სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.11.2010 ძალადაკარგული 24.09.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 18/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №24

2010 წ ლის 4 ნოემბერი

ქ. სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება (დანართი №1) .

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სივრცითი მოწყობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 24 ივლისის №28 დადგენილება .

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           ა . ჯვარშეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 2 – ვებგვერდი, 27.01.2011წ.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 22 მარტის დადგენილება № 14 – ვებგვერდი, 31.03.2011წ.

დანართი №1

  სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქ თ მშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნ ა ს , ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ ი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განის ა ზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2.  სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებ ები საგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფ ები ა:

ა) ინფრასტრუქტურის განვითარების ა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება;

ბ) აგრარული და ბუნებრივი რესურსების  განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით ა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაშ ი, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულები თა  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულები თა და  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 22 მარტის დადგენილება № 14 – ვებგვერდი, 31 .0 3 .2011წ.

    მუხლი 3.  სამსახურის საჯარო მოხელეები

სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის   სამსახურის საჯარო მოხელეებია:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ)  განყოფილების უფროსები;

გ)  მთავარი სპეციალისტი;

დ)  წამყვანი სპეციალისტი;

ე)  უფროსი სპეციალისტი;

ვ)  სპეციალისტი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 22 მარტის დადგენილება № 14 – ვებგვერდი, 31 .0 3 .2011წ.

    მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებასა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ე) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

ზ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

თ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

ი ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

კ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

ლ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

მ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე .

ნ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;

ო) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას;

პ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ჟ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და ექსპლუატაციის საკითხებზე;

რ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

ს) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 21 იანვრის დადგენილება № 2 – ვებგვერდი, 27 .01.2011წ.

    მუხლი 5. სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების ა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

გ) წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

დ) წინადადებ ე ბის მომზადებას მუნიციპალიტეტის გამგებლობაში შემავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

ე) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

    მუხლი 5​1. აგრარული და ბუნებრივი რესურსების  განყოფილება.

სამსახურის აგრარული და ბუნებრივი რესურსების  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აღრიცხვიანობას და მათ ი მოწესრიგებ ი ს შესახებ წინადადებების შემუშავებას ;

ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მოსარგებლეების მიერ მიწის სარგებლობის ქირისა გადახდისა და ხელშეკრულებით გა სა თვალისწინებული სხვა ღონისძიებების შესრულების შესახებ წინადადებების მომზადებას ;

გ) წინადადებების შემუშავებას ახალი ტექნოლოგიების დასანერგად მცირე გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის მიზნით;

დ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აღრიცხვიანობას და მათ მობილიზებას სამუშაოების აგროვადებში განხორციელების მიზნით;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 22 მარტის დადგენილება № 14 – ვებგვერდი, 31 .0 3 .2011წ.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 21 იანვრის დადგენილება № 2 – ვებგვერდი, 27 .01.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №24, 04.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016009 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1086440-2/