თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.11.2010 ბოლო ცვლილება 18.07.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№340
სარეგისტრაციო კოდი
01022003010003016071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 146, 10/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 34 0

2010 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 01.06.2012წ.

 

მუხლი 1. „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობა“ (დანართი №1) და „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის დებულება (დანართი №2).

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 01.06.2012წ.

    მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 20.01.2011წ.

2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №198 – ვებგვერდი, 01.06.2012წ.

3. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №275 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

4. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 11.02.2013წ.

5. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივნისის დადგენილება №147 – ვებგვერდი, 17.06.2013წ.

დანართი № 1

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №198 – ვებგვერდი, 01.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის დადგენილება №275 – ვებგვერდი, 23.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 11.02.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივნისის დადგენილება №147 – ვებგვერდი, 17.06.2013წ.

 

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობა

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი , კომისიის თავმჯდომარე ;

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე , კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ;

დავით ბალაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ;

ქეთევან ბოჭორიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ;

ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ;

გიორგი სიგუა – სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ;

ზურაბ მესხი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი.

დანართი №2

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის დებულება

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №198 – ვებგვერდი, 01.06.2012წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №198 – ვებგვერდი, 01.06.2012წ.

    მუხლი 2

კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №198 – ვებგვერდი, 01.06.2012წ.

    მუხლი 3

კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით.

თავი II

კომისიის ფუნქციები და უფლება- მოვალეობები

    მუხლი 4

კომისია :

ა ) განიხილავს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმრო (ები)ს მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორების განაცხადებს და მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან კომპანიის დაარსების შესახებ სასტუმრო (ები )ს მშენებლობის განხორციელებისა და ფუნქციონირებისათვის , სათანადო ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე , რის შესახებაც შუამდგომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო ) სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ქონების სააგენტო ) წინაშე , რომელიც , თავის მხრივ , სამინისტროს მეშვეობით შუამდგომლობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილ ორგანოსთან მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე , „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით ; 

ბ ) ადგენს სასტუმრო (ები )ს მშენებლობის დამთავრების და მისი ექსპლუატაციაში შეყვანის ვადებს , აგრეთვე იღებს გადაწყვეტილებას ამ ვადების გაგრძელების შესახებ და მიმართავს ქონების სააგენტოს , რომელიც , თავის მხრივ , სამინისტროს მეშვეობით აღნიშნული წინადადებებით მიმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილ ორგანოს ;

გ ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ “საქართველოს კანონის მე -4 მუხლის პირველი პუნქტის „დ “ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართვის შემთხვევაში , კომისია განიხილავს მას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მიმართ ამავე კანონის მე -6 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ .

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 01.06.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 11.02.2013წ.

    მუხლი 5

ქონების სააგენტო , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს თავისუფალი ტურისტული ზონის ფარგლებში არსებული სასტუმრო (ები )ს მშენებლობის მიმდინარეობის მონიტორინგს , ხოლო საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია მოიწვიოს ექსპერტები და შესაბამისი დასკვნები წარუდგინოს კომისიას .

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 11.02.2013წ.

    მუხლი 6

ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების სააგენტო უფლებამოსილია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციების გატარების ან / და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე , რის შესახებაც აცნობებს კომისიასა და სამინისტროს .

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №16 – ვებგვერდი, 11.02.2013წ.

თავი III

კომისიის საქმიანობის წესი

    მუხლი 7

1. კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის წევრი.

3. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 8

 თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმრო(ები)ს მშენებლობის განხორციელების მსურველი ინვესტორების განაცხადებს და მათ მიერ წარდგენილ ინფორმაციას წინასწარ შეისწავლის კომისიის მდივანი და წარუდგენს კომისიის ყველა წევრს.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №198 - ვებგვერდი, 01.06.2012წ.

თავი IV

გადაწყვეტილების მიღების წესი

    მუხლი 9

კომისია კონკურსში გამარჯვებული ინვესტორის გამოვლენას ახდენს სასტუმრო(ები)ს მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის მის მიერ შემოთავაზებული პირობების, აგრეთვე ფინანსური საშუალებების შეფასების მიხედვით.

    მუხლი 10

კომისიის ყველა წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა 2/3-ზე მეტი.

    მუხლი 11

კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. კომისიის დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობის რიცხვიდან ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

    მუხლი 12

კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 13

კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №340, 03.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 01022003010003016071 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1088336-5/