„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.905
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №500–№653
2008 წლის 9-6 ივნისი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსა-ხურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ,,ს“, ,,ფ“ და ,,ფ1“ ქვეპუნქტების, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის, 78-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების, საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა და სავალდებულო რეგისტრაციის გამარტივების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 მარტის №125 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778–№1497 ერთობლივი ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
ი. მერაბიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) და საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმების გამოყენებასთან და საბაჟო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების გაფორმების წესებს.
2. ამ ინსტრუქციის მიზანია, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) და საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმების გამოყენებისა და სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
მუხლი 2
ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბაჟო კონტროლის ზონა – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილი;
ბ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
გ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ფუნქცია არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
დ) დეკლარანტი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (იმპორტიორი/ექსპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს საბაჟო ორგანოში საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, საბაჟო პროცედურების განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებას;
ე) „ერთი ფანჯრის“ პრინციპი – ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნებისათვის სააგენტოს და საბაჟო ორგანოს შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონა, საბაჟო, სარეგისტრაციო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებები);
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული საქონელი;
ზ) სპეციალისტი – სააგენტოს მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს II განყოფილების თანამშრომელი;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური და სასაქონლო შემოწმების გზით, დეკლარირებისა და რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა;
ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – საბაჟო დეკლარირებისა და რეგისტრაციის მიზნით სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტებთან ვიზუალურად შედარების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება დეკლარირებისათვის ერთი დღის ვადით, ხოლო რეგისტრაციისათვის 30 დღის ვადით;
კ) ტრასოლოგიური შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატებისა და ტექნიკური მონაცემების შედარება თანხმლებ დოკუმენტაციასთან;
ლ) სასაქონლო შემოწმება – საბაჟო დეკლარირების მიზნით წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების პერიოდში არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით ფასის განსაზღვრა სპეციალისტის მიერ;
მ) თანმხლები დოკუმენტაცია – საექსპერტო შემოწმებისა და დეკლარირებისათვის წარმოსადგენი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული დოკუმენტები (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), რომლებშიც ასახულია ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემების, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის, მისი წარმომადგენლის შესახებ, აგრეთვე საბაჟო გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ნ) საფასური – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;
ო) საბაჟო დეკლარირება – მოქმედება, რომლითაც დეკლარანტი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას;
პ) საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და საშუალების შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების განზრახვას;
ჟ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება და დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემაში და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა.

მუხლი 3
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევას, საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას და სავალდებულო რეგისტრაციას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო კონტროლის ზონაში მოქმედი სააგენტო და საბაჟო ორგანო ახორციელებენ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.
თავი II
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების წესი
მუხლი 4
ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარირებისა და რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების მიერ საბაჟო კონტროლის ზონაში ხორციელდება საექსპერტო შემოწმება და დათვალიერების აქტის შედგენა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
მუხლი 5
ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება მიზნად ისახავს საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, საქართველოში რეგისტრაციისათვის შემოტანილი, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დეკლარირებისა და სავალდებულო რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების განსაზღვრას სპეციალისტის მიერ ტრასოლოგიურ და სასაქონლო შემოწმების გზით.

მუხლი 6
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად დათვალიერების აქტში აისახება:
ა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე);
ბ) მარკა; მოდელი;
გ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;
დ) ფერი;
ე) გამოშვების წელი;
ვ) ძრავის ნომერი;
ზ) ძარის ნომერი;
თ) ტრანზიტული ნომერი;
ი) საწვავის ტიპი;
კ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი;
ლ) ძრავის მოცულობა;
მ) ზუსტი მოცულობა;
ნ) შასის ნომერი;
ო) სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება (ფასი);
პ) სატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგება;
ჟ) საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება.
2. სპეციალისტს უფლება აქვს შეიტანოს ინფორმაცია დათვალიერების აქტში სატრანსპორტო საშუალების იმ ნომრიანი აგრეგატების შესახებ, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრულ თანხმლებ დოკუმენტაციაში არ არის ასახული, მაგრამ მათი დადგენა შესაძლებელია სხვა ფაქტობრივი მონაცემების მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ თანმხლები დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასახელმწიფო ენაზე, სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
4. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების ნომრიან აგრეგატებზე ან საიდენტიფიკაციო ნომერზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში აღინიშნება ზემოქმედების რაიმე კვალი, ან უზუსტობა, რომელთა დადგენა სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს, სააგენტო ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციას შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წყვეტს მოქმედებას.
5. შემოწმების დროს აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შემთხვევაში, სააგენტოს ან საბაჟო ორგანოს შეუძლიათ მოითხოვონ გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარება.
6. დათვალიერების აქტი გადაეცემა დეკლარანტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეკლარირებისა და რეგისტრაციისათვის წარსადგენად.
მუხლი 7
სპეციალისტს უფლება აქვს არ ჩაუტაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საექსპერტო შემოწმება ან/და არ შეადგინოს დათვალიერების აქტი, თუ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება შესამოწმებლად წარმოადგინა არაუფლებამოსილმა პირმა;
ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია;
გ) სააგენტოში შესამოწმებელ ავტოსატრანსპორტო საშაუალებაზე აღრიცხულია ინფორმაცია სამართლებრივი შეზღუდვის თაობაზე;
დ) თანმხლები დოკუმენტაცია არ შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის (წარმომადგენელის) მონაცემებს;
ე) ნომრიან აგრეგატებზე ან/და თანმხლებ დოკუმენტებზე აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი;
ვ) შეუძლებელია ნომრიანი აგრეგატების ამოკითხვა ან/და დადგენა;
ზ) არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური;
თ) სატრანსპორტო საშუალება ან თანმხლები დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
თავი III
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევა
მუხლი 8
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევა, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, სხვა ენაზეც.
2. დეკლარანტს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსა და სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია დაესწროს საექსპერტო შემოწმებას ან/და საბაჟო დათვალიერებას.
3. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.
მუხლი 9
თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო რეჟიმის განსაზღვრიდან (დეკლარირებიდან) მის დასრულებამდე დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების განკარგვა, რეგისტრაცია ან მისი სხვა მიზნით გამოყენება.
მუხლი 10
1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.
2. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული ,,D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
3. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
4. დეკლარირება ხორციელდება ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №20) განსაზღვრული წესების შესაბამისად.
5. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. დეკლარანტის თხოვნით სააგენტო დეკლარაციას ავსებს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმში დეკლარირებას სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ით, და რომლებიც:
ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე არ იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში;
ბ) რომელთა მიმართ არ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
გ) რომელთა მიმართ არ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;
დ) რომელთა მიმართ ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.
7. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ,,საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
მუხლი 11
1. ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.
2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებას და საქონლის გაშვებას.
3. დასრულებული საბაჟო დეკლარაცია ამოიბეჭდება სამ ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგ-ნაირად:
ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;
ბ) მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოს;
გ) მესამე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.
თავი IV
ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია
მუხლი 12
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოექცნენ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის სურვილისამებრ, სააგენტოს მიერ რეგისტრაციაში ტარდებიან საბაჟო რეჟიმში მოქცევიდან ერთი თვის ვადაში ან საბაჟო რეჟიმში მოქცევისთანავე.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
3. საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტიორი რეგისტრაციის პროცესში ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.
თავი V
ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
მუხლი 15
საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნას სააგენტო ახორციელებს მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

მუხლი 16
აღრიცხვიდან მოხსნილი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას.

თავი VI
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევა

მუხლი 17
1. დეკლარანტს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსა და სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია დაესწროს საექსპერტო შემოწმებას ან/და საბაჟო დათვალიერებას.
2. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

მუხლი 18
1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად დადგენილი წესით მოახდინოს მისი დეკლარირება.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და სხვა საბაჟო პროცედურები ხორციელდება ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციისა (დანართი №1) და ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.

მუხლი 19
დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

დანართი №1
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი
აქტი №
ფორმა 2
| მფლობელი: |
|
| მარკა, მოდელი: |
|
| საიდენტიფიკაციო კოდი: |
|
| ფერი: |
|
| ტიპი: |
|
| გამოშვების წელი: | ძრავის მოცულობა: |
| ძრავის ნომერი: | ზუსტი მოცულობა: |
| ძარის ნომერი: | შასის ნომერი: |
| ტრანზიტული ნომერი: | საბაზრო ღირებულება: |
| საწვავის ტიპი: |
|
| საჭე: |
|
|
|
|
|
უფლებამოსილი პირი:
ბანკის კოდი:
ანგარიშის ნომერი სახაზინო კოდი
თანხა ლარებში
| საბაჟო მოსაკრებელი: |
|
|
|
| საბაჟო გადასახადი: |
|
|
|
| აქციზის გადასახადი: |
|
|
|
|
|
|
გთხოვთ დამეხმაროთ ჩემი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსებაში.
განმცხადებელი
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.905
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №500–№653
2008 წლის 9-6 ივნისი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსა-ხურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ,,ს“, ,,ფ“ და ,,ფ1“ ქვეპუნქტების, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის, 78-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების, საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა და სავალდებულო რეგისტრაციის გამარტივების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 მარტის №125 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778–№1497 ერთობლივი ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
ი. მერაბიშვილი
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) და საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმების გამოყენებასთან და საბაჟო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების გაფორმების წესებს.
2. ამ ინსტრუქციის მიზანია, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) და საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმების გამოყენებისა და სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
მუხლი 2🔗
ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბაჟო კონტროლის ზონა – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილი;
ა) საბაჟო კონტროლის ზონა – სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილი, აგრეთვე საექსპერტო შემოწმების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დათვალიერებისათვის გამოყოფილი ტერიტორია;
ბ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
გ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ფუნქცია არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
გ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ფუნქცია არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
დ) დეკლარანტი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (იმპორტიორი/ექსპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს საბაჟო ორგანოში საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, საბაჟო პროცედურების განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებას;
ე) „ერთი ფანჯრის“ პრინციპი – ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნებისათვის სააგენტოს და საბაჟო ორგანოს შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონა, საბაჟო, სარეგისტრაციო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებები);
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული საქონელი;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704 და 8705 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;
ზ) სპეციალისტი – სააგენტოს მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს II განყოფილების თანამშრომელი;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური და სასაქონლო შემოწმების გზით, დეკლარირებისა და რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით, საბაჟო დეკლარირების ან/და რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა;
ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – საბაჟო დეკლარირებისა და რეგისტრაციის მიზნით სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტებთან ვიზუალურად შედარების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა განისაზღვრება დეკლარირებისათვის ერთი დღის ვადით, ხოლო რეგისტრაციისათვის 30 დღის ვადით;
ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – საბაჟო დეკლარირების ან/და რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების თანმხლებ დოკუმენტებთან ვიზუალურად შედარების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა იმპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი ავტომანქანის დეკლარირებისათვის განისაზღვრება ერთი დღით, ხოლო ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ან/და რეგისტრაციისათვის – 30 დღით;
კ) ტრასოლოგიური შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატებისა და ტექნიკური მონაცემების შედარება თანხმლებ დოკუმენტაციასთან;
ლ) სასაქონლო შემოწმება – საბაჟო დეკლარირების მიზნით წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების პერიოდში არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით ფასის განსაზღვრა სპეციალისტის მიერ;
ლ) სასაქონლო შემოწმება – ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების დროს არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით ფასის განსაზღვრა სპეციალისტის მიერ;
მ) თანმხლები დოკუმენტაცია – საექსპერტო შემოწმებისა და დეკლარირებისათვის წარმოსადგენი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული დოკუმენტები (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), რომლებშიც ასახულია ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემების, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის, მისი წარმომადგენლის შესახებ, აგრეთვე საბაჟო გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
მ) თანმხლები დოკუმენტაცია – საექსპერტო შემოწმებისა და საბაჟო დეკლარირებისათვის წარმოსადგენი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტები (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ფორმა №2), საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), რომლებშიც ასახულია ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, მისი მესაკუთრის (წარმომადგენლის) შესახებ; აგრეთვე საბაჟო გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ნ) საფასური – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;
ო) საბაჟო დეკლარირება – მოქმედება, რომლითაც დეკლარანტი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას;
პ) საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და საშუალების შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების განზრახვას;
ჟ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება და დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემაში და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
მუხლი 3🔗
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო რეჟიმში მოქცევას, საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას და სავალდებულო რეგისტრაციას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო კონტროლის ზონაში მოქმედი სააგენტო და საბაჟო ორგანო ახორციელებენ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების წესი
მუხლი 4🔗
ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარირებისა და რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების მიერ საბაჟო კონტროლის ზონაში ხორციელდება საექსპერტო შემოწმება და დათვალიერების აქტის შედგენა.
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარირების ან/და რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების მიერ საბაჟო კონტროლის ზონაში ხორციელდება საექსპერტო შემოწმება და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის შედგენა.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე მიტანის 20-დღიანი ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, ან სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილი საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტისათვის დათვალიერების აქტის შედგენასთან ერთად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ უკანა გვერდზე სათანადო დამღის (დანართი №2) დასმით ადასტურებს საექსპერტო შემოწმების გავლას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
მუხლი 5🔗
ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება მიზნად ისახავს საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, საქართველოში რეგისტრაციისათვის შემოტანილი, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დეკლარირებისა და სავალდებულო რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების განსაზღვრას სპეციალისტის მიერ ტრასოლოგიურ და სასაქონლო შემოწმების გზით.
ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება მიზნად ისახავს საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, საქართველოში რეგისტრაციისათვის შემოტანილი, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის (გარდა სეს ესნ-ის 8701 და 8705 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულისა) განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დეკლარირებისათვის, სავალდებულო რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების განსაზღვრას სპეციალისტის მიერ ტრასოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
მუხლი 6🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად დათვალიერების აქტში აისახება:
ა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე);
ბ) მარკა; მოდელი;
ბ) მარკა, მოდელი;
გ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;
დ) ფერი;
ე) გამოშვების წელი;
ვ) ძრავის ნომერი;
ზ) ძარის ნომერი;
თ) ტრანზიტული ნომერი;
ი) საწვავის ტიპი;
კ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი;
კ) დასაშვები წონა;
ლ) ძრავის მოცულობა;
ლ) დაუტვირთავი წონა;
მ) ზუსტი მოცულობა;
მ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი;
ნ) შასის ნომერი;
ნ) ძრავის მოცულობა;
ო) სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება (ფასი);
ო) ზუსტი მოცულობა;
პ) სატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგება;
პ) შასის ნომერი;
ჟ) საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება.
ჟ) სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება (ფასი);
რ) სატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგება;
ს) საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება.
2. სპეციალისტს უფლება აქვს შეიტანოს ინფორმაცია დათვალიერების აქტში სატრანსპორტო საშუალების იმ ნომრიანი აგრეგატების შესახებ, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრულ თანხმლებ დოკუმენტაციაში არ არის ასახული, მაგრამ მათი დადგენა შესაძლებელია სხვა ფაქტობრივი მონაცემების მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ თანმხლები დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასახელმწიფო ენაზე, სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
4. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების ნომრიან აგრეგატებზე ან საიდენტიფიკაციო ნომერზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში აღინიშნება ზემოქმედების რაიმე კვალი, ან უზუსტობა, რომელთა დადგენა სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს, სააგენტო ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციას შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წყვეტს მოქმედებას.
5. შემოწმების დროს აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შემთხვევაში, სააგენტოს ან საბაჟო ორგანოს შეუძლიათ მოითხოვონ გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარება.
6. დათვალიერების აქტი გადაეცემა დეკლარანტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეკლარირებისა და რეგისტრაციისათვის წარსადგენად.
7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში არ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ და ,,ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.
8. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, დათვალიერების აქტში დამატებით ასახულ უნდა იქნეს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურების განგარიშება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
მუხლი 7🔗
სპეციალისტს უფლება აქვს არ ჩაუტაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საექსპერტო შემოწმება ან/და არ შეადგინოს დათვალიერების აქტი, თუ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება შესამოწმებლად წარმოადგინა არაუფლებამოსილმა პირმა;
ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია;
გ) სააგენტოში შესამოწმებელ ავტოსატრანსპორტო საშაუალებაზე აღრიცხულია ინფორმაცია სამართლებრივი შეზღუდვის თაობაზე;
დ) თანმხლები დოკუმენტაცია არ შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის (წარმომადგენელის) მონაცემებს;
ე) ნომრიან აგრეგატებზე ან/და თანმხლებ დოკუმენტებზე აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი;
ვ) შეუძლებელია ნომრიანი აგრეგატების ამოკითხვა ან/და დადგენა;
ზ) არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური;
თ) სატრანსპორტო საშუალება ან თანმხლები დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევა
მუხლი 8🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევა, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, სხვა ენაზეც.
1. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:
2. დეკლარანტს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსა და სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია დაესწროს საექსპერტო შემოწმებას ან/და საბაჟო დათვალიერებას.
ა) რომლებიც არ არის აღწერილი და კლასიფიცირებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში;
3. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.
ბ) რომლებიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში;
გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;
ე) რომელთა მიმართ ადგილი აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევა, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, სხვა ენაზეც.
3. დეკლარანტს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსა და სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია დაესწროს საექსპერტო შემოწმებას ან/და საბაჟო დათვალიერებას.
4. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
მუხლი 9🔗
თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო რეჟიმის განსაზღვრიდან (დეკლარირებიდან) მის დასრულებამდე დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების განკარგვა, რეგისტრაცია ან მისი სხვა მიზნით გამოყენება.
მუხლი 10🔗
1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.
2. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული ,,D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.
3. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
4. დეკლარირება ხორციელდება ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №20) განსაზღვრული წესების შესაბამისად.
4. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით დამტკიცებული ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით და დანართი №20-ით დამტკიცებული სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
5. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
6. დეკლარანტის თხოვნით სააგენტო დეკლარაციას ავსებს მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ექვემდებარება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმში დეკლარირებას სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ით, და რომლებიც:
6. (ამოღებულია).
ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე არ იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში;
ბ) რომელთა მიმართ არ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;
გ) რომელთა მიმართ არ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;
დ) რომელთა მიმართ ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას.
7. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ,,საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
მუხლი 11🔗
1. ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.
1. ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.
2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებას და საქონლის გაშვებას.
3. დასრულებული საბაჟო დეკლარაცია ამოიბეჭდება სამ ეგზემპლარად და ნაწილდება შემდეგ-ნაირად:
ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;
ბ) მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოს;
გ) მესამე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია
მუხლი 12🔗
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოექცნენ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის სურვილისამებრ, სააგენტოს მიერ რეგისტრაციაში ტარდებიან საბაჟო რეჟიმში მოქცევიდან ერთი თვის ვადაში ან საბაჟო რეჟიმში მოქცევისთანავე.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
3. საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტიორი რეგისტრაციის პროცესში ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.
ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა
ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა და აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
მუხლი 13🔗
საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნას სააგენტო ახორციელებს მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
მუხლი 14🔗
1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად სააგენტოს მიერ გაიცემა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი.
2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი ივსება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
მუხლი 15🔗
საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნას სააგენტო ახორციელებს მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
1. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტუროს ექსპორტის და რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენებისას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ უკანა გვერდზე სათანადო დამღის (დანართი №3) დასმით ადასტურებს რეექსპორტისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
მუხლი 16🔗
აღრიცხვიდან მოხსნილი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას.
1. სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთანავე, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.
2. სააგენტო ვალდებულია, ამ ინსტრუქციის მე-4 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული დამღების დასმიდან 3 დღის ვადაში გადასცეს საბაჟო ორგანოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტისა და საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ასლები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევა
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
მუხლი 17🔗
1. დეკლარანტს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსა და სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია დაესწროს საექსპერტო შემოწმებას ან/და საბაჟო დათვალიერებას.
2. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
მუხლი 18🔗
1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად დადგენილი წესით მოახდინოს მისი დეკლარირება.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და სხვა საბაჟო პროცედურები ხორციელდება ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციისა (დანართი №1) და ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს ან სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.
5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
მუხლი 19🔗
დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149
დანართი №1
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი N
აქტი №
ფორმა 2
ფორმა 2
მფლობელი:
მარკა, მოდელი:
საიდენტიფიკაციო კოდი:
ფერი:
ტიპი:
გამოშვების წელი:
ძრავის მოცულობა:
ძრავის ნომერი:
ზუსტი მოცულობა:
ძარის ნომერი:
შასის ნომერი:
ტრანზიტული ნომერი:
საბაზრო ღირებულება:
საწვავის ტიპი:
საჭე:
საჭე:
დასაშვები წონა:
დაუტვირთავი წონა:
უფლებამოსილი პირი:
ბანკის კოდი:
უფლებამოსილი პირი:
ანგარიშის ნომერი
სახაზინო კოდი
თანხა ლარებში
ბანკის კოდი:
ანგარიშის ნომერი სახაზინო კოდი
თანხა ლარებში
| საბაჟო მოსაკრებელი: |
საბაჟო გადასახადი:
გთხოვთ დამეხმაროთ ჩემი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსებაში.
აქციზის გადასახადი:
განმცხადებელი „__________________ “
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
დანართი №2
სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტო“
ა/მ ჩაუტარდა საექსპერტო შემოწმება
------------------------- „---“ „------“ 20 წ.
(ხელმოწერა)
გთხოვთ დამეხმაროთ ჩემი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსებაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
დანართი №3
განმცხადებელი
სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტო“
ვადასტურებ ა/მ საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების არსებობას
------------------------- „---“ „------“ 20 წ.
(ხელმოწერა)
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №500, 09.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.011905 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1079590-1/