-954-911(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2007
- საქმე №ბს-779-366(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2006
- საქმე №ბს-1375-1124-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2005
- საქმე №ბს-90-281-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2004
- საქმე №3გ/ად-24-კ.ს-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2003
- საქმე №3გ/ად-112-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2003
- საქმე №3გ-ად-539კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2003
- საქმე №010100218700050797 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 21.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება