საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2004 ბოლო ცვლილება 17.12.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№124
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.10.003.000.123
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 31/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №124

2004 წლის 31 დეკემბერი

 ქ. თბილისი

საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ

„საქართველოში გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.

ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები. აღნიშნულ სფეროში ტექნიკური საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და ბენზინის ხარისხის ევროპულ გარემოსდაცვით ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №259 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1953

1. დადგინდეს კვლევითი მეთოდით განსაზღვრული ოქტანური რიცხვის მიხედვით ბენზინის შემდეგი მარკები:

ა) 2007 წლის 1 იანვრამდე

ნორმალი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 80;

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98;

ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616

2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2010 წლის 1 იანვრამდე:

ა.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013 გ/ლ;

ა.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5%;

ა.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 45%;

ა.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;

ბ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე:

ბ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013 გ/ლ;

ბ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5%; 

ბ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 45%;

ბ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;

გ) 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე:

გ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

გ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3%; 

გ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;

გ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 200 მგ/კგ;

დ) 2013 წლის 1 იანვრიდან: 

დ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;

დ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3%;

დ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;

დ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 150 მგ/კგ.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №210 - სსმ III, №155, 17.11.2005 წ., მუხ.2141

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №282 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1989

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №243 - სსმ III, №182, 23.12.2008 წ., მუხ.1855

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №259 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1953

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №421-სსმIII,№172, 31.12.2010 წ.,მუხ.2492

3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2009 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით, 2009 წლის 1 იანვრიდან – საერთაშორისო სტანდარტებისა (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №210 - სსმ III, №155, 17.11.2005 წ., მუხ.2141

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №282 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1989

პრემიერ-მინისტრი  ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №224 - სსმ III, №145, 14.12.2005 წ., მუხ.1616

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №210 - სსმ III, №155, 17.11.2005 წ., მუხ.2141

3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №282 - სსმ III, №180, 20.12.2007 წ., მუხ.1989

4. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №243 - სსმ III, №182, 23.12.2008 წ., მუხ.1855

5. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №259 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1953

6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №421-სსმIII,№172, 31.12.2010 წ.,მუხ.2492

 

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, №124, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.10.003.000.123 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10906-6/