1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს დეკლარაციას წარუდგენს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.
11. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტიდან 30 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას.
3. (ამოღებულია – 20.12.2011, №5556).
4. მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 12.11.2025 კანონი №1061
- 14.07.2020 კანონი №6817
- 30.05.2018 კანონი №2391
- 20.12.2011 კანონი №5556
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.11.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 93. მიკრო და მცირე ბიზნესის დეკლარაციის წარდგენა 1. გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა, საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე დეკლარაციას წარუდგენენ: ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი; ბ) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391). [ 1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს დეკლარაციას წარუდგენს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან)] 11. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 2. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტიდან 30 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დეკლარაციას. 3. (ამოღებულია – 20.12.2011, №5556). 4. მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-1301-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2020
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-18 მუხლებითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე, 153-ე მუხლებით. 12. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი 12.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
- საქმე №ბს-1766-1721(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2011
კასატორის მითითებით, საგადასახადო კოდექსის 93.6 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეინახოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია 6 წლის განმავლობაში.
- საქმე №ბს-740-715(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2011
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შემოწმების აქტით მოგების გადასახადის დარიცხვა მოხდა უკანონოდ, რამდენადაც მართალია ზემოაღნიშნული 726120 ლარის ნავთობპროდუქტები და სხვადასხვა მასალები შეძენილია ნაწილობრივ ნაკლის მქონე დოკუმენტებით, მაგრამ გამოსაქვითი ხარჯებიდან მათი ამორიცხვა არ შეესაბამება აქტში მითითებული საგადასახადო კოდექსის 93-ე და 199-ე მუხლების მოთხოვნებს. ამასთან, შპს “...” ეწევა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რის გამოც იგი არ წარმოადგენს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის ¹87 ბრძანებით გათვალისწინებულ საწარმოს, რომლისთვისაც სავალდებულო იყო სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების ამოწერა.
- საქმე №ბს-1381-1320(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2011
ამასთან, შემმოწმებლის წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას გადასახადით დასაბეგრი ობიექტების აღრიცხვის შესახებ.
- საქმე №330210018002758057 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.03.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე,“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე, 1231-ე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე, 153-ე მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება მოსარჩელე ი--------------–--ემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, შეიცვლა მისი ოჯახური მდგომარეობა, რამაც გამოიწვია ფინანსური სახსრების შემცირება.
- საქმე №ბს-1456-1418(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2011
- საქმე №ბს-797-771(კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.12.2010
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება