ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2004 ძალადაკარგული 22.01.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.10.003.000.132
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 10/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულების შესრულების მიზნით:

1. შეიქმნას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს აპარატის თანდართული დებულება და საშტატო ნუსხა.

2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 26 ერთეულით.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №154, 31.12.2005წ., მუხ.1715

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №94 - სსმ III, №68, 18.05.2006წ., მუხ.856

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №29, 25.02.2007წ., მუხ.311

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №94 - სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.536

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 იანვრის დადგენილება №51 -ვებგვერდი,04.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 აპრილის დადგენილება №195 -ვებგვერდი,03.05.2011წ.

3.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები.

4. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქმნება ყოფილი ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №154, 31.12.2005წ., მუხ.1715

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №94 - სსმ III, №68, 18.05.2006წ., მუხ.856

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №237 - სსმ III, №172, 22.12.2006წ., მუხ.2312

4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №97 - სსმ III, №65, 11.05.2007წ., მუხ.732

5. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №29, 25.02.2007წ., მუხ.311

6.  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №94 - სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.536

7. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №299 - სსმ III, №127, 04.10, 2010წ., მუხ.1855

8. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 იანვრის დადგენილება №51 -ვებგვერდი,04.02.2011წ.

9. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 აპრილის დადგენი ლება №195 -ვებგვერდი,03.05.2011წ.

10. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის დადგენილება №44 – ვებგვერდი, 14.02.2012წ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, მასთან სრული პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო მინისტრისათვის მიცემული სხვა ცალკეული დავალებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.

3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი განკარგავს აპარატის საქმიანობისათვის გამოყოფილ სახსრებს.

5. აპარატის ადგილსამყოფელია, ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.

    მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელ-მწიფო მინისტრის (შემდგომში – სახელმწიფო მინისტრი) საქმიანობის განხორციელების მიზნით აპარატი:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებში აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობის მიზნით სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციას, მისი შესრულების მონიტორინგს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად;

გ) თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან (ევროკომისია, ევროპის საბჭო, ევროპარლამენტი და სხვ.) და საქართველოში ევროკავშირისა და ნატოს წევრ და კანდიდატ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) მონაწილეობს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს, კომიტეტისა და ქვეკომიტეტის, აგრეთვე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის მუშაობაში;

ე) უზრუნველყოფს რეგულარულ და პირდაპირ კონტაქტებს ევროგაერთიანებებთან და ნატოსთან საქართველოს მისიებთან, აგრეთვე თანამშრომლობს ევროკავშირისა და ნატოს წევრ და წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოებთან ანალიტიკური და მიმდინარე ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის მიზნით;

ვ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსთან ერთად;

ზ) ახორციელებს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო და სამთავრობო საბჭოებისა და კომისიების სამდივნოს ფუნქციებს;

თ) შეიმუშავებს წინადადებებს ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით;

ი) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ხელშეკრულებების პროექტების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის წარსადგენად;

კ) ევროპული მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ახალი პროგრამების TWINNING-ის, TAIEX-ისა და SIGMA-ს განხორციელების პროცესში ასრულებს აღნიშნული პროგრამების ადმინისტრირების ოფისის (PAO Project Administration Office) ფუნქციებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობს დარგობრივ უწყებებსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან;

ლ) უზრუნველყოფს დარგობრივი უწყებებისათვის ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდებას დახმარებათა ახალი ინსტრუმენტების შესახებ და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე;

მ) საქართველოში ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და პროექტების განხორციელების პროცესში ასრულებს ეროვნული საკოორდინაციო სამსახურის ფუნქციებს; ევროკომისიასთან ერთად უზრუნველყოფს ევროკავშირის დახმარების ეროვნული ინდიკატორული და ყოველწლიური სამოქმედო პროგრამების მომზადებას, შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებასა და საფინანსო შეთანხმებათა ხელმოწერას. უზრუნველყოფს ევროკავშირის დახმარების პრიორიტეტების შესაბამის სამინისტროებთან და ევროკომისიასთან შეთანხმებისა და მათი განხორციელების პროცესში ევროკომისიის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულების საერთო კოორდინაციას;

ნ) ხელს უწყობს ევროკავშირთან ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებას, ახორციელებს ამ მიზნით მიმდინარე საქმიანობის კოორდინაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად;

ო) თანამშრომლობს ნატოსთან ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნით;

პ) ახორციელებს მონიტორინგს ნატოსა და საქართველოს შორის პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და რეალიზაციის პროცესში;

ჟ) ახორციელებს საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის რეალიზაციის მონიტორინგს;

რ) შეისწავლის სხვადასხვა ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გამოცდილებას და შეიმუშავებს წინადადებებს მისი გამოყენებისათვის;

ს) ხელს უწყობს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დიალოგს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ფარგლებში;

ტ) უზრუნველყოფს ევროკავშირისა და ნატოს პროგრამების განხორციელების საკითხებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დამკვიდრებას აღნიშნული ორგანიზაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით;

უ) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

ფ) ახორციელებს საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, საქმიანი და არასამთავრობო წრეების ურთიერთდაახლოების ხელშემწყობ ღონისძიებებს ნატოსა და ევროკავშირის შესაბამის წრეებთან;

ქ) უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის მიერ შექმნილი ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრობლემათა საზოგადოებრივი საექსპერტო საბჭოს საქმიანობას;

ღ) ახორციელებს სხვა ორგანიზაციულ, ანალიტიკურ და საკოორდინაციო საქმიანობას პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფო მინისტრისათვის მიცემულ დავალებათა შესასრულებლად;

ყ) ახორციელებს საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაციას და საიდუმლო საქმისწარმოებას;

შ) წარმართავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირებას.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №94 - სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.536

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 იანვრის დადგენილება №51 -ვებგვერდი,04.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის დადგენილება №44 – ვებგვერდი, 14.02.2012წ.

    მუხლი 3. აპარატის სტრუქტურა

აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №154, 31.12.2005წ., მუხ.1715

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №97 - სსმ III, №65, 11.05.2007წ., მუხ.732

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №29, 25.02.2007წ., მუხ.311

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №299 - სსმ III, №127, 04.10, 2010წ., მუხ.1855

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 იანვრის დადგენილება №51 -ვებგვერდი,04.02.2011წ.

    მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

2. სახელმწიფო მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.

3. სახელმწიფო მინისტრის დავალებით მინისტრის პირველი მოადგილე ან სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით განკარგავს აპარატის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №29, 25.02.2007წ., მუხ.311

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №299 - სსმ III, №127, 04.10, 2010წ., მუხ.1855

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 იანვრის დადგენილება №51 -ვებგვერდი,04.02.2011წ.

    მუხლი 5. აპარატის თანამშრომლები

აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებულ ამოცანათა შესრულებას.

    მუხლი 6. დებულებაში ცვლილებების შეტანა

დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

 

№

თანამდებობა

რაოდენობა

1

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

1

2

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე

1

3

სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი

1

4

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი

1

5

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

3

6

დეპარტამენტის უფროსი

3

7

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

3

8

მთავარი ბუღალტერი

1

9

მთავარი სპეციალისტი

11

10

სპეციალისტი

1

 

სულ:

26

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №245 - სსმ III, №154, 31.12.2005წ., მუხ.1715

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 11 მაისის დადგენილება №94 - სსმ III, №68, 18.05.2006წ., მუხ.856

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №237 - სსმ III, №172, 22.12.2006წ., მუხ.2312

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის დადგენილება №97 - სსმ III, №65, 11.05.2007წ., მუხ.732

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის დადგენილება №33 - სსმ III, №29, 25.02.2007წ., მუხ.311

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №94 - სსმ III, №33, 31.03.2010წ., მუხ.536

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №299 - სსმ III, №127, 04.10, 2010წ., მუხ.1855

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 იანვრის დადგენილება №51 -ვებგვერდი,04.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 28 აპრილის დადგენილება №195 -ვებგვერდი,03.05.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“, №133, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.10.003.000.132 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10948-10/