1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი მიმდინარე გადასახდელებს არ იხდიან.
2. (ამოღებულია - 30.05.2018, №2391).
3. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში.
4. დაქირავებული პირებისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6 000 ლარამდე ხელფასი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) იგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში;
ბ) მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი 50 000 ლარს არ აჭარბებს.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.05.2018 კანონი №2391
- 26.12.2013 კანონი №1886
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №200210016001395002 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.05.2018
ხოლო, კითხვაზე იცნობდა თუ არა საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, ინდივიდუალური მეწარმე ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, მან განაცხადა, რომ ეს არ შეუმოწმებია და არ იცის ინდ.
- საქმე №330310117002051360 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.04.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 94-ე მუხლები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5, მე-6, 43-ე, 49-ე, 238, 246-ე და 171-ე მუხლები,
- საქმე №330310117001874673 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.03.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 94-ე მუხლები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5, მე-6, მე-19, 43-ე, 49-ე, 238-ე, 246-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპრ
- საქმე №330310117002138815 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.08.2018
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 94-ე მუხლები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-5, მე-6, 4--ე, 49-ე, 153, 238-ე, 246-ე, 268-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
- საქმე №330310116001412688 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.08.2018
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 94-ე მუხლები, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-5, მე-6, 43-ე, 49-ე, 64-ე, 238-ე, 246-ე, 268-ე,…
- საქმე №ას-1348-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება