1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი აწარმოებს აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს. ამ ჟურნალის წარმოების (მათ შორის, ელექტრონული ფორმით წარმოების) წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. (ამოღებულია - 30.05.2018, №2391)
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.
4. (ამოღებულია - 30.05.2018, №2391)
5. მცირე ბიზნესის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება, თუ არ ხდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან გამოსვლა.
6. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირისთვის სტატუსის გაუქმებისას არსებული სასაქონლო ნაშთების აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
7. (ამოღებულია - 30.05.2018, №2391)
საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.05.2018 კანონი №2391
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-271(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
69), სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული სტატუსის მატარებელ პირთა, ხე/ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ დებულებას არ შეიცავდა, ხოლო ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსის 91.3 მუხლის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები.
- საქმე №ბს-719(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2023
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მითითებული არგუმენტი ემყარება „საავტომობილო ტრანსპროტის შესახებ“ კანონის 91 მუხლს, რომელიც კანონს დაემატა და ამოქმედდა 18.08.2009 წ., გ. დ-ის მიერ ავტომობილის შეძენის შემდეგ.
- საქმე №330310016001403171 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
ი---------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა და არ გაითვალისწინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლი. საქმეში ნათლად ჩანს, რომ აპელანტის მიმართ ზიანი დელიქტით არის გამოწვეული, რასაც ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები და რეესტრიდან წარმოდგენილი დოკუმენტები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება