სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.11.2010 ძალადაკარგული 24.09.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 18/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №24

2010 წ ლის 4 ნოემბერი

ქ. სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება (დანართი №1) .

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, სივრცითი მოწყობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 24 ივლისის №28 დადგენილება .

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           ა . ჯვარშეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 21 იანვრის დადგენილება № 2 – ვებგვერდი, 27.01.2011წ.

2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 22 მარტის დადგენილება № 14 – ვებგვერდი, 31.03.2011წ.

3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №5 – ვებგვერდი, 17.02.2012წ.

4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 აპრილის დადგენილება №5 – ვებგვერდი, 23.04.2013წ.

5. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 30.12.2013წ.

დანართი №1

  სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება

    მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის , მშენებლობის , ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქ თ მშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნ ა ს , ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ ი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განის ა ზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2.  სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და  შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 22 მარტის დადგენილება № 14 – ვებგვერდი, 31 .0 3 .2011წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №5 – ვებგვერდი, 17.02.2012წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 აპრილის დადგენილება № 5 – ვებგვერდი, 23.04.2013წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №1 9  – ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 3.  სამსახურის საჯარო მოხელეები

სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის   სამსახურის საჯარო მოხელეებია:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ)  განყოფილების უფროსი;

გ)  მთავარი სპეციალისტი;

დ)  წამყვანი სპეციალისტი;

ე)  უფროსი სპეციალისტი;

ვ)  სპეციალისტი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 22 მარტის დადგენილება № 14 – ვებგვერდი, 31 .0 3 .2011წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №5 – ვებგვერდი, 17.02.2012წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 აპრილის დადგენილება № 5 – ვებგვერდი, 23.04.2013წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №1 9  – ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებასა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებას და განვითარებას;

ბ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალამშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ე) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ვ) კანონმდებლობის შესაბამისად საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;

ზ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

თ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

ი) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

კ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ლ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;

მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;

ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ო) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარებისა და ექსპლუატაციის საკითხებზე;

პ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 21 იანვრის დადგენილება № 2 – ვებგვერდი, 27 .01.2011წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №1 9  – ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 5. სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების ფუნქციები

სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;

გ) წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

დ) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №1 9  – ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 5​1. (ამოღებულია)

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 22 მარტის დადგენილება № 14 – ვებგვერდი, 31 .0 3 .2011წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №5 – ვებგვერდი, 17.02.2012წ.

    მუხლი 5​2. (ამოღებულია)

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 აპრილის დადგენილება № 5 – ვებგვერდი, 23.04.2013წ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №1 9  – ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  201 1 წლის 21 იანვრის დადგენილება № 2 – ვებგვერდი, 27 .01.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №24, 04.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016009 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1086440-5/