„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.06.2008 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№500
სარეგისტრაციო კოდი
230150070.22.033.011905
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 82, 10/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.011.905

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №500–№653

2008 წლის 9-6 ივნისი

ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსა-ხურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ,,ს“, ,,ფ“ და ,,ფ​1“ ქვეპუნქტების, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის, 78-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების, საგადასახადო ვალდებულების შესრულებისა და სავალდებულო რეგისტრაციის გამარტივების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 მარტის №125 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ:     

1. დამტკიცდეს ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტების დაშვების და იმპორტის საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისა და მათი რეკვიზიტების შემოწმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1778–№1497 ერთობლივი ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

ი. მერაბიშვილი

შეტანილია ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №777-№1455 - სსმ III, 27.11.2009, №146, მუხ.1714

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

ინსტრუქცია                                                                                                                                        ,,საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმების და საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან და საბაჟო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების გაფორმების წესებს.

2. ამ ინსტრუქციის მიზანია, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმების და საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისა და სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

    მუხლი 2

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბაჟო კონტროლის ზონა – სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ განყოფილებებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილი, აგრეთვე საექსპერტო შემოწმების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დათვალიერებისათვის გამოყოფილი ტერიტორია;

ბ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

გ) საბაჟო ორგანო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა ფუნქცია არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

დ) დეკლარანტი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (იმპორტიორი/ექსპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს საბაჟო ორგანოში საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, საბაჟო პროცედურების განხორციელების ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებას;

ე) „ერთი ფანჯრის“ პრინციპი – ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნებისათვის სააგენტოს და საბაჟო ორგანოს შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული საბაჟო კონტროლის ზონა, საბაჟო, სარეგისტრაციო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებები);

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება;

ვ1) ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული;

ზ) სპეციალისტი – სააგენტოს მონიტორინგის, ინსპექტირებისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს II განყოფილების თანამშრომელი;

თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით, საბაჟო დეკლარირების ან/და რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა;

ი) დათვალიერების აქტი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი ავტო-მანქანის დეკლარირებისათვის განისაზღვრება ერთი დღით, ხოლო ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ან/და რეგისტრაციისათვის – 30 დღით;

კ) ტრასოლოგიური შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატებისა და ტექნიკური მონაცემების შედარება თანხმლებ დოკუმენტაციასთან;

ლ) სასაქონლო შემოწმება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისი ქვესუბპოზიციის ან/და საბაჟო ღირებულების და/ან საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით მონაცემების დადგენა;

მ) თანმხლები დოკუმენტაცია – საექსპერტო შემოწმებისა და საბაჟო დეკლარირებისათვის წარმოსადგენი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტები (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ფორმა №2), საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), რომლებშიც ასახულია ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, მისი მესაკუთრის (წარმომადგენლის) შესახებ; აგრეთვე საბაჟო გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ნ) საფასური – ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;

ო) საბაჟო დეკლარირება – მოქმედება, რომლითაც დეკლარანტი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას;

პ) საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და საშუალების შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების განზრახვას;

ჟ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება და დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემაში და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;

რ) „სასაქონლო პარტია“ – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზვნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

    მუხლი 3

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას, საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, საბაჟო კონტროლის დოკუმენტების გაფორმებას და სავალდებულო რეგისტრაციას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო კონტროლის ზონაში მოქმედი სააგენტო და საბაჟო ორგანო ახორციელებენ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.

2. საექსპერტო შემოწმების და/ან საბაჟო დეკლარირების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების და/ან საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს.

3. საბაჟო ორგანო და სააგენტო პასუხს არ აგებენ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტაციის, მის შედგენაზე უფლებამოსილების ან მისი შინაარსის ან მასზე დატანილი ხელმოწერისა და ბეჭდის (შტამპის) ნამდვილობაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

თავი II

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების წესი

    მუხლი 4

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარირების ან/და რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების მიერ საბაჟო კონტროლის ზონაში ხორციელდება საექსპერტო შემოწმება და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის შედგენა.

2. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

    მუხლი 5

1. საექსპერტო შემოწმებას ექვემდებარება:

ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (გარდა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი, სეს ესნ 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც არ დეკლარირდება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ით, ან იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა);

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

2. ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით საქონლის დეკლარირებისას, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლებსაც წინმსწრები საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდათ სავალდებულო საექსპერტო შემოწმება, განმეორებითი საექსპერტო შემოწმება არ ხორციელდება.

3. საექსპერტო შემოწმებისას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ექსპერტიზის ჩატარება სასაქონლო კოდის ან/და საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით.

4. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ექსპერტიზის შედეგად მიღებული მონაცემები ასახოს დათვალიერების აქტში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

    მუხლი 6

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად დათვალიერების აქტში აისახება:

ა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მესაკუთრე);

ბ) მარკა, მოდელი;

გ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;

დ) ფერი;

ე) გამოშვების წელი;

ვ) ძრავის ნომერი;

ზ) ძარის ნომერი;

თ) ტრანზიტული ნომერი;

ი) საწვავის ტიპი;

კ) დასაშვები წონა;

ლ) დაუტვირთავი წონა;

მ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი;

ნ) ძრავის მოცულობა;

ო) ზუსტი მოცულობა;

პ) შასის ნომერი;

ჟ) სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულება;

რ) სატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგება;

ს) საბაჟო გადასახდელების გაანგარიშება;

ტ) სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია);

უ) საქონლის საბაზრო ფასი.

2. სპეციალისტს უფლება აქვს შეიტანოს ინფორმაცია დათვალიერების აქტში სატრანსპორტო საშუალების იმ ნომრიანი აგრეგატების შესახებ, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრულ თანხმლებ დოკუმენტაციაში არ არის ასახული, მაგრამ მათი დადგენა შესაძლებელია სხვა ფაქტობრივი მონაცემების მეშვეობით.

3. იმ შემთხვევაში, თუ თანმხლები დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასახელმწიფო ენაზე, სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

4. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების ნომრიან აგრეგატებზე ან საიდენტიფიკაციო ნომრებზე ან თანმხლებ დოკუმენტებზე აღმოჩენილ იქნა ფიზიკური ზემოქმედების რაიმე კვალი ან/და შეუძლებელია მათი ამოკითხვა, სააგენტო ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციას შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წყვეტს საექსპერტო შემოწმებას.

5. შემოწმების დროს აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შემთხვევაში, სააგენტოს ან საბაჟო ორგანოს შეუძლიათ მოითხოვონ გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარება.

6. დათვალიერების აქტი გადაეცემა დეკლარანტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეკლარირებისა და რეგისტრაციისათვის წარსადგენად.

7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში არ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები.

8. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, დათვალიერების აქტში დამატებით ასახულ უნდა იქნეს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურების განგარიშება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

    მუხლი 7

სპეციალისტს უფლება აქვს არ ჩაუტაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საექსპერტო შემოწმება ან/და არ შეადგინოს დათვალიერების აქტი, თუ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება შესამოწმებლად წარმოადგინა არაუფლებამოსილმა პირმა;

ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია;

გ) სააგენტოში შესამოწმებელ ავტოსატრანსპორტო საშაუალებაზე აღრიცხულია ინფორმაცია სამართლებრივი შეზღუდვის თაობაზე;

დ) თანმხლები დოკუმენტაცია არ შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის (წარმომადგენელის) მონაცემებს;

 ე) ნომრიან აგრეგატებზე ან/და თანმხლებ დოკუმენტებზე აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი;

ვ) შეუძლებელია ნომრიანი აგრეგატების ამოკითხვა ან/და დადგენა;

ზ) არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური;

თ) სატრანსპორტო საშუალება ან თანმხლები დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

თავი III

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევა

    მუხლი 8

1. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) (ამოღებულია);

ბ) რომლებიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში (გარდა საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის რეჟიმში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა);

გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;

დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;

ე) (ამოღებულია).

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევა, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, სხვა ენაზეც.

3. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

4. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

    მუხლი 9

თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო რეჟიმის განსაზღვრიდან (დეკლარირებიდან) მის დასრულებამდე დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების განკარგვა, რეგისტრაცია ან მისი სხვა მიზნით გამოყენება.

მუხლი 10

1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული ,,D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

2​1. სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:

ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.

3. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

4. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით დამტკიცებული ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით და დანართი №20-ით დამტკიცებული სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

5. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

6. (ამოღებულია).

7. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ,,საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

    მუხლი 11

1. ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.

2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებას და საქონლის გაშვებას.

3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 3 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;

ბ) მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოში;

გ) მესამე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.

4. TIR-წიგნაკით გადაადგილებული გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში, ამოიბეჭდება დასრულებული დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №777-№1455 - სსმ III, 27.11.2009, №146, მუხ.1714

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

თავი IV

ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია

    მუხლი 12

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოექცნენ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის სურვილისამებრ, სააგენტოს მიერ რეგისტრაციაში ტარდებიან საბაჟო რეჟიმში მოქცევიდან ერთი თვის ვადაში ან საბაჟო რეჟიმში მოქცევისთანავე.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ,,მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

 3. საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტიორი რეგისტრაციის პროცესში ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.

თავი V

ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა და აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

    მუხლი 13

საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნას სააგენტო ახორციელებს მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

    მუხლი 14

1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად სააგენტოს მიერ გაიცემა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი ივსება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

    მუხლი 15

1. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადასტუროს ექსპორტის და რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა.

2. (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

    მუხლი 16

1. სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთანავე, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.

2. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტისა და საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ასლები 3 დღის ვადაში გადასცეს საბაჟო ორგანოს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

თავი VI

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევა

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

    მუხლი 17

1. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

2. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

    მუხლი 18

1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად დადგენილი წესით მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

3. ექსპორტის საბაჟო რეჟიმში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით და დანართი №24-ით გათვალისწინებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს საბაჟო ორგანოს ან სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №777-№1455 - სსმ III, 27.11.2009, №146, მუხ.1714

    მუხლი 19

1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.

2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებას და საქონლის გაშვებას.  

3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 3 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;

ბ) ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში.

4. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 19 აგვისტოს ერთობლივი ბრძანება №547-№1042 - სსმ III, 19.08.2009, №103, მუხ.1149

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №777-№1455 - სსმ III, 27.11.2009, №146, მუხ.1714

თავი VII

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევა

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

    მუხლი 20

1. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) (ამოღებულია);

ბ) რომლებიც საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევამდე იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში;

გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;

დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;

ე) (ამოღებულია).

2. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

3. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

    მუხლი 21

1. დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილ ვადებში, რომელიც აითვლება გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გამოწერილი „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

3. სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა გაიზრდება დროებითი შენახვის ვადით და შეადგენს არა უმეტეს:

ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.

4. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.

5. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით და ამავე ბრძანების დანართი №25-ით გათვალისწინებული ,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

6. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

7. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება ,,საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, საბაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

    მუხლი 22

1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.

2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეულად.

3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;

ბ) მე-2 ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.

4. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

თავი VIII

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

    მუხლი 23

1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) რომლებზეც რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გაცხადებამდე გამოყენებული იყო სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია (საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გარდა);

ბ) რომლებიც წარმოადგენს საქართველოს საქონელს;

გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები ან/და საბაჟო გადასახდელებისაგან გათავისუფლება;

დ) რომელთა მიმართ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესი;

ე) (ამოღებულია).

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

    მუხლი 24

1. პირი, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი, ვალდებულია:

ა) აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ან დროებით დასაწყობებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები საექსპერტო შემოწმებისა (გარდა იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2“-ის (შემდგომში – აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2) გამოწერის მიზნით წარუდგინოს სააგენ-ტოს საბაჟო კონტროლის ზონაში;

ბ) აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2-ით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების მიზნით წარადგინოს სასაზღვრო საბაჟო ორგანოში;

გ) საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის მიზნით წარადგინოს საბაჟო დეკლარაცია.

2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

3. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით და ამავე ბრძანების დანართი №26-ით გათვალისწინებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებისას საბაჟო დეკლარაციის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

    მუხლი 25

1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.

2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში მოქცეულად.

3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 3 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების საბაჟო ორგანოს;

ბ) ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში.

4. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

5. საქონლის რეექსპორტის საბაჟო საბაჟო დამუშვების ოპერაციის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

    მუხლი 26

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების შემთხვევაში, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 20-დღიან ვადას ემატება დროებითი შენახვის (ფაქტობრივი) ვადა და შეადგენს არა უმეტეს:

ა) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 65 კალენდარულ დღეს, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.

2. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურების და/ან საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილ და რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციაში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სააგენტოსთან არსებულ კონტროლის ზონაში გამოიწერება აღრიცხვის მოწმობის ფორმა №2“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

დანართი №1

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტო

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი №

 ფორმა №2

მფლობელი:

მარკა, მოდელი:

საიდენტიფიკაციო კოდი:

ფერი:                                                             ტიპი:

გამოშვების წელი:                                      ძრავის მოცულობა:

ძრავის ნომერი:                                          ზუსტი მოცულობა:

ძარის ნომერი:                                             შასის ნომერი:

ტრანზიტული ნომერი:                            საბაჟო ღირებულება:

საქონლის საბაზრო ფასი:                          სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია):

საწვავის ტიპი:                                           საჭე:

დასაშვები წონა:                                        დაუტვირთავი წონა:

უფლებამოს ილი პირი:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                           ბანკის კოდი:

ანგარიშის ნომერი

სახაზინო კოდი

თანხა ლარებში

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გთხოვთ დამეხმაროთ ჩემი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის შევსებაში.

განმცხადებელი           ––––––––––––––––––

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ერთობლივი ბრძანება №690-№1335 - სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ.1532

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

დანართი №2 (ამოღებულია)

დანართი №3 (ამოღებულია)

დანართი №4 (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ერთობლივი ბრძანება №857-№1541 - სსმ III, 18.12.2009, №154, მუხ.1819

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ერთობლივი ბრძანება №160-№262 - სსმ III, №24, 05.03.2010, მუხ.360

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №500, 09.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.011905 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1079590-5/