საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №801
2010 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით” გათვალისწინებული ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება დაიწყოს 2012 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი – შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში შემავალ „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ კანონს და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. იცავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, კანონიერების, მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპებით.
3. არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს დეპარტამენტის საქმიანობაში, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი) კოორდინირებულად და სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი მიზნები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობა;
ბ) ფინანსური სახსრების, მატერიალური ფასეულობების, სხვა ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვის და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობის და შედეგობრიობის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება-შესწავლის და ანალიზის მეშვეობით, არსებული რისკ-ფაქტორების გამოვლენა, შეფასება და მათი მართვის მიზნით შესაბამისი სტრატეგიის და რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს სამინისტროს დასახული მიზნების შესრულებაში;
გ) სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ბ) მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასება, ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს სისტემის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით;
გ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
დ) შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად შეადგინოს შიდა აუდიტორული დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს შიდა აუდიტორის მიერ ცალკეული პროცესის, სისტემის ან შიდა აუდიტისადმი დაქვემდებარებული სხვა საკითხების შესახებ მიღებულ ინფორმაციას, დოკუმენტაციას, შიდა აუდიტის პროცესში გამოვლენის ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას და სხვა მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას;
ე) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;
ვ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ზ) შიდა აუდიტორული დასკვნის რეაგირებისათვის გადაგზავნა მინისტრისათვის ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელისათვის;
თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ი) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტურობის შეფასება;
კ) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
ლ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის შეფასება-ანალიზი და მათი ამაღლების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
მ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზების, რისკების შესახებ წერილობითი მოსაზრებების განხილვა;
ნ) დეპარტამენტის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ო) სამინისტროს სისტემის საქმიანობის საჯაროობის და გამჭ ვ ირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
პ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;
ჟ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობები
1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სისტემაში გასვლითი ან კამერალური აუდიტის ფორმით ჩაატაროს კომპლექსური, თემატური, შესაბამისობის, ოპერაციული, ეფექტიანობის ან ფინანსური აუდიტი;
ბ) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები, საჩივრები (მხოლოდ სამინისტროს სისტემის თანამშრომელთ ა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) ან სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება;
გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მინისტრის ან/და შესაბამისი ობიექტის ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;
დ) შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედების განხორციელების მიზნით სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტი თუ სხვა სახის ინფორმაცია, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით;
ე) შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებამდე, ასევე მათი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;
ვ) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის კანცელარიის, სამინისტროების, სხვა უწყებების, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
ზ) სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში ითანამშრომლოს საქართველოს კონტროლის პალატასთან და ამ მიზნით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აუდიტის ობიექტებთან კონტროლის პალატის ურთიერთობის კოორდინაცია და კონტროლის პალატის მოთხოვნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
2. დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) განუხრელად დაიცვას შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, წინამდებარე დებულების მოთხოვნები, სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებები, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები;
ბ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, პროგრამა და უფლება-მოვალეობათა ნუსხა;
გ) შეადგინოს შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა და რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს;
დ) დეპარტამენტში მომზადებული დასკვნა ცნობისათვის გადაუგზავნოს მინისტრს;
ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, ასევე არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დახმარება გაუწიოს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედების განხორცილების მიზნით.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტმენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;
ვ) ამტკიცებს შიდა აუდიტის ან/და სამსახურებრივი შემოწმების პროგრამას;
ზ) მინისტრს წარუდგენს დეპარტამენტში მომზადებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს;
თ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) ამზადებს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს, რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს და სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს;
ნ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას ან/და სამსახურებრივი შემოწმების პროექტს;
ო) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე;
პ) თანამშრომლობს სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრის თანამშრომლებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციით;
ჟ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) წარუდგენს მინისტრს და სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ;
რ) ყოველკვარტალურად აწარმოებს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებულ ი ქმედებების ანგარიშგებას და წარუდგენს ცენტრს;
ს) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ტ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
უ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
ფ) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ქ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ღ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე). დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს მის საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 7. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) დეპარტამენტის უფროსს კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ვ) დეპარტამენტის უფროსს, კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას ან/და შემუშავებულ რეკომენდაციას;
ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ი) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს და ი მ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე შეიძლება იყოს მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი ან სპეციალისტი, რომელიც ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.
3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებები, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები.
5. სამმართველოს მოსამსახურეები ასრულებენ სტრუქტურული ერთეულის უფროსის და მინისტრის სხვა კანონშესაბამის მითითებებს და დავალებებს.
მუხლი 9. უფლებამონაცვლეობა
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სამმართველოს უფროსი.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
მუხლი 10. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა
დეპარტამენტის სტრუქტურაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ინსპექტირების სამმართველო;
ბ) მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო;
გ) რისკების შესწავლის სამმართველო.
მუხლი 11. ინსპექტირების სამმართველო.
ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების (მხოლოდ სამინისტროს სისტემის თანამშრომელთ ა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ბ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
დ) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 12. მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო
მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) კონტროლის განხორციელება სამინისტროს სისტემის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და კანონმდებლობის განუხრელ შესრულებაზე;
ბ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეკონომიურობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ე) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება;
ვ) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულებების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;
ზ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და გადაცდომების პრევენცია, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ი) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 13. რისკების შესწავლის სამმართველო
რისკების შესწავლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
გ) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომედაციების შემუშავება;
ე) რისკ-ფაქტორების გამოვლენის მიზნით საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, გადახდების განხორციელების წინასწარი შესწავლა და შეფასება;
ვ) შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და კონტროლი;
ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება;
თ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტურობის შეფასება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 14. საქმისწარმოების ორგანიზება და აღრიცხვიანობა
1. დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების და სხვა საკითხების ამსახველი საქმის მასალები ინახება დეპარტამენტში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.
2. დეპარტამენტში არსებული საქმის მასალების პირველად არქივაციაზე, დამუშავებასა და აღრიცხვა-შენახვაზე, ასევე დეპარტამენტში შემოსული და დეპარტამენტიდან გასული დოკუმენტაციის, კორესპონდენციის აღრიცხვა-შენახვასა და საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე, რომელიც ასევე პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების პერმანენტულ წარმოებაზე.
თავი V
დეპარტამენტის საქმიანობის სხვა საკითხები
მუხლი 15. აცილების საფუძვლები
1. დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების პროცესში, თუ აუდიტს ან სამსახურებრივ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ახლონათესაურ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს დეპარტამენტის მოსამსახურის შემოწმების შედეგებით შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ.
2. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.
+
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №801
2010 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
„სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით” გათვალისწინებული ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება დაიწყოს 2012 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 10.05.2011წ.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №197 - ვებგვერდი, 13.06.2012წ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი – შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში შემავალ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ კანონს და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი – შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში შემავალ „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ კანონს და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ სამინისტროს დებულებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. იცავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების,ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით. იცავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, კანონიერების, მიუკერძოებლობის და სამართლიანობის პრინციპებით.
3. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრთან) (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.
3. არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს დეპარტამენტის საქმიანობაში, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
4. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი) კოორდინირებულად და სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან.
5. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
6. დეპარტამენტი თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 4 იანვრის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.
მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი მიზნები და ამოცანები🔗
დეპარტამენტის ძირითდი მიზნები და ამოცანებია:
დეპარტამენტის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს და აანალიზებს სამინისტროში არსებული პოლიტიკის და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტურ შესრულებას და შედეგად სამინისტროს დასახული მიზნების მიღწევას;
ა) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობა;
ბ) მინისტრის უზრუნველყოფა სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;
ბ) ფინანსური სახსრების, მატერიალური ფასეულობების, სხვა ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვის და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობის და შედეგობრიობის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება-შესწავლის და ანალიზის მეშვეობით, არსებული რისკ-ფაქტორების გამოვლენა, შეფასება და მათი მართვის მიზნით შესაბამისი სტრატეგიის და რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს სამინისტროს დასახული მიზნების შესრულებაში;
გ) სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია.
გ) სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები🔗
დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს:
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ა.ა ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ბ) მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასება, ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს სისტემის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით;
ა. ბ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/ მონიტორინგი;
გ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
ა. გ)სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
დ) შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად შეადგინოს შიდა აუდიტორული დასკვნა, რომელიც უნდა მოიცავდეს შიდა აუდიტორის მიერ ცალკეული პროცესის, სისტემის ან შიდა აუდიტისადმი დაქვემდებარებული სხვა საკითხების შესახებ მიღებულ ინფორმაციას, დოკუმენტაციას, შიდა აუდიტის პროცესში გამოვლენის ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას და სხვა მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას;
ა. დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ე) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;
ა. ე) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ვ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ა. ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შეახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ზ) შიდა აუდიტორული დასკვნის რეაგირებისათვის გადაგზავნა მინისტრისათვის ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელისათვის;
ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შემდეგი ღონისძიებები:
თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ბ. ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
ი) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტურობის შეფასება;
ბ. ბ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
კ) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
ბ. გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ლ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის შეფასება-ანალიზი და მათი ამაღლების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ბ. დ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;
მ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზების, რისკების შესახებ წერილობითი მოსაზრებების განხილვა;
ბ. ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;
ნ) დეპარტამენტის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ბ. ვ) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
ო) სამინისტროს სისტემის საქმიანობის საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.
პ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.
ჟ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობები🔗
1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ა) სამინისტროს სისტემაში გასვლითი ან კამერალური აუდიტის ფორმით ჩაატაროს კომპლექსური, თემატური, შესაბამისობის, ოპერაციული, ეფექტიანობის ან ფინანსური აუდიტი;
ბ) სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ბ) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინის და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტები და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები, საჩივრები (მხოლოდ სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) ან სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება;
გ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;
გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მინისტრის ან/და შესაბამისი ობიექტის ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით;
დ)განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების მეშვეობით გამოავლინოს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის, სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტები. განიხილოს, შეისწავლოს შემოსული წერილები , შეტყობინებები , განცხადებები და სხვა სახის ინფორმაცია და მოახდინოს შემდგომი კანონშესაბამისი რეაგირება ;
დ) შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედების განხორციელების მიზნით სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს საჭირო დოკუმენტი თუ სხვა სახის ინფორმაცია, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით;
ე) განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ შედგენილი დასკვნა წარუდგინოს ხელმძღვანელობას, ხოლო სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრის ან ნომენკლატურული დაქვემდებარების გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანიზაციის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით.
ე) შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებამდე, ასევე მათი მიმდინარეობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;
2. დეპარტამენტი ვალდებულია :
ვ) მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს და ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის კანცელარიის, სამინისტროების, სხვა უწყებების, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
ა)დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები,შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ზ) სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში ითანამშრომლოს საქართველოს კონტროლის პალატასთან და ამ მიზნით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აუდიტის ობიექტებთან კონტროლის პალატის ურთიერთობის კოორდინაცია და კონტროლის პალატის მოთხოვნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს
2. დეპარტამენტი ვალდებულია:
აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
ა) განუხრელად დაიცვას შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, წინამდებარე დებულების მოთხოვნები, სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებები, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;
ბ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, პროგრამა და უფლება-მოვალეობათა ნუსხა;
დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მინისტრს;
გ) შეადგინოს შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა და რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს;
ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;
დ) დეპარტამენტში მომზადებული დასკვნა ცნობისათვის გადაუგზავნოს მინისტრს;
ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს მინისტრთან შეთანხმებით;
ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, ასევე არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ვ) შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები.
თ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დახმარება გაუწიოს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ქმედების განხორცილების მიზნით.
ი) შედგენილი სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია,უზრუნველყოსარსებული მონაცემთა ბაზებისა დადოკუმენტების ხელმისაწვდომობა და დახმარება გაუწიოს დეპარტამენტის მოსამსახურეებს სხვა ქმედების განხორცილების მიზნით.
4. დეპარტამენტის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 4 იანვრის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.
მუხლი 41. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების ვადა🔗
შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების ვადა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მინისტრმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს ერთხელ, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 4 იანვრის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსი🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
ბ) წარმოადგენს დეპარტმენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;
ვ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ვ) ამტკიცებს შიდა აუდიტის ან/და სამსახურებრივი შემოწმების პროგრამას;
ზ) სულ მცირე წელიწადში 2-ჯერ აცნობებს მინისტრს დამტკიცებული შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ზ) მინისტრს წარუდგენს დეპარტამენტში მომზადებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს;
თ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
თ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ი) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და მინისტრს წარუდგენს მათ დასანიშნად;
ლ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
მ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შ ემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
მ) ამზადებს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს, რომელსაც შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს და სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს;
ნ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;
ნ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას ან/და სამსახურებრივი შემოწმების პროექტს;
ო) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული ეკომენდაციების შესრულებაზე;
ო) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე;
პ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;
პ) თანამშრომლობს სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრის თანამშრომლებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციით;
ჟ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ჟ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) წარუდგენს მინისტრს და სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების შესახებ;
რ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
რ) ყოველკვარტალურად აწარმოებს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების ანგარიშგებას და წარუდგენს ცენტრს;
ს) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ს) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ტ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ტ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
უ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
უ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;
ფ) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ქ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ღ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 4 იანვრის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.
მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე🔗
1. დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე). დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს მის საკურატორო სამმართველოს საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 7. სამმართველოს უფროსი🔗
1. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) დეპარტამენტის უფროსს კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ვ) დეპარტამენტის უფროსს, კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას ან/და შემუშავებულ რეკომენდაციას;
ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ი) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 8. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები და ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს და იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში (კონსულტანტი, თანაშემწე და სხვა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე შეიძლება იყოს მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი ან სპეციალისტი, რომელიც ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.
3. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებენ მათ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებები, საბჭოს მიერ შემუშავებული პრაქტიკული სახელმძღვანელოები და მითითებები, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები, ასევე შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.
4. დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული მეთოდური მითითებები, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები.
5. სამმართველოს მოსამსახურეები ასრულებენ სტრუქტურული ერთეულის უფროსის და მინისტრის სხვა კანონშესაბამის მითითებებს და დავალებებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 4 იანვრის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.
მუხლი 9. უფლებამონაცვლეობა🔗
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სამმართველოს უფროსი.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
მუხლი 10. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა🔗
დეპარტამენტის სტრუქტურაში შედიან შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) ინსპექტირების სამმართველო;
ბ) მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო;
გ) (ამოღებულია - 08.06.11, №331);
გ) რისკების შესწავლის სამმართველო.
დ) შიდა აუდიტის ჰარმონიზაციის სამმართველო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 10.05.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.
მუხლი 11. ინსპექტირების სამმართველო.🔗
ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების (მხოლოდ სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ბ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
დ) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
დ1) კომპეტენციის ფარგლებში, „ცხელი ხაზით“ და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.
მუხლი 111 . ინსპექტირების სამმართველოს უფლება-მოვალეობები🔗
1. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას ინსპექტირების ს ამმართველო უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ფინანსთა სამინიტროს სისტემაში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე;
ბ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან სამსახურებრივი შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;
გ) განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი და მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება;
დ) ნებაყოფლობის საფუძველზე ახსნა-განმარტება ჩამოართვას, ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირისაგან, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის თანამშრომელი;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა;
ვ) სამსახურებრივი შემოწმებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;
თ) სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე მინისტრს ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს წარუდგინოს რეკომენდაცია გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ი) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები და მინისტრს ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები;
კ) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, მინისტრთან შეთანხმებით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას ინსპექტირების სამმართველო ვ ალდებულია:
ა) წინასწარ განუმარტოს პირს მისი უფლება უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;
ბ) სამსახურებრივი შემოწმება ჩაატაროს დადგენილ ვადებში და წესით;
გ) აწარმოოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების აღრიცხვა;
დ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს სის ტემაში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;
ე) წელიწადში ერთხელ წარუდგინოს მინისტრს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;
ვ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.
მუხლი 112 . სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი🔗
1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, შიდა აუდიტორული ანგარიში და სხვა.
2. სამსახურებრივი შემოწმება ტარდება მინისტრის წერილობითი ბრძანების საფუძველზე.
3. მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს ფინანსთა სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შესამოწმებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის სახელწოდება, შემოწმების საგანი, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და საფუძველი, ასევე შემოწმების ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა.
4. შემოწმების შედეგებზე შემოწმების ჯგუფი ადგენს დასკვნას, რომელშიც აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ, შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების ანალიზი, არსებულ ან/და მ ოსალოდნელ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები, კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ნაკლოვანებათა აღმოფხვრის,არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ (მათ შორის რეკომენდაციები კანონმდებლობის დამრღვევ თანამშრომელთა მიმართ დისციპლინურიპასუხისმგებლობისღონისძიებების შეფარდების თაობაზე).
5. შემოწმების დასკვნას ხელს აწერს ინსპექტირების სამმართველოს უფროსი და შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი.
6. დასკვნა გაცნობისათვის და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება მინის ტრს, ასევე შესამოწმებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს.
7. სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების/ სტრუქტურული ერთეულების და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფი ან სხვა ნებისმიერი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია/საჩივარი დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინსპექტირების სამმართველოს.
8. ინსპექტირების სამმართველოსთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის/სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.
მუხლი 12. მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველო🔗
მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) კონტროლის განხორციელება სამინისტროს სისტემის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და კანონმდებლობის განუხრელ შესრულებაზე;
ბ) სამინისტროს სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეკონომიურობის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) შემუშავებულ და გაცემულ რეკომენდაციათა შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
ე) სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენების, მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება;
ვ) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;
ვ) საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულებების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;
ზ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
ზ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და გადაცდომების პრევენცია, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
თ) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ი) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ი) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენა;
კ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ლ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ფინასური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტურობის შეფასება;
მუხლი 13. რისკების შესწავლის სამმართველო🔗
ლ1 ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
რისკების შესწავლის სამმართველოს ფუნქციებია:
მ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ა) სამინისტროს სისტემაში არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
ნ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული დასკვნის/ანგარიშის შედგენა;
ბ) სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია;
ო ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ ს აქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
გ) ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის სამინისტროს მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი, მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.
დ) სამინისტროს სისტემაში ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობების და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების შესწავლა, ანალიზი, შეფასება და შესაძლო დარღვევების, ხარვეზებისა და რისკების განსაზღვრის მიზნით რეკომედაციების შემუშავება;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.
ე) რისკ-ფაქტორების გამოვლენის მიზნით საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებების აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, გადახდების განხორციელების წინასწარი შესწავლა და შეფასება;
მუხლი 13. (ამოღებულია)🔗
ვ) შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი და კონტროლი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.
ზ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული შიდა აუდიტის შედეგად, შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციების შემუშავება;
მუხლი 131. შიდა აუდიტის ჰარმონიზაციის სამმართველო🔗
თ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ფინანსური მართვის, აღრიცხვიანობის და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტურობის შეფასება;
შიდა აუდიტის ჰარმონიზაციის სამმართველოს ფუნქციებია:
ი) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ა) მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის საქმიანობაში არსებული ან მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზების, რისკების შესახებ წერილობითი მოსაზრებების განხილვა;
გ) სამინისტროს სისტემის საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 10.05.2011წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.
მუხლი 14. საქმისწარმოების ორგანიზება და აღრიცხვიანობა🔗
1. დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების და სხვა საკითხების ამსახველი საქმის მასალები ინახება დეპარტამენტში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.
2. დეპარტამენტში არსებული საქმის მასალების პირველად არქივაციაზე, დამუშავებასა და აღრიცხვა-შენახვაზე, ასევე დეპარტამენტში შემოსული და დეპარტამენტიდან გასული დოკუმენტაციის, კორესპონდენციის აღრიცხვა-შენახვასა და საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე, რომელიც ასევე პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების პერმანენტულ წარმოებაზე.
თავი V
დეპარტამენტის საქმიანობის სხვა საკითხები
მუხლი 15. აცილების საფუძვლები🔗
1. დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების პროცესში, თუ აუდიტს ან სამსახურებრივ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ახლონათესაურ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს დეპარტამენტის მოსამსახურის შემოწმების შედეგებით შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ.
2. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №801, 22.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016027 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1060232-5/