1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებების“ განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება 10 პროცენტით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია 1998 წლის 1 იანვრამდე.
3. (ამოღებულია - 13.12.2023, №3902).
4. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის დასაბეგრი მოგება იბეგრება 20 პროცენტით.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგება აღნიშნული საქმიანობის ნაწილში იბეგრება 5 პროცენტით.
6. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი მოგება, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგებისა, იბეგრება 20 პროცენტით.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1191 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3903 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3902 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4364 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №134 - ვებგვერდი, 29.12.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.12.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 13.12.2024 კანონი №134
- 27.06.2024 კანონი №4364
- 13.12.2023 კანონი №3902
- 13.12.2023 კანონი №3903
- 09.02.2023 კანონი №2590
- 16.12.2022 კანონი №2439
- 22.12.2021 კანონი №1191
- 13.05.2016 კანონი №5092
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 98. გადასახადის განაკვეთი 1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. [ 1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4მე-4, მე-5 და მე-5მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 დეკემბრიდან)] 2. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებების“ განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგება იბეგრება 10 პროცენტით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია 1998 წლის 1 იანვრამდე. 3. (ამოღებულია - 13.12.2023, №3902). 4. საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის დასაბეგრი მოგება იბეგრება 20 პროცენტით. [ 5. უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგება აღნიშნული საქმიანობის ნაწილში იბეგრება 5 პროცენტით. (ამოქმედდეს6. 2024სათამაშო წლისაპარატების 1სალონის დეკემბრიდან)]მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი მოგება, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის დასაბეგრი მოგებისა, იბეგრება 20 პროცენტით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-734(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.02.2023
კასატორის მოსაზრებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98.21 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის წარმოშობა დამოკიდებულია თითოეული…
- საქმე №ას-306-291-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2016
…თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
- საქმე №ბს-1462-1424(2კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.03.2011
…ბრძანება და შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 29 ივნისის ¹1674 ბრძანება 955,82 ლარის ნაწილში, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 51.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 98, 4 მუხლით, 99.2, 110.1, 110.2 მუხლებით და განმარტა, რომ საწარმოში ინვენტარიზაციის ჩატარება ემსახურება მეწარმის სამეწარმეო კონტროლის მიზანს და მისი ჩატარების წესი, დრო და პერიოდი მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება