1. საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი, ანუ ადგილი, სადაც საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტების (წესდების, ხელშეკრულების, დებულების) შესაბამისად საწარმოს დირექტორატი (მმართველობის სხვა ორგანო) ასრულებს მმართველობით ფუნქციას, ამ საწარმოს უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის ადგილისა და საქმიანობის განხორციელებით შემოსავლების მიღების ადგილის მიუხედავად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს მართვის ადგილად ითვლება მისი საქმიანობის ადგილი.
3. თუ საწარმოს მართავს მმართველი (სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი), რომელიც მოქმედებს ხელშეკრულების ან დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების თანახმად, საწარმოს მართვის ადგილად შესაბამისად ითვლება მმართველი საწარმოს საქმიანობის ადგილი ან მმართველი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი. ანალოგიურად განისაზღვრება საწარმოს მართვის ადგილი, თუ მას ფაქტობრივად მართავს სხვა საწარმო ან ფიზიკური პირი შესაბამისი ხელშეკრულების ან გადაწყვეტილების გარეშე.
4. თუ საწარმოს არ აქვს მმართველობის ორგანო, ან საწარმოს მმართველობის ორგანოს არ აქვს საქმიანობის მუდმივი ადგილი, ან მმართველი უშუალოდ არ მართავს საწარმოს, საწარმოს მართვის ადგილად ითვლება საწარმოს მმართველობის ორგანოს (ადმინისტრაცია, დირექცია, გამგეობა, ცენტრალური ბუღალტერია ან სხვა მსგავსი ორგანო) საქმიანობის ადგილ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(28)
- საქმე №ბს-902-864(3კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2010
…მასალებისა და საგადასახადო ორგანოსათვის ცნობილი სანდო ინფორმაციის საფუძველზე; ბ) საგადასახადო ორგანოში გადასახადის თანხის აღრიცხვა გადამხდელის წარდგენილი დეკლარაციის ან/და გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის ვალდებულება, გადაიხადოს კანონით დაწესებული გადასახადი”.
- საქმე №ბს-930-890(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2009
…წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადაო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლზე, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის ვალდებულება, გადაიხადოს კანონით დაწესებული გადასახადი.
- საქმე №ბს-258-248(4კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2009
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი, ასევე _ 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ანალოგიურ საკითხთან მიმართებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007…
- საქმე №ბს-1642-1596(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.07.2009
კასატორის განმარტებით, 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულება ეკისრებოდა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებდა გადასახადის გადახდას.
- საქმე №ბს-797-766(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2009
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ იმჟამად მოქმედი კოდექსის 28.3, 217-ე, 235-ე, 237-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელეს მართებულად დაეკისრა ქონების გადაცემის გადასახადის ძირითადი თანხები და ფინანსური სანქციები დეკლარაციის წარუდგენლობისათვის.
- საქმე №ბს-1127-1089(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2009
- საქმე №ბს-736-708(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.01.2009
- საქმე №ბს-776-745(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2008
- საქმე №ბს-916-878(3კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2008
- საქმე №ბს-1028-982(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2008
- საქმე №ბს-104-98(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2008
- საქმე №ბს-750-716(3კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.01.2008
- საქმე №ბს-1011-968(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.01.2008
- საქმე №ბს-756-722(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.03.2007
- საქმე №ბს-135-127(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2006
- საქმე №ბს-1319-895(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2006
- საქმე №ბს-1171-746(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2006
- საქმე №ბს-900-761-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2006
- საქმე №ბს-1056-901-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2006
- საქმე №ბს-852-438(2კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2005
- საქმე №ბს-665-252(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2005
- საქმე №ბს-416-6(3კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.09.2005
- საქმე №2კ-224აპ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2005
- საქმე №3გ-ად-435-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2003
- საქმე №3კ/746-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.09.2002
- საქმე №3გ/ად-190-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.04.2002
- საქმე №3გ/ად-184-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2002
- საქმე №3გ/ად-116-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2000
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება