საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
შემდგომი ცვლილებები (10)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №124
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ
საქართველოში გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.
ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები. აღნიშნულ სფეროში ტექნიკური საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და ბენზინის ხარისხის ევროპულ გარემოსდაცვით ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად:
1. დადგინდეს კვლევითი მეთოდით განსაზღვრული ოქტანური რიცხვის მიხედვით ბენზინის შემდეგი მარკები:
ა) 2007 წლის 1 იანვრამდე
ნორმალი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 80;
რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;
პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;
სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98;
ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616
2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2007 წლის 1 იანვრამდე
ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.013;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 5;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 45;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 500;
ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან
ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.005;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმტეს 1;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 42;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 150;
გ) 2007 წლის 1 იანვრიდან
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 35;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 50.

3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2007 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით, 2007 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სტანდარტების (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616
+

ა) 2008 წლის 1 იანვრამდე:
ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.013;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 5;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 45;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 500;
ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან
ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან:
ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.005;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმტეს 1;
ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 1;
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 42;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 150;
გ) 2007 წლის 1 იანვრიდან
გ) 2009 წლის 1 იანვრიდან:
არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 35;
გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 50.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616
3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2007 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით, 2007 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სტანდარტების (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №210 - სსმ III, №155, 17.11.2005 წ., მუხ.2141
3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2008 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით, 2008 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №210 - სსმ III, №155, 17.11.2005 წ., მუხ.2141
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616
2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №210 - სსმ III, №155, 17.11.2005 წ., მუხ.2141
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, №124, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.10.003.000.123 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10906-1/